შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 7 თებერვალს. მინდა საფრანგეთში წასვლა და ცხოვრების იქ გაგრძელება. მისაღებია თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის. ამიტომ, იქ გარკვეული ბარიერებისა და წინაღობების წინაშე აღმოჩნდებით. თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ იქ წასვლას, მხოლოდ ორმაგი ძალისხმევით, ნებისყოფით, მოთმინებით, შეუპოვრობით, ორგანიზებულობითა და დისციპლინის გამოვლენით შეძლებთ, სიძნელეების გადალახვას. ზოგადად კი, თქვენი გამგზავრება საფრანგეთში, მაინცდამაინც სასურველი არ არის.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2002 წლის 19 ოქტომბერს. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესია აირჩიოს მომავალში?
პასუხი: თქვენი შვილიშვილის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, უშიშარი მებრძოლი, კეთილშობილი. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია, შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო და სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.