კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოფო ნიჟარაძისა და დეჯა გომესის დუეტი “ბრავო რეკორდსში„ ჩაიწერება

 

 

 სოფო ნიჟარაძის პროექტის ფარგლებში „ბრავო რეკორდსმა” უპრეცედენტო თანამშრომლობა განახორციელა. პროექტი გულისხმობს ქართველი ვარსკვლავისთვის ორი – ქართულ და უცხოურენოვანი დისკების ჩაწერას. სოფო დუეტს ჩაწერს პოპ-მუსიკის ამომავალ ვარსკვლავთან, სტივ უანდერის ბექ-ვოკალისტ დეჯა გომესთან. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა და, შეიძლება ითქვას, ეს მის მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რომელიც აუცილებლად გაჰიტდება. სიმღერის არანჟირებას აკეთებს გენიალური მუსიკოსი, წლების განმავლობაში ჯგუფ Earth, Wind and Fire-ის მუსიკალური ხელმძღვანელი მორის ფლეჟერი. მომღერალი თბილისში 2 მარტს ჩამოვიდა, რასაც სპეციალური პრესკონფერენცია მიეძღვნა. სიმღერაზე კლიპის გადაღებაც დაიგეგმა. კომპოზიტორებს შორის ასეთი დონის თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას, პირველად შედგა. ქართველი და ამერიკელი მუსიკოსების ეს კოლაბორაცია ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ შოუ-ბიზნესს და არაერთი ერთობლივი პროექტის პერსპექტივას ჩაუყრის საფუძველს. სიმღერის ტექსტი მეგობრობაზეა. დეჯა გომესთან ერთად ჩამოვიდა მისი პროდიუსერი, გრეგ ქოკლი, რომელიც ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამოცდილი და სერიოზული წარმომადგენელია. ის იყო Earth, Wind and Fire-ისა და სტივ უანდერის ტურ-მენეჯერი, ასევე, არაერთი ვარსკვლავის პროდიუსერი, მათ შორის: აშერის, ჩაკა ჰანის, ზიგი მარლეისა და სხვების. „ბრავო რეკორდსის” დახვეწილი პროფესიონალები კი გვაფიქრებინებენ, რომ დუეტი აუცილებლად ძალიან წარმატებული და ხარისხიანი გამოვა.

 

скачать dle 11.3