ბაჩუკი ბახტაძის ლექსების მეოთხე კრებულის პრეზენტაცია
25 თებერვალს, საღამოს 6 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა მუსიკოსის, მწერლისა და პოეტის, ბაჩუკი ბახტაძის ახალი ლექსების მეოთხე კრებულის წარდგენა – „მე არც სიცოცხლის, არც სიკვდილის არ მეშინია”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: მამა მიქაელმა, მწერალმა და მთარგმნელმა ჯემალ ჭელიძემ და მსახიობმა ბიძინა მახარაძემ. პრეზენტაციამ საოცრად მხიარულ ატმოსფეროში ჩაიარა.
როგორც მოგეხსენებათ, დაპირებისამებრ, ბაჩუკი ბახტაძე ყოველ წელს გამოსცემს ახალი ლექსების კრებულს თითო ლექსის მატებით, ასაკის მატებასა და საკუთარი ხელოვნების შესაბამისად ლექსებში ის საუბრობს პირად განცდებზე, ადამიანის თავისუფლებაზე, პრობლემებზე, საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში, სოციალურ სფეროში, სიკვდილ-სიცოცხლის ურთიერთობაზე, სიყვარულზე და ერთი წლის განმავლობაში მის გარშემო მომხდარ საინტერესო თემებზე.