კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელოდება ნოდიკო ტატიშვილი ანგელოზს და რა სიმღერა აჩუქა მას სიკვდილის წინ ალექსანდრე ბასილაიამ

ვფიქრობ, 11 მარტის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. სოლო კონცერტი, მით უმეტეს, კონცერტი, რომელიც ლეგენდარულ ალექსანდრე ბასილაიას ეძღვნება, უკვე განაცხადია, რომლის შემდეგაც მომღერალს ბევრი რამ აღარ ეპატიება. ნოდიკო ტატიშვილი კონცერტის – „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა” – ავტორი და პროდიუსერიცაა. ის უკვე დიდი ხანია, გადის რეპეტიციებს, რომ ყველაფერმა მაღალ დონეზე ჩაიაროს.

 

ვფიქრობ, 11 მარტის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. სოლო კონცერტი, მით უმეტეს, კონცერტი, რომელიც ლეგენდარულ ალექსანდრე ბასილაიას ეძღვნება, უკვე განაცხადია, რომლის შემდეგაც მომღერალს ბევრი რამ აღარ ეპატიება. ნოდიკო ტატიშვილი კონცერტის – „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა” – ავტორი და პროდიუსერიცაა. ის უკვე დიდი ხანია, გადის რეპეტიციებს, რომ ყველაფერმა  ნოდიკო ტატიშვილი: ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში ხდება სულ სხვა რაღაც, რაღაც ისეთი, რაც არასდროს მომხდარა და, ალბათ, ვერც წარმოვიდგენდი, თუ მოხდებოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ოცნებები ხდება და თუ რაღაც ძალიან გინდა, ის, ადრე თუ გვიან აგისრულდება. ბავშვობიდან, როგორც კი გავაცნობიერე, რომ სიმღერა და მომღერლობა მინდა, სულ წარმომედგინა, როგორ ვიმღერებდი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით და ხალხი ჩემს მოსასმენად მოვიდოდა. დღეს ეს ხდება პროექტით „ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა”. 11 მარტს ბატონ ალექსანდრეს 70 წელი უსრულდება და ეს კონცერტი თავიდან ბოლომდე მას ეძღვნება. ოჯახის წევრებისგან, რა თქმა უნდა, ნებართვა ავიღე, მათთან სულ ვკონტაქტობ და უხარიათ, რომ ბატონი ალექსანდრეს სიმღერებს ახალი თაობა შეასრულებს. 

– უცნაურია, რომ ამ კონცერტს „ივერია” არა, და შენ აკეთებ.

– უცნაურიცაა და საინტერესოც. ამ ადამიანის მთელი შემოქმედება „ივერიას” უკავშირდება და, საინტერესოა, როგორ ხედავს და აღიქვამს მას ახალი თაობა. ოცდაათი-ორმოცი წლის შემდეგ მის სიმღერებზე იგივე ემოცია აქვს ყველას: ისევე გვადგება თვალზე ცრემლი, გვეღიმება, გულზე გვხვდება. ეს არის ჩემი სოლო პროექტი, ბატონი ალექსანდრეს ძალიან ბევრ სიმღერას ვიმღერებ და ჩემთან ერთად სცენაზე იქნება ჩემი თაობის შვიდი ახალგაზრდა, უნიჭიერესი ქალბატონი. მათ ვინაობას სიურპრიზად დავტოვებ, რომ პირდაპირ სცენაზე გამოანათონ. 

– პირველი სოლო კონცერტი და, თანაც, ბასილაიას მუსიკაზე – არის ამ ყველაფერში რაღაც სიმბოლური.

– გეთანხმები. მისი 60 წლის იუბილეზე პარტერში ვიჯექი, ვუყურებდი, რა ხდებოდა სცენაზე და ვფიქრობდი, ნეტავი, ოდესმე თუ მოხდება, რომ ის სიმღერას დამიწერს და მისი სიმღერით სცენაზე დავდგები-მეთქი. ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ათი წლის მერე კი არა, 2005 წლიდან მისი კვინტეტის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, პირადად გავიცანი და ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა ამ საოცარ ადამიანთან. მან უდიდესი კვალი დატოვა ჩემზე. ის, რომ პირადად ვიცნობდი, ჩემთვის უზომოდ ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მასთან ურთიერთობით. სანამ გარდაიცვლებოდა, მან სიმღერა დაწერა, რომელიც მე მაჩუქა. ეს მისი ბოლო სიმღერა აღმოჩნდა და მისი პრემიერა 11-ში შედგება. უკვე ავად იყო და,  სანამ გერმანიაში, კლინიკაში წავიდოდა, დამირეკა და თვითონ მასწავლა. 

– რა ჰქვია სიმღერას?

– „დრო”. ვერ აგიწერთ, ჩემში რა ხდება. ნერვიულობა, ეიფორია, აჟიტირება უკვე აღარ მჭირს, ყველაფერს ვაცნობიერებ, მაგრამ, ბოლომდე, რაღაცის იქით აღარ ვუშვებ, რომ უარესები არ დამემართოს. რაც ყველაზე მეტად მამშვიდებს, არის ის, რომ მუსიკა უნიკალურია. მას უამრავი ჰიტი ჰქონდა, რომლიდანაც ბევრი შესრულდება; იქნება, ასევე, დუეტები და კიდევ მოხდება საინტერესო რაღაცეები, რასაც უკვე კონცერტზე ნახავთ.

– შენთვის რას ნიშნავს პირველი სოლო კონცერტი?

– არ ვიცი, არ ვფიქრობ იმაზე, ადრე იყო ამის გაკეთება თუ გვიან, ან, ვინ რას იტყვის. პირიქით, ვფიქრობ, რომ არა ახლა, ამ კონცერტის გაკეთება ძალიან დამაგვიანდებოდა. არასდროს ვაკეთებ იმას, რაშიც დარწმუნებული არ ვარ. ბასილაიას მუსიკა ისაა, რაც ძალიან კარგად ვიცი და მიყვარს. მივხვდი, რომ მაქვს ძალა, ეს კონცერტი გავაკეთო და ჩემი საყვარელი კომპოზიტორის სიმღერები კარგად წარმოვაჩინო. ერთი მხრივ, ეს ძალიან სევდიანი საღამო იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ, სასიხარულოა, რომ ოცდაათი წლის შემდეგ ის ისევ აქტუალურია. ეს სიმღერები სულ იქნება სცენაზე როგორც ქართული ესტრადის კლასიკა. 

– ვინ გეხმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში?

– ბევრი ადამიანი. სცენაზე იქნება კამერული ორკესტრი და ბენდი, საკმაოდ დიდი შემადგენლობებით. მუსიკალური ხელმძღვანელია დათო მაზანაშვილი. გვერდში მიდგას თბილისის მერია, საკრებულო, კულტურის სამინისტრო, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლელა კილაძეს, მამუკა ახვლედიანს, ნეკა სებისკვერაძეს, რომელიც, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მომღერალია, ქართული კულტურის, მუსიკის საოცარი ქომაგი და მხარდამჭერიცაა. სპონსორები არიან „უნიქარდი” და „ფოლკსვაგენი”. არაჩვეულებრივი ადამიანები მიდგანან გვერდში და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისეთ დონეზე ჩაივლის, როგორც ეს ბასილაიას ეკადრება. ძალიან საინტერესო დეკორაცია იქნება – არაფერი ზედმეტი და გამაღიზიანებელი. უზომოდ ვნერვიულობ. რომ წარმოვიდგენ, კონცერტის დაწყებამდე ფარდის უკან როგორ ვდგავარ, უკვე ცუდად ვხდები. ვაჯერებ საკუთარ თავს, რომ ნერვიულობა უნდა მოვიხსნა. პატარა ღელვა აუცილებლად დარჩება და ამის გარეშე არც შეიძლება – ეს ღელვა აძლევს განსაკუთრებულ ემოციურობას და გულწრფელობას შესრულებას.  

– საინტერესოდ დაიწყე წელი. კიდევ რას უნდა ველოდოთ?

– მართლა დიდი პროექტით დაიწყო ეს წელი და, იმედი მაქვს, საინტერესოდ გაგრძელდება. ეს ბოლო წლები მართლაც გამორჩეული იყო ჩემთვის, დატვირთული და სავსე. ვიცი აუცილებლად მკითხავ პირად ცხოვრებაზეც (იცინის). პირადი ცხოვრების დრო არც მაქვს და ძალიან დიდხანს არც მექნება. გამონაკლისი იქნება, ვინმე ანგელოზივით გოგოს თუ დავინახავ, შიგნიდანაც ანგელოზი რომ არის და ვიზუალურადაც და, უცებ მივხვდები, რომ უზომოდ მიყვარს. აღმოჩენებისა და ძებნის დრო არ მაქვს. არც არასდროს მიძებნია არავინ, ყოველთვის თვითონ მოდის, გარემოებები გვახვედრებს ერთმანეთს. მთავარია, ის შანსი ხელიდან არ გავუშვა.

– ანუ, შენი ,,ზღაპარი სიყვარულისა” – წინაა?

– დიახ, მაგრამ ამ ზღაპარს მე ნამდვილად არ ვწერ. ცხოვრება როგორც დაწერს ამ ყველაფერს ისე უნდა მიჰყვე, მთავარია, არ გაჩერდე და არ შეეწინააღმდეგო. ბედნიერი ვიქნები, თუ ვინმე გამოჩნდება, მაგრამ, ამისთვის არ ვიბრძვი და არ ვგრძნობ თავს ცუდად. რაც შეეხება გეგმებს, ამ წელსაც ძალიან ბევრი გასტროლი იქნება, ისევე, როგორც შარშან. ევროპის გარდა,  სხვა კონტინენტზეც იგეგმება კონცერტი, რაც მე ძალიან მიხარია, რადგან ოფიციალურად ვარ ფრენის, თვითმფრინავის ხამი. ჩემი ჰობია ფრენა და ამიტომ ძალიან მიხარია დაგეგმილი გასტროლები. მაგრამ, ამ შემთხვევაში, კონცერტის გარდა, საერთოდ ვერ ვფიქრობ სხვა ვერაფერზე, ამიტომ, თერთმეტში ვილაპარაკოთ სხვა რაღაცეებზე, კონცერტის დამთავრების შემდეგ (იცინის).

 

скачать dle 11.3