კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ბავშვობის მეგობარს საქართველოდან რუსეთში და რისი იმედი აქვს თბილისში მცხოვრებ 52 წლის კაცს

 

52 წლის ოლეგ ბიტკაში ეძებს 52 წლის ლევან დადიანს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, 52 წლის ლევან დადიანს. მე და ლევანმა ერთმანეთი თბილისში, 1978-1979 წლებში გავიცანით. თითქმის მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ, მაგრამ შემდგომ ლევანი თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში, ქალაქ მოსკოვში გადავიდა. 1989-1990 წლების შემდეგ მასთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა მისი პოვნა და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს.

– გვიამბეთ ყველაფერი, რაც ლევანის შესახებ იცით.

– ლევანი დაიბადა 1960 წელს, აფხაზეთში. 18 წლის ასაკში ის თბილისში ჩამოვიდა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოეწყო. სწორედ იქ გავიცანით მე და ლევანმა ერთმანეთი. ახალგაზრდობიდანვე საკმაოდ ნაკითხი და ნასწავლი ბიჭი იყო, ამასთან, მეგობრობის ფასიც იცოდა, გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით. ლევანი ხშირად გვამხიარულებდა არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ, მთელ ჯგუფსაც. ლექტორებს ლევანი განსაკუთრებით უყვარდათ, იგი თითქმის ყველა საგანში ერთნაირად წარჩინებული იყო. მთელი ახალგაზრდობა ერთად გვაქვს გატარებული. მაშინ სულ სხვა დრო იყო, ჩემი აზრით, გასართობიც მეტი იყო და სულ სხვა ხალისით ეკიდებოდი ცხოვრებას. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლევანი დაოჯახდა და მას ორი ვაჟი შეეძინა. მეუღლესთან ერთად მან რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, სადაც, რამდენადაც მახსოვს, ლევანის მეუღლეს ნათესავები ჰყავდა. თავდაპირველად ლევანი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ, შემდგომ, როგორც აღმოჩნდა, ის მოსკოვში სამუდამოდ დარჩა. დაახლოებით 1989-1990 წლების შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცი. სამწუხაროდ, ჩვენ შორის კავშირი გაწყდა.

– გამოდის, მეგობრის შესახებ 22 წელია, არაფერი იცით. აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა?

– ნამდვილად მინდოდა ლევანის პოვნა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე. სამწუხაროდ, მისი არც მისამართი ვიცი, არც ტელეფონის ნომერი. არ მეგონა, რომ ჩვენ ერთმანეთს ოდესმე დავკარგავდით, მაგრამ, ასე მოხდა. როგორც კი მოსკოვში მიმავალ ადამიანს გავიცნობდი, ყველას ვაბარებდი ლევანის მოძებნას, თუმცა, უშედეგოდ. მეგობრის ფოტოც კი არ მაქვს. ფიზიკურად ლევანი მაღალი, შავგვრემანი და სიმპათიურია. ამჟამად ის 52 წლის უნდა იყოს. ძალიან მინდა გავიგო, როგორ აიწყო ცხოვრება. მისი შვილები უკვე საკმაოდ დიდი ბიჭები უნდა იყვნენ.

– როგორ ფიქრობთ, ლევანი ამჟამადაც მოსკოვშია თუ, შეიძლება, საცხოვრებლად კიდევ სხვაგან გადასულიყო?

– დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ის თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად სწორედ მოსკოვში, ოდენცოვოში წავიდა. არა მგონია, საცხოვრებლად კიდევ სხვაგან გადასულიყვნენ. მაშინ ვერც ერთმა ვერ მოვიფიქრეთ თადარიგის დაჭერა და ერთმანეთისთვის ან მისამართის, ან ტელეფონის ნომრების მიცემა. სავარაუდოდ, ლევანმა ჩემი ტელეფონის ნომერი დაკარგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მე აუცილებლად დამიკავშირდებოდა, ნამდვილად არ არის ისეთი პიროვნება, ვინც მეგობრებს ასე ადვილად ივიწყებს.

– როგორ ფიქრობთ, მეგობრის პოვნის შემთხვევაში, შეძლებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას?

– ტერიტორიული სიშორის გამო, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ, თუკი მან საქართველოში ჩამოსვლა დააპირა, აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს. თუ ლევანს ვიპოვი, უპირველესად, მასთან სატელეფონო კავშირი მექნება, შემდგომ კი, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ისე მოხდება. მთავარია, ერთმანეთი ვიპოვოთ. ნამდვილად არ მინდა მისი დაკარგვა.

 

скачать dle 11.3