კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაანაცვლა ცოლმა ქმარი ციხეში

 

ცოლის მიერ მიცემული ცრუ ჩვენების გამო, ქმარი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ციხეში აღმოჩნდა. დაკავებულის ადვოკატები პატიმრის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამტკიცებდნენ, რომ ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა ყოფილ ქმარს პროვოკაცია მოუწყო. მას ყოფილი ცოლისთვის არათუ უსვრია, იარაღიც კი არასოდეს ჰქონია, მაგრამ სასამართლო ვერაფრით გადაარწმუნეს და განსასჯელი ციხეში ჩასვეს. თუმცა, ერთ კვირაში ქმრის უდანაშაულობა დადასტურდა და პატიმარს საკანში ცოლი ჩაენაცვლა – ჩადენილი თაღლითობისა და ცრუ დასმენისთვის, მას 6 წელი მიესაჯა.

დალი მ., რომელიც დაკავებამდე დაზარალებულად იყო ცნობილი, ირწმუნებოდა, რომ მომხდარის შემდეგ, მორალური ტრავმა მიიღო და ქმრის საქციელმა საბოლოოდ გაანადგურა. ქალის მტკიცებით, ყოფილმა მეუღლემ მას ეზოში, ჭიშკართან, იმ მომენტში ესროლა, მობილურზე რომ ლაპარაკობდა. მან ქმარყოფილი შორიდანვე შენიშნა და დარწმუნებული იყო, რომ მასთან სალაპარაკოდ მიდიოდა. მაგრამ მან მოულოდნელად ესროლა. ბედნიერია, რომ თავის დახრა მოასწრო და სიკვდილს სასწაულით გადაურჩა

ცოლ-ქმარი მკვლელობამდე ოთხი თვით ადრე დაცილდა ერთმანეთს

დალი მ-სა და ალიოშა გ-ს შორის ცოლქმრული უსიამოვნება, ინციდენტამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე დაიწყო. მიზეზი ეჭვიანობა გახდა და ამის საფუძველი ქმარს ნამდვილად ჰქონდა – ცოლს საძინებელში თავად შეუსწრო...

საქმის მასალების თანახმად, ცოლ-ქმარი, დაკავებამდე 8 წლით ადრე შეუღლდა. ბავშვი ორი წლის ჰყავდათ, როცა საბერძნეთში წავიდნენ და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდნენ. ალიოშას საქმეები კარგად წაუვიდა, შესაბამისად, ფული დააგროვა, მაგრამ, რადგან ბავშვი საქართველოში ალიოშას დასა და დედასთან იზრდებოდა, ცოლ-ქმარი სამშობლოში დაბრუნდა, მათ საკუთარი მცირე ბიზნესის აწყობა საქართველოში გადაწყვიტეს – ქმარმა ავტომანქანებით ვაჭრობა დაიწყო. დაახლოებით 6 თვეში კი, ის ცოლისთვის დიდი ხნის ოცნების ასრულებას – საქორწინო სალონის გახსნას აპირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უცხოეთიდან სალონისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურაც კი უკვე ჩამოსული იყო. მაგრამ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა – ცოლ-ქმარი დაცილდა ერთმანეთს, ქმრის ოჯახმა რძალი სახლიდან გააგდო. იმის გათვალისწინებით, რომ  ცოლ-ქმარს შვილი ჰყავდა, გაყრის საკითხი სასამართლო დავის საგანი გახდა – მოსამართლემ ცოლ-ქმარს განქორწინება გაუფორმა. 

ოფიციალური ინფორმაციით, 8 წლის წინ შეუღლებული ცოლ-ქმრის გაყრის მიზეზი ღალატი გახდა – ცოლმა ქმარს უღალატა. ეს ფაქტი იმდენად უტყუარი და უდავო იყო, წვრილმან ნიუანსებზე სასამართლოს დეტალურად აღარც უმსჯელია. მით უმეტეს, გაყრაზე ორივე – ცოლიც და ქმარიც ულაპარაკოდ დათანხმდა... 

როგორც გაყრის საქმიდან ირკვევა, ცოლისთვის ბიზნესის აწყობის საქმეში ქმარმა თანასოფლელის შვილი – ილია ს. ჩართო, ანუ როგორც შეძლებულმა კაცმა ახლობელი დაასაქმა. ის კი არა და, რადგან თბილისში ბინა არ ჰქონდა, მას თავშესაფრად საკუთარი სახლიც კი მისცა. მაგრამ ამაგი იმით დაუფასა, რომ მის ცოლთან რომანი გააბა...

მათი ურთიერთობის შესახებ, როგორც ჩანს, ყველა ეჭვობდა. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ეს ამბავი ქმარმა ყველაზე გვიან, ისიც მას შემდეგ შეიტყო, რაც სრულიად შემთხვევით საძინებელში შეუსწრო მათ... თურმე ქმარს ისე უყვარდა ცოლი, და პატივს სცემდა, რომ მომხდარის მიუხედავად, მასთან გაყრა არ უნდოდა, მაგრამ სიტუაცია იმან „გააფუჭა”, რომ საძინებელში შესული ქმარი მარტო არ იყო. მას თან 6 წლის შვილი ახლდა, რომელმაც დედის სხვა კაცთან დანახვის გამო, ტირილი დაიწყო, ოთახიდან გამოიქცა და მომხდარის შესახებ მამიდას უამბო... ცხადია, იმ დღიდან რძალი სახლიდან წავიდა და არც არაფერზე ჰქონია პრეტენზია. ოჯახის ყოფილ წევრებს ის ერთადერთხელ შეხვდა სასამართლოში, სადაც გაყრის გარდა, ისიც გადაწყდა, რომ 6 წლის ნუცა საცხოვრებლად მამასთან დარჩებოდა. 

საგულისხმოა, რომ ბავშვის მამასთან დარჩენის საკითხი დედის ამორალური საქციელი არ გამხდარა. მიზეზი ცხოვრების პირობები იყო. საქმე ისაა, რომ როდესაც ცოლ-ქმარი იყრება, კანონი, როგორც წესი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ანუ, კანონი განსაზღვრავს რომელ მშობელთან უკეთ იცხოვრებს შვილი. ამ თვალსაზრისით, ალიოშა გ-ს კეთილმოწყობილი ბინა გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ბავშვი მამიდამ გაზარდა, სკოლაში კი საკუთარ სახლთან ახლოს დადიოდა. რაც შეეხება დალი მ-ს, დედის მიერ დანატოვარი პატარა ბინის გარდა, მას საკუთარი არაფერი გააჩნდა.  

სხვათა შორის, ასევე, კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში, შვილის აღზრდაში ორივე მშობელს თანაბარი უფლება აქვს. განქორწინებულ დედასაც და მამასაც ნებისმიერ დროს აქვთ შვილების ნახვის უფლება. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დალი მ-ს კვირაში ერთხელ მიეცა შვილის ნახვის უფლება. თუმცა, მან ეს უფლება არ გამოიყენა და შვილს საერთოდ არ ნახულობდა. ამიტომ, ქმრის ოჯახმა დედობის უფლების ჩამორთმევაზე სასამართლოში მორიგი სარჩელი შეიტანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დალი მ-სთვის ამის შესახებ გახდა ცნობილი, მან დაასწრო  და ქმარი მკვლელობის მცდელობისთვის დააჭერინა. 

როგორ დადგინდა სიმართლე

დაუჯერებელია, მაგრამ გაყრის მიუხედავად, როგორც ჩანს, ქმარს ცოლყოფილი მაინც უყვარდა, მასზე ნერვიულობდა და რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ურეკავდა კიდეც. სწორედ ამ პერიოდში ყოფილ ქმარს დალი მ-მ სთხოვა, მისთვის მშენებარე სალონი გადაეფორმებინა, რომ თავი ერჩინა. სანაცვლოდ, ქმარმა საყვარლისთვის თავის დანებება და ბავშვისთვის მიხედვა მოსთხოვა, რისი პირობაც მიიღო. მაგრამ, როგორც ირკვევა, ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრების შესახებ ალიოშა გ-ს დამ და დედამ შეიტყვეს და ოჯახში მორიგი განხეთქილება მოხდა. მათ რძლის სახელის ხსენებაც არ უნდოდათ და რადგან დედა შვილს არ ნახულობდა, ამ საბაბით, სასამართლოში დედობის უფლების ჩამორთმევაზე სარჩელი გააშანშალეს, რომელზეც ალიოშას ხელის მოწერა აიძულეს...

სწორედ ამ გარემოებების გამო, დალი მ-მ დაპირებული ქონება ვერ მიიღო, იმავდროულად, შეიტყო, რომ ქმრის ოჯახი მთლიანად უპირებდა  თავიდან მოცილებას და როგორც მოგვიანებით აღიარა, მანაც შურისძიება გადაწყვიტა – ქმარს მკვლელობის მცდელობა დააბრალა, მაგრამ საბოლოოდ, მახეში თავად გაება.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, დალი მ-მ ალიოშა გ-ს შეხვედრა, მისი ოჯახის წევრებისგან მალულად, მის მიერ ნაქირავებ სახლში დაუთქვა. ყოფილმა ცოლმა ქმარს დაურეკა, უთხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მთელი ღამე არ ეძინა და სთხოვა, ბავშვი ეჩვენებინა. თუმცა, ბოლო მომენტში მან ბავშვის ნახვა გადაიფიქრა და ქმარყოფილს სთხოვა მარტო მისულიყო.

როგორც ირკვევა, ალიოშა გ. მის ბინაში იმ დროს მივიდა, როდესაც დალი მ. ეზოში იყო. რა საუბარი შედგა მათ შორის, ანდა შედგა თუ არა საერთოდ, უცნობია, მაგრამ მოულოდნელად, გასროლა გაისმა. მაყუჩიანი იარაღიდან გავარდნილი ტყვია ხეს მოხვდა. დალი მ-ს კივილზე, ეზოში მეზობლებმა მოიყარეს თავი – მდგმურმა განაცხადა, რომ ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე სახლში მიუვარდა და კლავდა. არადა, რეალურად, ცოლმა ისროლა...  

ვინ გამოიძახა პოლიცია, უცნობია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ალიოშა გ. ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად, მეორე დღეს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებული ამბობდა, რომ მისმა ცოლყოფილმა ისროლა, მაგრამ არავინ დაუჯერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რადგან ქმარყოფილს ყოფილი ცოლი მაინც უყვარდა, მისმა ოჯახის წევრებმა თავიდან ალიოშასთვის ადვოკატის აყვანაზეც კი უარი თქვეს. ეგონათ, რომ მან დანაშაული რეალურად ჩაიდინა, მაგრამ რამდენიმე დღეში სიმართლე გაირკვა. 

საქმე ისაა, რომ დაკავების შემდეგ, ბრალდებულსაც და დაზარალებულსაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ – გამოძიებამ დენთის კვალის დასადგენად ცოლ-ქმარს სხეულზე  ნიმუშები აუღო. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა – დენთის კვალი მხოლოდ დალი მ-ს აღმოაჩნდა ხელზე. ცხადია, გამოძიებამ მისი დაკავების ბრძანება გასცა, მაგრამ პოლიციამ მისი კვალი დაკარგა.

რადგან ყველა მტკიცებულება ალიოშა გ-ს უდანაშაულობაზე მიუთითებდა, განსაკუთრებული გარემოების გამო, სამართალდამცველებმა ის მაშინვე გაათავისუფლეს. რაც შეეხება მის ცოლყოფილს, პოლიცია კვალზე მისმა საყვარელმა დააყენა.

როგორც ირკვევა, ილია ს. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და დაახლოებით ერთ კვირაში, ის ამ ბრალდებით დააკავეს. სულ მალე კი, სასჯელი შეიმსუბუქა – პოლიცია დალი მ-ს კვალზე დააყენა... 

დაბოლოს, თავად ალიოშა გ-ს ნათესავები ეჭვობენ, რომ მომხდარის მიუხედავად,  ქმარი ცოლს ყველაფერს აპატიებს. მას არა მხოლოდ ციხეში უპატრონებს, მის დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს.

 

 

скачать dle 11.3