კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შიშის ეფექტი

 

– შენი და, მგონი, სამუდამოდ აპირებს ცხოვრებას! – გაბოროტებით შეხედა მარგარეტ ბონფილდმა ქმარს. იმან კი მხრები აიჩეჩა.

– ექიმმა თქვა, რომ გული ძალიან დასუსტებული აქვს.

– არ ვიცი, რა დაუსუსტდა, მაგრამ თუ კიდევ ერთი თვე იცოცხლებს, შეიძლება, მემკვიდრეობა ბრიჯიტ მიშემს დარჩეს. იმ მწერლუკას, გვერდიდან რომ არ სცილდება.

– ბრიჯიტი სილვიას მოგონებებს იწერს და ძალიან კარგადაც უვლის.

– უკეთესი იქნებოდა, ცუდად მოევლო, – არ ნებდებოდა მისის ბონფილდი, და...  გაცილებით ცოტა დროს ატარებდეს იმ საზიზღარ ძაღლთან, რომელიც შენი დისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ნათესავები. იქნებ...  – და აქ მას თვალები აუციმციმდა, – ნება დამრთო, სილვიას ოდნავ ხელი ვკრათ და კიბეებზე დავაგოროთ, ან დავაძინოთ და ბალიშით გავგუდოთ. 

რუპერტ ბონფილდმა, რომელიც ტანით პატარა კაცი გახლდათ, ამოიოხრა და ცოლს შეხედა. 

–  ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. ეს ძალიან სარისკოა. იმდენი ხანია ვითმენთ, რომ ცოტაც გავუძლოთ. ბოლოს და ბოლოს სილვია 83 წლისაა. 

– და მას მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა. ცნობილი მსახიობი იყო, თაყვანისმცემლთა არმიითა და მთელი ტომარა ძვირფასეულობით. 

– ჰოდა, ის ჩვენ დაგვრჩება.

– დარწმუნებული არ ვარ. სილვიას ისე უყვარს თავისი  ძაღლი, შეუძლია, ყველაფერი ძაღლების რომელიმე თავშესაფარს დაუტოვოს. ძაღლი მაინც რომ მოვწამლოთ, არ შეიძლება?

ცოლ-ქმარი ბონფილდები უკვე მრავალი წელი, თავიანთ სახელგანთქმულ ნათესავთან, მის ხარჯზე ცხოვრობდნენ. სილვია შანსს არ უშვებდა ხელიდან,  მათთვის ეს არ შეეხსენებინა. მიუხედავად ამისა, ბონფილდები, რომლებიც იოლ ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულები, მის კაპრიზებს იტანდნენ და ელოდებოდნენ, ფეხებს როდის გაჭიმავდა. თუმცა, სილვია სიკვდილს არ აპირებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სახლში ბრიჯიტ მიშემი გამოჩნდა და სილვიას მემუარების დაწერა შესთავაზა, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა – უფრო ენერგიული გახდა. ბრიჯიტმა სილვიასთან და მის საყვარელ ძაღლთანაც, საერთო ენა მალე გამონახა.  

ერთ დღეს, როდესაც ბრიჯიტი ეზოში ძაღლს ასეირნებდა, ხოლო ცოლ-ქმარი ბონფილდები სასტუმრო ოთახში ისხდნენ, მოხუცის ოთახიდან შეკივლების ხმა გაისმა. ბონფილდი შეშინებული წამოდგა. 

– არ იჩქარო, – გააჩერა ცოლმა.

ისინი ადგილებზე დარჩნენ და ასე ისხდნენ მანამ, ვიდრე ოთახში ბრიჯიტი არ შემოვარდა. 

– არაფერი გაგიგიათ? მომეჩვენა, რომ ვიღაც ყვიროდა.

– არა, ჩვენც სასეირნოდ გავედით და არაფერი გაგვიგია.

– მე კიდევ მომეჩვენა, რომ ეს სილვიას ხმა იყო. 

ბრიჯიტმა კიბეზე აირბინა და იქიდან დაიძახა:

– სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეთ, სილვიამ გონება დაკარგა.

მარგარეტს ქმრის  შეჩერება უნდოდა, მაგრამ ქმარმა თავი გააქნია და ტელეფონის ყურმილი აიღო.

– ამჯერად გადარჩა, მაგრამ შემდეგი შეტევა შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, – თქვა ექიმმა. 

– და რა მოხდა? – იკითხა ბრიჯიტმა.

– მის დიურანი რაღაცამ ძალიან შეაშინა.

– ობობა, – ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ავადმყოფმა, – კედელზე ობობა დავინახე. მათი ისტერიკულად მეშინია. რუპერტ, თქვენ რატომ არ მოხვედით ჩემს დასახმარებლად?

– უბრალოდ, ბრიჯიტმა დაგვასწრო.

– ჰო? – სილვიამ თეატრალური პოზა მიიღო  და კედლისკენ გადაბრუნდა, – შესაძლებელია, ასეც იყო. ბრიჯიტ, ჩემი ძაღლი, ჩერჩილი მოიყვანეთ და დარჩით. თქვენი კი, დანახვაც არ მინდა. 

სილვია დიურანი ორ დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა და უკვე ბაღში საქმიანობდა. 

– ნახე, როგორ გაყოჩაღდა. ხვალ მაღაზიებში აპირებს გავლას, – ჩურჩულით უთხრა ქმარს მარგარეტმა, – უნდა ვიმოქმედოთ. სახლში არავინ იქნება. ბრიჯიტი მასთან ერთად აპირებს წასვლას.

ბონფილდმა თავი დაუქნია და ჯიბიდან ქილა ამოიღო, რომელშიც რაღაცეები დაბობღავდნენ. 

– ხუთი ობობა, – ამაყად თქვა მან, – მთელი სხვენი გადავაქოთე მათ ძებნაში.

როდესაც სახლი დაცარიელდა, ცოლ-ქმარი სილვიას საძინებელში შეიპარა. ოთხი ობობა ლოგინზე დასვეს, ხოლო ერთი – ჭიქაში. საღამოს, როდესაც სილვია საძინებელში ავიდა, ბონფილდები ბაღში სასეირნოდ წავიდნენ. საათ-ნახევარი ისეირნეს და როდესაც სახლთან მივიდნენ, ჩერჩილის გაბმული ყმუილი გაიგონეს. ისინი ნელა ავიდნენ კიბეზე და ფრთხილად შეიხედეს საძინებელში. მკვდარი სილვია დიურანი საწოლზე იწვა. სახე შიშისგან დამანჭვოდა, ხოლო საწოლზე ობობები დაბობღავდნენ. რუპერტმა მწერები ფრთხილად ჩამოფერთხა, გასრისა და სავარძელში ჩაჯდა. ცოლმა ძვირფასეულობის ძებნა დაიწყო. ვერც უჯრებში და ვერც სეიფში ვერაფერი იპოვა. სეიფში მხოლოდ ფულით სავსე კონვერტი იდო და წერილი: „ძვირფასო ძმაო, მიმაჩნია, რომ ჩემი ვალი შენს წინაშე ბოლომდე მოვიხადე. ეს ფული  შენ ახალი  სახლის მოსაძებნად და ცოტა ხნით თავის გასატანად გეყოფა, ვიდრე სამსახურს იშოვი. მოსიყვარულე სილვია”. მარგარეტ ბონფილდი პანიკაში ჩავარდა:

– ამით რისი თქმა უნდოდა, რომ მეტს ვერაფერს მივიღებთ? როგორ მიხვდა, რომ სეიფში შევძვრებოდით?

– მოითმინე და მალე ყველაფერს გავიგებთ. 

სილვია დიურანის სიკვდილს არანაირი ეჭვი არ გამოუწვევია. დადგინდა, რომ გული გაუსკდა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. მის მდგომარეობასა და ასაკში. შესაძლო მოულოდნელობების გათვალისწინებით, ანდერძის გახსნაზე ძაღლიც წაიყვანეს. ადვოკატთან მათდა სამწუხაროდ, ბრიჯიტიც აღმოჩნდა. ანდერძის კითხვამ ცოტა დრო წაიღო. მთელ თავის ქონებას სილვია დიურანი უტოვებდა მას, ვინც ჩერჩილს მოუვლიდა. ძაღლის ბუნებრივი გზით სიკვდილის შემდეგ (სიკვდილის მიზეზი აუცილებლად მითითებულ ვეტერინარს უნდა დაედგინა) კი,  იმ ადგილზე დამარხავდნენ, სადაც ძაღლს სეირნობის დროს, ყველაზე მეტად უყვარდა ჯდომა (ადგილი დაწვრილებით იყო აღწერილი). ასევე, ძაღლისთვის უნდა დაედგათ ძეგლი, რაზეც ცალკე იყო თანხა გამოყოფილი.

ვიდრე ტექსტს კითხულობდნენ, მისის ბონფილდი ბრიჯიტთან მივიდა. მის მუხლებზე დასკუპებული ჩერჩილი, ძაღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელში აიყვანა და მაგრად ეჭირა, ვიდრე არ გაიგონა, რომ ერთადერთი, რა ქონებაც სილვია დიურანს სიკვდილის შემდეგ დარჩა,  მისი ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მის მიშემს დაუტოვა. სახლი, მთელი თავისი მოწყობილობით, სილვიას მხოლოდ სიცოცხლის განმავლობაში ეკუთვნოდა. მან ის დიდი ხნის წინ გადასცა თავის მშობლიურ თეატრს. რათა იქ მისი სახლ-მუზეუმი გაეხსნათ. ძვირფასეულობაზე სიტყვაც კი არ იყო ნათქვამი. ადვოკატმა მათ აცნობა, რომ წინა ანდერძში ძვირფასეულობა მოხსენიებული იყო, მაგრამ ბოლოს სილვიამ ეს პუნქტი თავისი სურვილით, ამოიღო. მარგარეტ ბონფილდმა ძაღლი სასწრაფოდ გაუშვა და ისიც ბრიჯიტისკენ გაიქცა. ბრიჯიტი ძაღლის ასაყვანად დაიხარა და გაქვავდა. მერე წამოდგა და რუპერტ ბონფილდს შეხედა. მისი ფეხსაცმლიდან უზარმაზარი ბანჯგვლიანი ობობა გამოხოხდა. 

ბონფილდებმა რამდენიმე დღე დაკარგეს სახლში ძვირფასეულობის ძებნაში.  მთელი სახლი გადააქოთეს, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს. ბოლოს სახლის დაცლის დროც მოვიდა. ბონფილდებმა გადაწყვიტეს, ბრიჯიტისთვის ეთვალთვალათ. მარგარეტი დაწმუნებული იყო, რომ ის გოგო მათ ძვირფასეულობის კვალზე დააყენებდათ. ამისთვის მათ კერძო დეტექტივის დაქირავება მოუწიათ, მისი მომსახურება კი, იაფი ნამდვილად არ ღირდა. თვალთვალმა შედეგი ვერ გამოიღო. ბრიჯიტი ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, მუშაობდა და ძაღლს უვლიდა.

სამი წელი გავიდა და არაფერი შეიცვალა. ბონფილდები არ ნებდებოდნენ და მთელ დატოვებულ ფულს ბრიჯიტის თვალთვალზე ხარჯავდნენ. ბრიჯიტის საქმეები კი, სულ უფრო კარგად მიდიოდა. სილვიას მემუარები დაბეჭდა. წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. შემდეგ მისი გვარი ბესტსელერების ჩამონათვალშიც მოხვდა. ბრიჯიტმა დეტექტივების წერა დაიწყო. თუმცა ძვირფასეულობაზე რაიმე მინიშნებაც კი არ იყო. სილვიას მიერ ბონფილდებისთვის დატოვებული ფული ნელ-ნელა ქრებოდა. ისინი უკვე პატარა სახლში, ძალიან ეკონომიურად ცხოვრობდნენ. სიღარიბეს მიუჩვეველი ბონფილდები სულ უფრო ხშირად ჩხუბობდნენ. ერთხელ მისის ბონფილდი ქმარს ხელითაც კი შეეხო. ქმარმა სკოლისდროინდელი გმირობები გაიხსენა და ხურდა დაუბრუნა. ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა, როდესაც ერთხელ მარგარეტმა ქმარს ჟურნალი მოუქნია, მოულოდნელად გაჩერდა და ფოტოს დააკვირდა. ჟურნალში, უკანა ყდაზე ბრიჯიტის ფოტო იყო, რომელსაც სილვიას ბრილიანტები ეკეთა.

– როგორც იქნა,  – იყვირა  მარგარეტმა და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა. 

პოლიციაში ვითარების გარკვევას დაჰპირდნენ და როდესაც, მოგვიანებით ბონფილდები განყოფილებაში დაიბარეს, აუხსნეს, რომ ბრიჯიტ მიშემი ამ ძვირფასეულობის კანონიერი მფლობელია. 

– ჩვენ მის დიურანის ადვოკატს დავუკავშირდით, რომელმაც აგვიხსნა: ანდერძში ნათქვამი იყო, რომ მთელი მის ქონება რჩებოდა მას, ვინც ძაღლს მოუვლიდა და წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე დამარხავდა. ძაღლი ორი თვის წინ მოკვდა და მის დასაფლავებას ადვოკატიც ესწრებოდა. როდესაც ორმო ამოთხარეს რკინის ყუთი იპოვეს, რომელიც ძვირფასეულობით იყო სავსე და რომელთაც ახლა, მის მიშემი კანონიერად ფლობს. 

ბონფილდები გაოგნებისგან გაქვავდნენ.

– სხვათა შორის, – განაგრძო პოლიციელმა. – მის მიშემმა თავისი ახალი წიგნიც მისახსოვრა ავტოგრაფით – „ობობები ქილაში”. 

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3