კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ოსტეოართროზისგან ძაღლის განკურნება?

პასუხი: სამწუხაროდ, ოსტეოართროზისგან ბოლომდე  განკურნება შეუძლებელია. მკურნალობის ერთადერთი მეთოდია სახსრის შეცვლა ხელოვნური იმპლანტანტით – ენდოპროთეზირებით, რომელიც ძაღლებში კეთდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლასის დროს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არააა ხელმისაწვდომი. კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენება სხვადასხვა სახის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და მსუბუქი ქონდროპროტექტორული მოქმედება, რაც სუსტად ამუხრუჭებს ოსტეოართროზის განვითარებას. ამ პრეპარატების თვითნებურად დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან მათ აქვთ მთელი რიგი უკუჩვენებები. 

კითხვა: ბოლო დროს ჩემი ძაღლი დროდადრო კოჭლობს. ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: თუ თქვენი ძაღლი კოჭლობს, ამის გამომწვევი მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარ ექიმს, რომელმაც, შეიძლება, გამოიყენოს გამოკვლევის სპეციალური მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, რენტგენოგრაფირება, რის საფუძველზეც დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაუნიშნავს თქვენს ცხოველს საჭირო პრეპარატს საჭირო დოზით.

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლებში თუ იკურნება კოჟრები და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

პასუხი: კოჟრების მკურნალობა ხდება ძირითადად, კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით, მაგალითად, შამპუნებით, ანტისეპტიკური ხსნარებითა და მალამოებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ანუ, კანზე ნაწოლების მოხსნას. შემდგომში ძაღლს აუცილებლად უნდა დაუდოთ რბილი ქვეშაგები. აღნიშნული სახის კოჟრების ქირურგიული მეთოდით მოშორება არ არის რეკომენდებული, რადგან, ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ჭრილობა ცუდად ხორცდება; ასევე, არსებობს მისი ხელახლა განვითარების ძალიან დიდი ალბათობა.

 

скачать dle 11.3