კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდექსები


„მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო“

მაშინ, როდესაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე აქეთ – ეკონომიკური კრიზისის გამო ღაფავს სულს, იქით კი – დემოკრატიული ღირებულებების სიმცირეს უჩივის, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ტალღებიც გვარყევს, ეკონომიკურ კრიზისს ყაბზობაც კი არ გამოუწვევია და, რაც მთავარია, კორუფციასაც სულს ვაღაფვინებთ. ეს უკანასკნელი სასიხარულო ცნობა „თრანსფერენს ინთერნეიშენალმა“ მოგვაწოდა („ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიაო“, სიხარული გაგვიასკეცა ჩვენებურმა ელმედიამ!). ჰოდა, სწორედ ამ „ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის“ კვლევით (რომელიც „6 ცნობილი ორგანიზაციისა და ფინანსური ინსტიტუტის მიერ 2008-2009 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს ეყრდნობა“), საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ყოფილა. თუმცა ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა, რაც მთავარია, ამ პატივცემულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მეორე, პირველზე არანაკლებ სასიხარულო ამბითაც შეგვაფრთიანა: რეგიონში კორუფციის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს ჰქონია, „რომელიც 146-ე ადგილს ზიმბაბვეს, კენიას, სიერა-ლეონესა და კამერუნთან ერთად ინაწილებს“! მეორე მხრივ, რუსეთს არა მხოლოდ კორუფციის ცუდი მაჩვენებელი, ჩვენი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც აქვს, რაც, ვფიქრობ, კორუფციის აღქმის წლევანდელი ინდექსის ცუდ მაჩვენებელს მეტეორიზმის გარეშე გადაატანინებს.


скачать dle 11.3