დავწვათ კალორიები სიამოვნების თანხლებით
ამისთვის სულაც არ არის საჭირო, მოიმოქმედოთ რაიმე განსაკუთრებული. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რა საქმიანობა რამდენ კილოკალორიას დაწვავს თქვენს ორგანიზმში, მით უმეტეს, ისე, რომ სიამოვნებაც მიიღოთ, თანაც, ნამდვილად არ მოგიწევთ არც შიმშილი და არც ფიტნეს-კლუბებში სირბილი (ასე ხომ სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ).
1) მიწაზე მუშაობა ან ყვავილების მოვლა ბაღში, ეზოში ან აგარაკზე – სულ რაღაც 30 წუთის შემდეგ 350 კილოკალორია დაიწვება. ზუსტად ამდენი კალორიის დასაწვავად სახტუნაოთი მთელი საათი უნდა იხტუნაოთ.
2) შოპინგი – ნახევარ საათში 250 კილოკალორია. სიამოვნების ხარისხი თავად დაადგინეთ.
3) კიბეებზე ასვლა-ჩასვლა – 300 კილოკალორია დაიწვება, რისთვისაც სარბენ ბილიკზე 45 წუთის განმავლობაში სირბილია საჭირო.
4) კოცნა ტუჩებში – 2-3 წუთში 150 კილოკალორია.
5) ნახევარსაათიანი სექსი უდრის ერთსაათიან აქტიურ ვარჯიშს ტრენაჟორებზე (აქ კალორიებზე ლაპარაკი ცოტა უხერხულიც კია).
6) ველოსიპედი – ნახევარსაათიანი, საშუალო სიჩქარით სეირნობა 900 კილოკალორიას დაწვავს, რაც 15-წუთიან აჭიმვებს უდრის.
7) კბილების გაწმენდა დილა-საღამოს – 5 წუთში 30 კილოკალორია.
8) მხიარული დასვენება – ტახტზე წამოწოლილმა იქნიეთ ხელები და ფეხები და თან იცინეთ – 15 წუთში 200 კილოკალორია.
9) საოჯახო საქმეები ღიღინის თანხლებით: ა) გაზქურასთან 10 წუთი დგომა = 25-მეტრიან აუზში შვიდჯერ გაცურვა-გამოცურვას;
ბ) 1 საათის განმავლობაში სახლის დალაგება = ნახევარსაათიან კროსს;
გ) 1 საათის განმავლობაში ბავშვის მოვლა = 25-წუთიან სტეპ-აერობიკას;
დ) 15 წუთი მანქანის რეცხვა = 15 წუთიან აერობიკას.
საინტერესო მონაცემებია, არა?! თან, სასიამოვნოც, მით უფრო, რომ, სასარგებლო და აუცილებელი საქმის კეთებასთან ერთად, წონაშიც დაიკლებთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. არ არის აუცილებელი, ყველა ეს საქმე ერთ დღეში გააკეთოთ, შეგიძლიათ, გადაანაწილოთ ისე, რომ დღეში იმაზე მეტი კალორია დაწვათ, რამდენსაც დღის განმავლობაში საკვების სახით მიიღებთ, თუ, რა თქმა უნდა, არ გეზარებათ და აკონტროლებთ კალორიების რაოდენობას – ეს ნელ-ნელა გადაგაჩვევთ მუდმივ სუსნაობას, რაც დაასტაბილურებს თქვენს წონას და საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას.