კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფაფებისა და ბოსტნეულის დიეტა

 

გაზაფხული მოვიდა და ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, დროა, დაიცვათ დიეტა, რომლის რაციონიც ძირითადად ფაფებისა და ბოსტნეულისგან შედგება. ამ 8-დღიანი დიეტის დაცვის შემდეგ აუცილებლად იგრძნობთ სიმსუბუქეს, დაგიბრუნდებათ ხალისიანი განწყობა; გაიწმენდთ ორგანიზმს წიდებისგან და, რა თქმა უნდა, საგაზაფხულოდ ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ.

რჩევა: ამ დიეტის დაცვისას, კვებასა და კვებას შორის მიირთვით 100 გრამამდე ჩირი (ნებისმიერი ხილის) – ის კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას.

თავისებურება: რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ: ხორცეული, შაქრის შემცველი პროდუქტები, ყავა და გაზიანი სასმელები.

მოქმედების პრინციპი: 8 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ უმი ბოსტნეულისგან მომზადებული კერძები.

მოსალოდნელი შედეგი: 8 დღეში დაიკლებთ 3-5 კილოგრამს. 

1) მთელი დიეტის განმავლობაში:

პირველ საუზმეზე მიირთვით 250 გრამ წყალზე დამზადებული „ჰერკულესი” და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

მეორე საუზმეზე (საათ-ნახევრის შემდეგ) – ა) 1 ცალი ცეხვილი მარცვლეულისგან გამომცხვარი ფუნთუშა და 1 ჭიქა მწვანე ჩაი; ბ) ხილის სალათა.

2) სადილისთვის, შეგიძლიათ, აირჩიოთ: ა) ვეგეტარიანული ბორშჩი, მოხარშული კარტოფილი ან „გრილზე” დამზადებული ბოსტნეული; ბ) მჟაუნის წვნიანი და მოხარშული ლობიო, გ) ბრინჯი მოხარშული ჭარხლისა და სოკოს გარნირით; დ) მჟაუნის სუპი და დიეტური მაკარონი.

3) ამ დიეტაში ნებადართულია მცირეოდენი სასუსნავებიც: 30 გრამი მწარე შოკოლადი, 100 გრამი ყურძენი და 30 გრამი თაფლი.

ვახშამი – არაუგვიანეს 19 საათისა. ვარიანტები თავად შეარჩიეთ:

ა) წიწიბურა სტაფილოსა და ხახვის გარნირით;

ბ) მოშუშული კომბოსტო და სოკო;

გ) გამომცხვარი ვაშლი;

დ) ბოსტნეულის სალათა და ფორთოხლის ფრეში;

ე) „გრილზე” მომზადებული ბოსტნეული;

ვ) ბულგარულ წიწაკასთან და პომიდორთან ერთად ჩაშუშული კარტოფილი.

ვახშმის შემდეგ დალიეთ 250 მილილიტრი გაზგასული მინერალური წყალი.

თითოეული ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს.

 

скачать dle 11.3