კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განიცდის ვივიენ ვესტვუდი ყველაზე მეტად დედამიწის პრობლემებს

 

მოდის ყველაზე ექსცენტრიკული, უცნაური და სიგიჟეების მოყვარული ქალბატონი ყოველ სეზონზე ახერხებს მოდის სამყაროს გაოცებას. სულ ფიქრობ – რა შეიძლება, ამ ქალმა იმაზე მეტად არანორმალური გააკეთოს, ვიდრე წინა სეზონზე იყოო. მაგრამ, ახალი კოლექცია ძველს ყოველთვის გავიწყებს და ისევ იწყება ხელახალი საოცრება. არ აქვს მნიშვნელობა მოდური ხარ თუ არა, რა სტილის სამოსს ირგებ, თუ გაქვს მოდური სამოსის შეძენის საშუალება – ვესტვუდის კოლექციები და ტენდენციები ჩაცმის ყველა მოყვარულის გემოვნებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ფანტასტიკური ვივიენ ვესტვუდი მოდის სამყაროში პანკური სტილით მოვიდა. დაამკვიდრა თავისუფლება სამოსში, რომელიც იმ დროისთვის თვითგამოხატვის ყველაზე ალტერნატიულ ფორმად იქცა. ჟოლოსფერი თმა, თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლები, გრანდიოზული პლატფორმები, შეუსაბამო ფერები – ამ ყველაფრით ვესტვუდმა მოდაში რევოლუცია მოახდინა, რაც ამ სეზონზე უკვე ტენდენციად და კლასიკურ ჩაცმულობად იქცა. ამას წითური ბრიტანელი ოცდაათი წლის წინ აკეთებდა. 

 დღესაც კი, სამოცდაათი წლის ვივიენ ვესტვუდი არ ერიდება ექსტრავაგანტური და თამამი ნაბიჯების გადადგმას. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს მოდას. მან „ბრიტანული”, „ლონდონური” სტილი მთელ მსოფლიოს „აატაცებინა” და შეაყვარა. ბოლო პერიოდში ვესტვუდმა მოახერხა, არც მეტი არც ნაკლები, პარიზის მოდის კვირეულზე წარმოედგინა თავისი კოლექცია. ალბათ, მხოლოდ ვივიენს შეეძლო ამის გაკეთება და ბრიტანელების არცთუ ისე მოყვარულ პარიზელებში საოცარი აღფრთოვანება დაიმსახურა. 

ახალი კოლექცია, რა თქმა უნდა, დასათაურებული და თემატური იყო – ვესტვუდი კვლავ დედამიწის გარშემო ტრიალებს. მან კოლექცია მთლიანად დედამიწას მიუძღვნა. მას არ აღელვებს თანამედროვე ტენდენციები, გავლენები, მოდური ფერები თუ ქსოვილები. ჩვენებაზე საკუთარ კომპოზიციებს უკრავდა 16 წლის პიანისტი, კაილი ნაშ-ბეიკერი. მისი გამოსვლა ეძღვნებოდა ვესტვუდის მიერ დაწყებულ კამპანიას – „მსოფლიო საოჯახო ხე”. ამ სეზონის მთავარი თემა, უფრო სწორად, სურვილი იყო, შეუნარჩუნოს პლანეტას ისტორიული კორსეტი. კორსეტი ყოველთვის იყო მადამ ვივის საყვარელი სამოსი, რომლის  საოცარი ინტერპრეტაციებიც შემოგვთავაზა მან 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში. 

ანა სარალიძე ვესტვუდი ყველაზე მეტად დედამიწის პრობლემებს

 

скачать dle 11.3