კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიგე მისი გული

 

 

 

მამაკაცებს უყვართ, როცა უსმენენ, მაგრამ, არ უყვართ, როცა ეკამათებიან. ვერც იმით მოიწონებენ თავს, რომ ჩვენი მოსმენა შეუძლიათ. არასდროს შეაწყვეტინოთ საუბარი საყვარელ მამაკაცს, თუკი არ გინდათ, რომ გააბრაზოთ და თქვენზე აზრი შეაცვლევინოთ. „გეყოფა, კიდევ რამდენჯერ უნდა მოყვე ეს სისულელე?!“ – ამის თქმა და თქვენი სრული კრახი ერთი იქნება. ამას გაცილებით ჯობია, მხარზე დაადოთ ხელი და ისე მიეხუტოთ, დაავიწყდეს, რას ყვებოდა. შეგიძლიათ, გაამხიარულოთ, ემოციები გაუმძაფროთ და მისთვის შეუცვლელ აუდიტორიად იქცეთ. მაგალითად, უთხარით: „ყოველთვის მაოცებს შენი მიხვედრილობა“, „ყოველთვის იცი, როგორ გამოხვიდე სიტუაციიდან“, „შესანიშნავი იუმორის გრძნობა გაქვს. ძველ ამბავსაც კი ახლებურად და საინტერესოდ ყვები“... – ერთი სიტყვით, ქალს არ უჭირს მამაკაცის გულის მოგება, თუ ეს მას მართლა უნდა. რაც მეტ თბილ და ალერსიან სიტყვას ეტყვით მამაკაცს, მით ორმაგ „დივიდენდებს“ მიიღებთ. ურთიერთობაც თავისით დალაგდება და აეწყობა. კაპრიზები, კაცზე ზეწოლის მცდელობა, იძულება ან მუქარა, ასევე, ღია მანიპულაციები, მხოლოდ უკუშედეგებს იძლევა. სამაგიეროდ, ტკბილი სიტყვით ყველაფერს გააკეთებინებთ, თანაც, ოჯახში მშვიდობას შეინარჩუნებთ.

იდეალური ვარიანტია, როცა მამაკაცს ესმის, რომ მისი ლიდერობით არ უნდა შეიზღუდოს და დაკნინდეს ქალის უფლებები. პირიქით, კაცი იმიტომაც არის ძლიერი, რომ თავისი სიძლიერის ფონზე გამოკვეთოს ქალის სინაზე. ასევე, აუცილებელია იმ პლუსების დანახვა, რომლებიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს აქვთ ძლიერ სქესთან შედარებით. თუ მამაკაცი თავის როლს – იყოს ყველაფერში პირველი – ზედმეტად სერიოზულად უყურებს, პრობლემები ოჯახში გარდაუვალია. სიტყვამ – „მე“ არ უნდა ჩაანაცვლოს სიტყვა – „ჩვენ“ და ეს თქვენ უნდა უზრუნველყოთ ერთადერთი, საიმედო იარაღით, რომელსაც ჰქვია: „მოიგე მისი გული!..“

 

იგნორირებულები...

 

ქალები მამაკაცებზე გაცილებით სოციალური არსებები არიან, თუმცა, მამაკაცები ამას არ აღიარებენ და ეს გასაგებია. რომ აღიარონ, თავი იგნორირებულებად უნდა იგრძნონ და, ახლავე მოგახსენებთ, რატომაც: ორი ქალი სერიოზული ძალაა, თუნდაც ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, უცბად გამონახავენ საერთო ენას, რასაც ვერ იტყვი მამაკაცებზე – მათ საკმაოდ ეუხერხულებათ გადალახონ ბარიერი და გაალღონ „უცხოობის“ ყინული.

ქალისთვის მისი არმოსმენა და იგნორირება სერიოზული სასჯელია. ამიტომაც უგებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს კარგად – ორივე მოყვება თავისას და ორივე კმაყოფილი იქნება.

ქალების სოციალურობა დიდწილად მიმდინარეობს მათი დამოკიდებულებიდან გარშემო მყოფების აზრზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ფაქტორიც. ის ფენომენი, რაც ქალებს მამაკაცებისგან გამოარჩევს, არის გამძაფრებული ინტუიცია. თანაც, ქალი ბუნებით აღმზრდელია – შემთხვევით ხომ არ არის, რომ პედაგოგებს შორის უმრავლესობა სუსტი სქესის წარმომადგენელია. ქალი დედაა, მან უნდა გაზარდოს და აღზარდოს შთამომავლობა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ საზოგადოებრივი აზრი ძირითადად „მდედრობითი სქესის“ გახლავთ. გარდა ამისა, ყველა მამაკაცი დედის, ანუ, ქალის გაზრდილია. ხოლო, ის კაცი, ვინც ამას არ „აღიარებს“ და საკუთარ აღზრდაში ვერ ხედავს  ქალის დამსახურებებს, ის განწირულია იგნორირებისთვის. ასე რომ, ფრთხილად...

 

რთულია, მაგრამ...

 

არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ოჯახში მაინც არ უნდოდეს ლიდერობა. ურთულესია სიტუაცია, როცა მამაკაცი მბრძანებლობს და ოჯახში ბატონობის მომხრეა, ქალი კი კატეგორიულად, მძაფრად ეწინააღმდეგება ამას. წარმოიდგინეთ ურთიერთობა, როცა ქმარი საკუთარ თავს ოჯახის ერთპიროვნულ მბრძანებლად და მმართველად მიიჩნევს; არ მიდის არანაირ კომპრომისზე და გადაწყვეტილებებს მეუღლესთან შეუთანხმებლად იღებს. როგორია ასეთ დროს ცოლის მდგომარეობა – განიცდის თუ არა ის დისკომფორტს? რა თქმა უნდა, მით უმეტეს, თუ ქალი ჩამოყალიბებული პიროვნებაა, აზროვნებს დამოუკიდებლად და მიაჩნია, რომ ოჯახს ცოლ-ქმარი ერთად უნდა განაგებდეს. თუმცა, თუ ქალი ჭკვიანია, ის ფორმალურად აღიარებს კაცის ლიდერობას და მოგებულიც რჩება.

მამაკაცის დომინანტობის მიღებით, ზრდით  მის პასუხისმგებლობას და საგმირო საქმეების ჩადენისკენ უბიძგებთ. ისევე, როგორც ქალი მიილტვის ფიზიკური სილამაზისკენ მარტო იმ მიზეზით, რომ ქალია, მამაკაცსაც სურს, იყოს მბრძანებელი მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია. აუცილებელია, ქალმა დაინახოს და დააფასოს თავისი პარტნიორის ძლიერი მხარეები. ძნელია, მაგრამ, აუცილებლად მოგებული დარჩებით, თუ პირველობას ქმარს დაუთმობთ, თუნდაც – ფორმალურად. მამაკაცს მხოლოდ ეს ფორმალური აღიარება სჭირდება, უფრო მეტად ის აღარ „ჩაუღრმავდება“ და თქვენ შეძლებთ, ისეთი  გადაწყვეტილება მიაღებინოთ, როგორიც თავად გსურთ. ამისთვის კი ჭკუა და სულ ცოტა ტაქტიკაა საჭირო – შესაფერის მომენტში კომპრომისზე წასვლის ტაქტიკა!

 

მოინდომე, გამოგივა

 

ძალიან ხშირად, წარუმატებლობის მიზეზი ყოველივე სიახლის შიშია. თუ ყველაფერი ახალი გაშინებთ, წინსვლის იმედიც ნუ გექნებათ. გველი ტყავს მაშინ იცვლის, როცა ძველ ტყავში თავს კომფორტულად აღარ გრძნობს – მას ეს კარგად გამოსდის. მაგრამ, ადამიანის შემთხვევაში, სირთულეებს ვაწყდებით. შეცვალო – ნამდვილად არ არის ადვილი. იდეალი, ბუნებრივია, მაშინვე არ მიიღწევა, უფრო – პირიქით, შეიძლება, რამდენიმე სერიოზული შეცდომაც დაუშვა. რა თქმა უნდა, წლობით გამჯდარ და გათავისებულ სტილს ხელის ერთი აქნევით ვერ მოიშორებთ. თავადვე მოგეჩვენებათ უჩვეულოდ და უხერხულობასაც იგრძნობთ.

მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ. წინააღმდეგობები და პრობლემები ნორმალური მოვლენაა. ნურასოდეს დაუსახავთ საკუთარ თავს ამოცანად: „დავიწყო ახალი ცხოვრება ორშაბათიდან“. მალე მიხვდებით, რომ ეს სასაცილო, ბავშვურ თამაშს დაემსგავსება. რადიკალიზმი საჭირო არ არის. პეპელასაც კი გარკვეული დრო სჭირდება, მატლიდან რომ ამობრწყინდეს. კონკია ხომ არ ხართ, ფერია-ნათლიამ ჯოხი შეგახოთ და პრინცესად გადაგაქციოთ. ასე რომ, ოცნებებსა და ილუზიებს მოეშვით. ამას ჯობია, იმოქმედოთ, საღად შეაფასოთ საკუთარი მდგომარეობა და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიოთ წინ. მერე დაფიქრდით, რას მიაღწიეთ, გააქტიურდით და იმოქმედეთ. თუ „ნაცრისფერი თაგუნია“ ხართ, უცბად ნამდვილად ვერ გაიბრწყინებთ. შეაქეთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ უკვე მიხვდით, რაშია თქვენი სისუსტე, რა უნდა გამოასწოროთ და როგორ აღმოფხვრათ შეცდომები, ცხადია არ უნდა გქონდეთ უამრავი „ხვალ“. ხვალ ახალი დღე დადგება და ახალი საქმე გამოჩნდება. მოინდომეთ და გამოგივათ – აუცილებლად მიაღწევთ მიზანს, თუნდაც ნაბიჯ-ნაბიჯ...

 

скачать dle 11.3