კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ატაროს ფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანმა ოქროს სამკაულები და რატომ არის სახიფათო გასათხოვარი გოგონასთვის საგვარეულო ძვირფასეულობის ტარება

 

ადამიანი სასოწარკვეთილებაში რომ ვარდება და გამოსავალს ვერ პოულობს, მხოლოდ მაშინ მიმართავს უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიისგან დამცავ საშუალებებს. ბევრს არ სჯერა თილისმების სასწაულმოქმედი ძალის. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასწაულები მართლაც ხდება და ამის არაერთი ფაქტი არსებობს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნათელა ამბობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცხოვრებაში  თავადვე შეიტანოს სასიკეთო ძვრები და ცვლილებები. ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. ბევრს ცვლილებების ეშინია კიდეც, მაგრამ, თუ ის თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება, ალბათ, დამეთანხმებით, ცდა მაინც ღირს.

ნათელა: დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს გარისკოთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. აქ შიში და იმის ფიქრი – ვაითუ რაღაც არ გამოვიდესო, ზედმეტია. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ ცხოვრებაში. დამეთანხმებით, ბევრს აწუხებს ჩვენს გარშემო პრობლემები როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ვერ აწყობს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა თუ საყვარელ ადამიანთან. სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს ყველაფერი, საშველს და ხსნას კი ვერსად პოულობენ. მართალია, ეს ცხოვრება იოლი არავისთვისაა და პრობლემა თუ ბარიერი ნებისმიერს ხვდება წინ, მაგრამ, მთავარია, არ მოეშვათ, იბრძოლოთ და ამით საკუთარ წინსვლას,  წარმატებას შეუწყოთ ხელი. 

– სათქმელად კი ადვილია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში – ცოტა რთული გადასალახი. არ მეთანხმებით?

– გეთანხმებით, მაგრამ გეტყვით, რომ მსგავსი საშინელებები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. წლების წინ, სიყვარულით შექმნილი ოჯახი დამენგრა. რომ იტყვიან, ღალატის მსხვერპლი გავხდი, თითქოს სამყარო ჩამომენგრა თავზე. არც სამსახური მქონდა. დეპრესიაში ჩავვარდი, თავის მოკვლაც კი ვცადე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნებოდა და თავს შემოვუძახე. რომ ამბობენ, რასაც თავს თვითონ დაუშავებ, იმას სხვა ვერ გიზამსო, ეს სრული სიმართლეა. ამიტომ, საკუთარ ბედ-იღბალს თავადვე უნდა დაეხმარო, რომ უკეთესობისკენ წარმართო და ბედნიერება მოიპოვო. ცხოვრებაში უამრავი გამოცდა გველის და თითოეულ წარუმატებლობაზე თუ თავის მოკვლა გადავწყვიტეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ასე არაფერი გამოვა, ბედნიერებისთვის ბრძოლა კი, ნამდვილად ღირს. არც ისაა მართალი, როცა სასოწარკვეთილებაში ვარდები და მხოლოდ მაშინ გახსენდება დამანგრეველი ენერგიის განეიტრალების შესახებ. თილისმის ტარება ყველასთვის საჭიროა. ასე უფრო დაცულიც ხარ, ჯანმრთელიც და შესაძლო უარყოფითი მოვლენებისგან დაზღვეულიც. ასე რომ, თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა გამოსავალს ვერ პოულობთ, არამედ მაშინაც, როცა წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ. ის ბედნიერების უტყუარი მცველია. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ არსებობს ლითონები, რომლისგან დამზადებულ თილისმასაც სამკურნალო და დამცავი ძალა გააჩნია. 

– რომელი ლითონია ამ მხრივ განსაკუთრებული?

– ბევრი კიდეც ატარებს ლითონის სამკაულებს თილისმის სახით, მაგრამ, მოდით, გადავხედოთ ისტორიას. ძველად, თითქმის ყველა ოჯახში მიირთმევდნენ საკვებს ლითონის ჭურჭლიდან, ხმარობდნენ ვერცხლისა და ოქროს დანა-ჩანგალს. ეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სტუმარსაც იგივე ჭურჭლითა თუ ლანგარ-დანა-ჩანგლით უმასპინძლდებოდნენ. ეს დიდი პატივი იყო. ლითონისგან დამზადებული სამკაულები და ჭურჭელი უარყოფითი ენერგიისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა და მას უნიკალური თვისებებიც გააჩნია. სხვათა შორის, ეს თვისება უბრალო რკინასაც აქვს.

– გამიგია, რომ ამა თუ იმ ლითონის სამკაული ყველა ადამიანზე ერთნაირ ეფექტს ვერ ახდენს. როგორ უნდა შევარჩიოთ, რომ ჩვენთვის დამცავი გახდეს?

– მართალია, ვერცხლი, ოქრო თუ უბრალო რკინა ყველასთვის ერთნაირად დამცავი და დადებითი ეფექტის მომტანი ვერ იქნება ცხოვრებაში. მაგალითად, რბილი ხასიათის, გაუბედავმა, მორიდებულმა და თავმდაბალმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს უბრალო რკინისგან დამზადებული სამკაულები, რათა კარიერასა და პირად ცხოვრებაში წინ წაიწიოს და ადვილად დაძლიოს წინაღობები თუ ბარიერები. ფეთქებად და უნებისყოფო ადამიანის ოქროს სამკაული ეკრძალება, რადგან ეს მას კიდევ უფრო აღაგზნებს და ააფორიაქებს. უმჯობესია, მათ ვერცხლის სამკაულები ატარონ, რაც ენერგიის კონცენტრაციაში შეუწყობთ ხელს. საგვარეულო, ძვირფასი სამკაულების ტარება კი ყოველდღიურად არ ღირს. ჯობია, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ, დანარჩენი დღეებში კი სახლში იდოს, რომ მათი მძლავრი ენერგეტიკა და პოტენციალი, საცხოვრებელში დაგროვდეს. ასეთი ნივთები, არც უარყოფით ენერგიას შემოუშვებს სახლში და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, ეს ნივთები აუცილებლად თქვენს წინაპარს უნდა ეკუთვნოდეს და არა – შეძენილი იყოს. 

– ის მხოლოდ გათხოვილმა ქალმა უნდა ატაროს თუ ოჯახის ნებისმიერმა წევრმა?

– თუ საგვარეულო, ძვირფას სამკაულს ატარებს გასათხოვარი გოგონა, დიდი შანსია, პირად ცხოვრებაში უბედური იყოს და ცხოვრების თანამგზავრი ვერ იპოვოს. გათხოვილმა, კი როგორც გითხარით, მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. ასეთი ნივთის ტარებისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვირის დღეებს. მაგალითად, არ უნდა გაიკეთოთ საგვარეულო ძვირფასეულობა ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. დანარჩენ დღეებში მისი ტარება გამართლებულია. კარგია, თუ რაიმე ლითონისგან თქვენს სახელზე გაიკეთებთ სამკაულს და მას ატარებთ ყოველდღიურად. ეს ყველაზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ბედსა თუ კარიერაზე, წარმატებები და იღბალი მოაქვს.  იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია ჯადოს ენერგიაც კი გაანეიტრალოს. ოღონდ, ასეთი თილისმა-სამკაული დროდადრო მარილში უნდა ჩადოთ და ასე გაწმინდოთ უარყოფითი ენერგიებისგან, რომელსაც ყოველდღიურად იღებს. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დამცავი თილისმა ვერცხლისგან დამზადებული სამკაულია. ის ადვილად გაგარკვევთ სიტუაციებში, გამოიცნობთ თქვენ გარშემო ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მტერი; აგარიდებთ არასასურველ კონტაქტებს. ასეთი თილისმა ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც კარგია. ადრე, თუ დაკვირვებიხართ, თითქმის ყველა ატარებდა ვერცხლის აქსესუარებს. მაგალითად, კაცები ქამარ-ხანჯალს, ქალები კი – საყურეებსა და გულსაკიდებს. ის, ადამიანს სურვილების ახდენაშიც ეხმარება და ბედ-იღბლის მოპოვებაშიც. ასე რომ, დამცავი თილისმა თუ გნებავთ, მაშინ ის თქვენს სახელზე ვერცხლისგან გააკეთებინეთ  ოქრომჭედელს და ყოველდღიურად ატარეთ. ასეთი თილისმა, ავითარებს ზებუნებრივ ძალებს ანუ, გაგიძლიერებთ ინტუიციასა და წინასწარმეტყველურ ნიჭს. თუ ოჯახში კონფლიქტი ხშირად გაქვთ მეუღლესთან, მაშინ შეიძინეთ ლითონის შანდალი და ხშირად დაანთეთ იისფერი და თეთრი სანთლები. ეს განამტკიცებს იმ ენერგიებს, რომლებიც ოჯახური თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და აგარიდებთ უარყოფითი ძალების ზეგავლენას მეუღლესთან ურთიერთობაში. ასევე, დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების იოლად გადაწყვეტაში. მარტივი მეთოდია და დამერწმუნეთ, საკმაოდ ძლიერად ჭრის. 

 

 

скачать dle 11.3