კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ბავშვებში ნევროზული შიშების ჩამოყალიბებას

 

 

ნევროზი ბავშვებს გაცილებით ხშირად აწუხებთ, ვიდრე დიდებს. ჯანმრთელი ბავშვების შიშს ყოველთვის რეალური საფუძველი აქვს. წლამდე პატარა მაღალი ბგერებისა და დიდი საგნის მიახლოებაზე შფოთავს. ჩვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, როცა დედა ნერვიულობს, ბრაზობს ან რამეს განიცდის – ამ დროს პატარაც აგზნებულია. დაახლოებით 3 წლამდე ბავშვს ექიმისა და ზღაპრების ბოროტი გმირების ეშინია, 7 წლის ბავშვი კი უკვე საკუთარი სიკვდილისა და ახლობლების დაკარგვის შესაძლებლობას აცნობიერებს. სკოლის ასაკში შიშები მათ ახალ სოციალურ როლთან არის დაკავშირებული. ისინი ნერვიულობენ, რომ, შესაძლოა, ვერ გაამართლონ მშობლებისა და მასწავლებლების იმედები.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შიში ნორმალურია და თითქმის ყველა ბავშვისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა, უფროსებისგან ტაქტიკურ მიდგომას საჭიროებს. თუ პატარას სიბნელეში მარტო დატოვებთ, მას შეეშინდება და ვერ დაიძინებს. არ შეიძლება მისი ოთახში ჩაკეტვა დასჯის მიზნით. ამ დროს მას უფრო უმძაფრდება სიბნელისა და მარტო ყოფნის შიში, რასაც ემატება მშობლის განრისხების შიშიც და ეს უკვე ნევროზის დასაწყისია.

რაც არ უნდა უსაფუძვლო მოგეჩვენოთ თქვენი შვილის შიში, არ დასცინოთ მას. პირიქით, აგრძნობინეთ, რომ მის განცდაში არაფერია არანორმალური და რომ მის ასაკში თქვენც გეშინოდათ. მშობლის მხრიდან უტაქტო მიდგომის შემთხვევაში, ბავშვი საკუთარ თავში იკეტება და განცდის მიზეზიც აქვს. თუ ამ განცდის მიზეზის გამოსავალს ვერ იპოვის, მას ფობია უყალიბდება, ფობია კი თავს მოხვეული შიშია. არსებობს კლაუსტროფობია, ანუ, დახურული სივრცის შიში; ასევე, სოციოფობია – ურთიერთობების შიში; ნოზოფობია დაავადების შიში და ასე შემდეგ. შედეგად, ბავშვი საკუთარი თავისადმი რწმენას კარგავს, ჩაკეტილი ხდება და აგრესიას გამოხატავს.

ბავშვებში ნევროზული შიშების განვითარება, შეიძლება, მემკვიდრეობით ფაქტორს, ანუ, გენეტიკას უკავშირდებოდეს. პატარას ჯანმრთელობისთვის საჭიროა არა მხოლოდ მშობლის სწორი დამოკიდებულება მისადმი, არამედ, ურთიერთობების კონტროლი. ნევროზული შიში, როგორც წესი, ვეგეტაციური წესის მოშლილობით, ანუ, გახშირებული გულისცემით, სიცხით, შემცივნებით, უძილობით, მადის დაკარგვით გამოირჩევა. ამიტომ, ამ სიმპტომების პირველი გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება პატარას, მიიღეთ ექიმისგან კონსულტაცია და ფსიქოლოგისგან რეკომენდაციები და ზედმიწევნით შეასრულეთ.

 

ჰიპერტონიული და ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანმა აუცილებლად უნდა ჭამოს ფორთოხალი

ფორთოხალი სამკურნალო ხილია. ის მდიდარია A, B და C ვიტამინებით, წმენდს სისხლს, არეგულირებს ორგანიზმის წონას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალებით და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ფორთოხლის ჭამა ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მასში ბევრია კალიუმი. ასევე, კარგია მისი მიღება ჰიპერტონიული, ღვიძლის დაავადებებისა და პოდაგრის გართულების დროს.

სასარგებლოა მისი ახალგამოწურული წვენიც. ყოველდღე დალიეთ 1 ჭიქა წვენი ან ჭამეთ 3 ცალი ფორთოხალი.

ხალხურ მედიცინაში ცნობილია რეცეპტი, რომლის მიხედვით დამზადებული წამლითაც შაკიკს მკურნალობდნენ: ქერქიანი ფორთოხალი, პირშუშხა და ბექონდარა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ 5 სადილის კოვზი კონიაკი და კარგად აურიეთ. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.

 

ორგანიზმი განტვირთვას სამ თვეში ერთხელ ითხოვს

გირჩევთ, სამ თვეში ერთხელ ორგანიზმს განტვირთვის კვირა მოუწყოთ და ამით დაიცვათ თავი მრავალი ავადმყოფობისგან, რათა იყოთ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი.

ხანდახან უარი თქვით ხორცის ჭამაზე, რადგან, დაკვლის პროცესში ცხოველის ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ადრენალინი და უარყოფითი ემოციები, რაც ადამიანის ორგანიზმს ამ ხორცის მიღებით გადაეცემა. უმჯობესია, ხშირად მიიღოთ უმი საკვები, მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, უმი კარტოფილიც კი, რადგან ეს პროდუქტები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და არჩენს წყლულს. კერძოდ, უზმოზე ნახევარი ჭიქა უმი კარტოფილის წვენის მიღებისას სამი კვირის შემდეგ ნებისმიერი წყლული იკურნება.

ჯანმრთელად და მხნედ რომ იყოთ, ყოველდღე მიირთვით სამი კბილი ნიორი და ერთი  პატარა თავი ხახვი უმად. თუ ეს ბოსტნეული გწყენთ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა გაქვთ.

სისხლძარღვების საუკეთესო გამწმენდია მწვანე ჩაი და ლიმონი. ასე რომ, ხშირად სვით მწვანე ჩაი ლიმონით და გაიწმინდეთ სისხლძარღვები.

 

ჰერპესის დროს სვით ანტივირუსული ბალახეული ჩაი

იმუნიტეტის დაქვეითების პირველი ნიშანია ჰერპესი, რომელიც გამოდის ტუჩზე, კანზე და ლორწოვან ადგილებში. ამ დროს იგრძნობთ ტუჩის წვასა და დისკომფორტს, რაც წინ უძღვის ჰერპესულ ბუშტუკს. წაისვით ათპროცენტიანი დინდგელის ნაყენი. დილა-საღამოს შეიზილეთ გვირილის კრემი ან გულყვითელას მალამო.

ასევე, ტუჩზე გამონაყარს შველის კბილის პასტა, რომელიც აშრობს ბუშტუკებს და მალევე აშუშებს. აგრეთვე, დღის განმავლობაში დალიეთ სამი ჩაის ჭიქა ანტივირუსული ბალახეული ჩაი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:

* აურიეთ ერთმანეთში ერთი წილი ღვიის ნაყოფი და სამი წილი ბარამბოს ფოთლები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და დადგით ოთახში ნახევარი საათით. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ცხელი.

* 1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი და ყლუპ-ყლუპით დალიეთ.

ჰერპესის დროს, ასევე, კარგია, შეისუნთქოთ ლიმონის, ფიჭვის, პიტნისა და გვირილის სურნელი ან გაიკეთოთ ინჰალაცია.

 

რომელ დაავადებას ახასიათებს კისრის ლიმფური კვანძების გადიდება

მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურის მომატება, პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სახის შეშუპება. ის, თითქოს ჩვეულებრივ პათოლოგიას ჰგავს. კერძოდ, ერთი შეხედვით, ის საოცრად ჰგავს ციტომეგალოვირუსულ, ადენოვირუსულ ინფექციებს, ჰეპატიტს, წითურას, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება მათგან.

დაავადების გამომწვევია ჰერპეს ვირუსთა ერთ-ერთი ვირუსი. ინფექციის წყაროა ყველა მონონუკლეოზით დაავადებული ადამიანი და ასევე, ადამიანი, რომელიც ვირუსის მატარებელია. დაავადება გადაეცემა კონტაქტური გზით, დაინფიცირებული საკვებითა და წყლით, სათამაშოებით, ვირუსით დაბინძურებული საგნების გამოყენებით და სხვა. ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მდგრად იმუნიტეტს, ანუ დაავადება აღარ მეორდება.

მისი ინკუბაციის პერიოდი ხუთი დღიდან ორმოცდაათ დღემდე გრძელდება. დაავადება მწვავედ იწყება. ავადმყოფს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, ყლაპვის დროს ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. ასევე, დაავადებიდან დაახლოებით მეოთხე დღეს, კვანძები დიდდება იღლიის ქვეშ, იდაყვის, საზარდულის არეში და სხვა მიდამოებში. 

ინფექციური მონონუკლეოზის დროს ავადმყოფს აღენიშნება პირ-ხახის დაზიანება ტონზილოფარინგიტის სახით. ანთებითი ცვლილებები ვითარდება ნუშურა ჯირკვლებზე ანუ გლანდებზე და ზოგჯერ ძლიერი ანთებითი ცვლილებების გამო, ისინი მკვეთრად დიდდება და სუნთქვა ძნელდება. ამ დროს, ხახის უკანა ნაწილი წითელი და ნადებიანია. ასევე, ინფექციური მონონუკლეოზით დაავადებულ ადამიანს გადიდებული აქვს ელენთა და ღვიძლი. ღვიძლის დაზიანების გამო, შესაძლებელია, სიყვითლეც განვითარდეს. ავადმყოფს შეშუპებული აქვს ქუთუთოები, ტანზე უჩნდება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ინფექციური მონონუკლეოზი საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე. პათოლოგია იშვიათად რთულდება, რასაც თან სდევს ელენთის გასკდომა, ზემო სასუნთქი გზების შევიწროება, მენინგიტი, ენცეფალიტი. ამის გამო აუცილებელია, დროულად მკურნალობის კურსის დაწყება, რათა სავალალო შედეგამდე არ მივიდეს ადამიანი.

 

საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია ვერაგი დაავადებაა

საკმაოდ მოიმატა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადებამ. საშვილოსნოს პათოლოგიებში განსაკუთრებით აქტუალურია საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია. თუმცა, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, ეს დღემდე სადავოა. ლეიკოპლაგია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა. მისი განვითარებისთვის ბევრი წინაპირობა არსებობს, კერძოდ, იმუნური სისტემის დარღვევა, ჰორმონული, ტრავმული დაზიანება, საშვილოსნოს ყელის მშობიარობის და აბორტების დროს არასწორი და არაადეკვატური მკურნალობა, ჩარევა და ასე შემდეგ. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია ხშირად ავთვისებიან კიბოდ გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ არის საჭირო საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების სიხშირეს. ამ დაავადების ეტიოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ფაქტორები: ენდროგენური, ანუ ჰორმონული ჰომოსტაზის დარღვევა და იმუნური სტატუსის შეცვლა. ასევე, ეგზოგენური ანუ ინფექციური, ქიმიური და ტრავმული. აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები მენსტრუალური ციკლის დარღვევებით, ისინი, ვისაც გადატანილი აქვთ სასქესო ორგანოების ანთებითი და საშვილოსნოს ყელის ეროზიები.

ლეიკოპლაგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აუცილებელია კლინიკური, კოლპოსკოპური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევის ჩატარება, რათა დაავადება სრულად გამოირიცხოს. იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოპლაგიას თან ახლავს გენიტალიების სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი, საჭიროა ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო ანტივირუსული და ანტიინფექციური მკურნალობის კურსი. ასევე, აუცილებელია, ყველა ქალმა კოლპოსკოპიური გასინჯვა წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს. ეს საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოთ არა მხოლოდ კიბოს დაწყებითი სტადია, არამედ ფონური პროცესები, სიმსივნის წინა და სიმსივნური დაავადება, რათა დროულად შეძლოთ საშვილოსნოს ყელის მკურნალობის ყველა ეფექტური მეთოდის შერჩევა კვალიფიციურ ექიმთან. ეს ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების განვითარების რისკს და საფრთხესაც თავიდან აიცილებთ.

 

скачать dle 11.3