კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: წნევა მაქვს 125/80, არ ვიცი, ნორმალურია ეს ჩემთვის თუ არა, მაგრამ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ: მტკივა თავი, კიდურები მიბუჟდება, პერიოდულად ცუდად ვხედავ. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

პასუხი: არტერიული წნევა 120/80 ითვლება ნორმად, მაგრამ, თქვენი სიმპტომები, შეიძლება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევების ნიშანი იყოს. ამიტომ, გირჩევთ, მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც დაადგენს ამ სიმპტომების გამომწვევ მიზეზს.

კითხვა: ვარ 23 წლის. ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან მქონდა თავის ტკივილები, მაგრამ, ბოლო ორი თვეა, აღარაფერი არ მშველის. მაქვს ძლიერი ტკივილები, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გული წამივა, თავში მაქვს შუილი, წნევა ნორმალურია. ამ ორი თვის განმავლობაში საგრძნობლად მოვიმატე წონაში (6-7კილოგრამი), მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივად ვიკვებები.                                                                                                                                                                                                                                  

პასუხი: გირჩევთ, გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვალი (ულტრაბგერითი და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა), რადგან, მსგავსი სიმპტომები ჰიპოთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) ახასიათებს.

კითხვა: ვარ 37 წლის ქალი. ხშირად მაქვს თავბრუხვევა, რომელიც თავის მობრუნებისას ძლიერდება, მიჩნდება თავში პულსაციის შეგრძნება და მკვეთრად ძლიერი სისუსტე, მთელი სხეული მიკანკალებს. რა უნდა იყოს ეს?

პასუხი: ჩამოთვლილი სიმპტომები გვხვდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, ანემიების, გულის დაავადებების დროს და სხვა. მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ თერაპევტს, რომელიც შესაბამის გამოკვლევებს დანიშნავს და ვიწრო სპეციალისტთან მოგცემთ მიმართვას.

კითხვა: ვარ 21 წლის. 4 დღეა, ჭამის დროს პირში სიმწარე მაქვს. აქამდე კუჭ-ნაწლავის დაავადებებს არ შევუწუხებივარ. თერაპევტმა მითხრა, რომ ეს შეგრძნებები, შესაძლოა, ჰორმონული პრეპარატების მიღებასთან იყოს დაკავშირებული (კონტრაცეპტივებს ვიღებ). კიდევ  რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს პირში სიმწარე? 

პასუხი: პირში სიმწარის მიზეზი ბევრია: აკლიმატიზაცია, ჰორმონული პრეპარატების მიღება, ნაღვლის ბუშტის დაავადებები და ჰეპატიტებიც კი. ზუსტი მიზეზის დასადგენად საჭიროა გამოკვლევა.

კითხვა: ვარ 21 წლის. 3 წლის წინ პანკრეონეკროზი მქონდა. ახლა სპორტით ვარ დაკავებული და მინდა კუნთოვანი მასის გაზრდა (ამისთვის დანამატებს მთავაზობენ). შეიძლება თუ არა ქრონიკული პანკრეატიტის დროს მათი მიღება მცირე დოზებით?  

პასუხი: თქვენი დაავადების დროს არ არის რეკომენდებული დიეტები კუნთოვანი მასის გასაზრდელად, რადგან ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტული აპარატის დიდ დატვირთვასთან არის დაკავშირებული. 

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3