კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გავძეხით“


„ღობეს ჩხირი“

თუ ცხინვალელი ჯაყოს მოსკოველ დესპანს – დიმიტრი მედოევს ვერწმუნებით, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუმართავს დე-ფაქტო რეჟიმისთვის ტირძნისიდან გატაცებული ოთხი მოზარდის გათავისუფლების ოფიციალური მოთხოვნით. თუმცა, ჩვენი ხელისუფლების მტკიცებით (რომელსაც ოკუპანტები და სეპარატისტები ბუზადაც არ აგდებენ), მთელი დასავლეთი შეშფოთებულია (მეტიც, საქართველოს პრეზიდენტს თვით ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარშიც კი უხსენებია გატაცებული ბავშვები, რაზეც ბ-ნ ბაიდენს ჩვეული დასავლური რეაქცია ჰქონია, ანუ შეშფოთებულა). მეორე მხრივ, გასულ კვირას პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობამ იერიში ევროსაბჭოზე მიიტანა (აშკარაა, „ნაცხელისუფლებასა“ და ევროსაბჭოს შორის, შავ კატებს თუ არა, იხვებს, ნაღდად, ჩაურბენიათ!). კერძოდ, ბ-ნმა მინაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი გააკრიტიკა (დაახლოებით, ისეთივე პათოსით, როგორც, მაგალითად, ბ-ნ დავითაშვილს გაჰკრავს ხოლმე კბილს) და მის რუსულ კავშირებზეც მიანიშნა. პათოსში ქვეყნის მეორე პირი ბ-ნი ბაქრაძეც აჰყვა: ბავშვების გატაცების საკითხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ტესტიაო (არადა, ბრმისთვისაც აშკარა უნდა იყოს, რომ ამ ბებერ ევროპას რუსული ტესტის წარმატებით ჩაბარება ურჩევნია „სულსა, გულსა“, ვიდრე ჩვენნაირი წყალწაღებულების „აპეკუნობა“). ხალხის რჩეულთა აღშფოთებას საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსიც გამოეხმაურა, ბუნებრივია, შეშფოთდნენ, ოღონდ ამჯერად იმის გამო, რომ თომას ჰამარბერგის კრიტიკა სკანდალურიაო. საფრანგეთის ელჩმა დაგვაიმედა, მარტო ვმუშაობთ, მაგრამ დეტალებს ვერ გაგიმხელთო. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არც ქვეყნის პირველ, მეორე თუ მესამე პირს (და სრულიად როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას) არაფერი ეტყობათ („ისეთი გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა „გავძეხი“), მეტიც, დავამატებთ, რომ პრეზიდენტმა უკრაინაში საქართველოს საელჩოს გახსნისთვის მეტი პეწის შესამატებლად ამჟამად ფავორიტი მომღერალი სოფო ნიჟარაძე იახლა და ცოცხლადვე ამღერა (არც პრეზიდენტის მილიარდიანი სასახლე, ჩვეულებისამებრ, უჩივის წვეულებათა სიმცირეს), ვითომ დასავლეთმა რატომ უნდა აიტკიოს ქართველი მოზარდების ბედით, თუნდაც, თავი?!


скачать dle 11.3