კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა იგულისხმება „მრწამსის” განსაზღვრებაში, როდესაც ვამბობთ, რომ მაცხოვარი ქალწულ მარიამისგან „განკაცნა”?

პასუხი: როდესაც ვამბობთ, რომ იესო ქრისტე „განკაცნა,” ჩვენ ამით ვაღიარებთ, რომ ძე ღვთისამ მიიღო ჭეშმარიტი, ნამდვილი ადამიანური ბუნება ყველა მისი მახასიათებლით, გარდა ცოდვისა.

კითხვა: რას ნიშნავს სიტყვა „იეღოვა” და საიდან მომდინარეობს ის?

პასუხი: ბიბლიაში გვხვდება ღვთის ბევრი სახელი, მაგალითად: „ელოჰიმ,” „საბაოთ,” „ადონაი” და სხვა. ღმერთის ერთ-ერთი სახელია სწორედ „იეღოვა,” რაც ებრაულად ნიშნავს „მყოფს”, „არსებულს”. იეღოველები, რატომღაც, უარყოფენ უფლის დანარჩენ სახელებს და მხოლოდ „იეღოვას” აღიარებენ. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით კი – იეღოველებისთვის.

კითხვა: აუცილებელია თუ არა სახლში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ უნდა შევინახოთ ის?

პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის უნდა მოათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, შეინახოთ სუფთა ადგილას და მის დასალევად უნდა გქონდეთ სპეციალურად განკუთვნილი პატარა ჭიქა. ნაკურთხი წყალი მიიღეთ დილით, უზმოზე, ლოცვის შემდეგ; ასევე, ავადმყოფობის ჟამს. ნაკურთხ წყალს უმატებენ სადილს, ასევე, ის უნდა მოასხუროთ ოთახში.

კითხვა: დიდი ხნის წინ მოვინათლე მართლმადიდებლურ ტაძარში, მაგრამ, ჩემი ნათლია ეროვნებით სომეხი იყო. სამწუხაროდ, ის გარდაცვლილია და, არ ვიცი, რომელი აღმსარებლობის იყო. ვითვლები თუ არა მონათლულად?

პასუხი: თქვენი ნათლობა აღსრულებულად ითვლება, თქვენ კი – მონათლულად. თუმცა, თუკი თქვენი ნათლია არ იყო მართლმადიდებელი, ის ნათლიად ვერ ჩაითვლება.

 

скачать dle 11.3