კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი უგუნურ მდიდარზე

 

„ერთ მდიდარ კაცს ხორბლის დიდი მოსავალი მოუვიდა და საგონებელში ჩავარდა: რა ვქნა, ადგილი აღარ მაქვს, სად წავიღო ამდენი მოსავალიო. ბოლოს ეს მოიფიქრა: მოდი, დავშლი, რაც კი ბეღლები მაქვს და უფრო დიდებს ავაშენებ, იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე დაგიგროვდა და მთელ წელს იმყოფინებ – მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. ღმერთმა კი მას უთხრა: უგუნურო, ამაღამ სულს ამოგართმევენ და ვის დარჩება შენთვის მომზადებული ეს ქონება?“

ლუკა 12,16-20

ეძიე ზეციური სიმდიდრე

ეს მდიდარი კაცი ვერცხლისმოყვარეობის სენით არის დაავადებული. ვერცხლისმოყვარეობა საზარელი ცოდვაა, ამ ცოდვაში ჩავარდნილს არასოდეს ჰყოფნის თავისი სიმდიდრე, მეტი და მეტი უნდა, ქონებას საგულდაგულოდ ინახავს, სხვისთვის ენანება და მარტო საკუთარი სიამოვნებისთვის ემეტება.

ვერცხლისმოყვარე, თურმე, მდიდარიც შეიძლება იყოს და ღარიბიც. თუკი ღარიბ კაცს სიმდიდრეზე ფიქრი არ ასვენებს, დიდი ქონების შეძენაზე ოცნებობს ან სხვისი სიმდიდრის მაცქირალს გული უბოროტდება და შურით ევსება, მაშინ ისიც ვერცხლისმოყვარეობით ყოფილა დაავადებული და თითქმის არაფრით განსხვავდება ამ მდიდარისგან.

ეს მდიდარიც ზის და ოცნებობს, თან დარწმუნებულია, რომ მთელ თავის ცხოვრებას მხიარულებაში გაატარებს. უფალი იესო შემთხვევით არ ახსენებს ამ იგავში სულს, რადგან ხორციელი, ქონებრივი სიმდიდრე კი არ არის ბედნიერების მომცემი, არამედ სულიერი სიმდიდრე.

რა არის სულიერი სიმდიდრე? ეს კაცი მოკლებულია ამ სიმდიდრეს, რადგან, დიდი მოსავლით თავბრუდახვეულს, არც მადლიერება ახსენდება ღვთისადმი, არც გაჭირვებული, არც ახლობელი და არც მეგობარი. თითქოს, არავის არაფერს უშავებს: არც ქურდია, არც მტაცებელი, არც სხვისი მჩაგვრელი. ზოგი იტყვის: რა მისი ბრალია, ყანაში რომ ამხელა მოსავალი მოუვიდა? რა ქნას? გადაყაროს?

მაგრამ ეს მდიდარი კაცი სულიერად არის მტაცებელი – გაუმაძღარია და ძუნწიც. გაუმაძღარია, რადგან მარტო საკუთარი სიამოვნებითაა შეპყრობილი, დაუსრულებლად აპირებს ჭამა-სმასა და მხიარულებას. ძუნწი კი იმიტომ არის, რომ სხვა არავინ ახსენდება, მხოლოდ საკუთარ თავს ჰპირდება სიამოვნებას.

კიდევ ერთი უგუნურება სჭირს ამ მდიდარ კაცს. ჰგონია, რომ სიმდიდრე, ქონება და დიდი მოსავალი სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს: „მრავალ წელს ვიმყოფინებო“, – დარწმუნებულიც კია, რომ ასე იქნება.

განა მართლაც უგუნურება არ არის, როცა ფიქრობ, რომ სიმდიდრესა და ქონებას დღეგრძელობა და ბედნიერება მოაქვს?! უფალი იგავის ბოლოს შეგონებას დაურთავს: „ნუ დაიგროვებ საკუთარი თავისთვის, არამედ გამდიდრდი ღვთისთვის“.

საკუთარი თავისთვის დაგროვილი სიმდიდრე კაცს საფრთხეში აგდებს. ვერც კი გრძნობს, რომ უგუნურებაშია. ამიტომ გვაფრთხილებს უფალი, ნუ დაიგროვებთო ქონებას.

ღვთისთვის გამდიდრებული კაცი სულიერად არის მდიდარი, სულიერი სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის. ეს სიმდიდრე საფრთხეს კი არა, სანატრელ სიხარულს გვპირდება. ვინც ამ სიმდიდრის მფლობელი გამხდარა, მას შეუმოსავს რწმენა, მორჩილება და თმენა, აღვსილა სიყვარულითა და სასოებით, მადლიერია და თავმდაბალი, გულმოწყალებისა და სათნოების სამსახურშია და, ესე იგი, მსახურია ღვთისა. ამიტომაც გვთხოვს უფალი – ღვთისთვის გამდიდრდითო.

ჩვენმა დიდმა პოეტმა შოთა რუსთაველმა უფლის ეს შეგონება მშვენიერი აფორიზმით გამოთქვა:

„რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია“.

 

скачать dle 11.3