კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

წმიდა სილუანი: სულიწმიდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი; ასევე, სულიწმიდას ველოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნავს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმიდა მორჩილებით ლოცვაში. ვისაც უყვარს მტრები, იგი ჩქარა შეიცნობს უფალს სულიწმიდით, ხოლო, ვისაც არ უყვარს, მასზე წერაც არ მინდა, მაგრამ, მეცოდება იგი, რამეთუ თვითონაც იტანჯება და სხვასაც სტანჯავს, ვერც უფალს შეიცნობს.

პაისი მთაწმინდელი: როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს, ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩასწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღვთის მადლით და ეს მადლი შეცვლის მას, განდევნის მის ყველა მემკვიდრეობით ნაკლოვანებებსაც. მრავალმა მონანულმა ცოდვილმა მდაბლად აღასრულა კეთილზნეობრივი ღვაწლი: მიიღეს მადლი, გახდნენ წმიდანები და ახლა ჩვენ მოწიწებით ვეთაყვანებით მათ და ვითხოვთ მათ ლოცვებს. უწინ კი მათ ცოტა ვნებები როდი ჰქონდათ, მათ შორის – მემკვიდრეობითიც.

ნეტარი ავგუსტინე: რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მათში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც, საერთოდ, ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია. ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინონ ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.

გაბრიელ ეპისკოპოსი: თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო, შენი მდგომარეობა ღმრთისგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდები. გაიხსენე, რომ, როცა მდიდრებმა ღმრთისგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შემოიყვანა. შენც ეცადე, რომ სიგლახაკითა და მოთმინებით გახდე რჩეული და შეხვიდე სახლსა უფლისასა.

იოანე ოქროპირი: საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ, რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერთა შორის!

მთავარეპისკოპოსი ამბერკი: დიდი მარხვა არის სინანულის დრო, ხოლო სინანული არის გამარჯვება ცოდვილ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში, რაც ადამიანისთვის იმდენად მძიმეა, რომ თვით უფალმა – ზედამდგომელმა ის ჯვრის ტვირთვას გაუთანაბრა. ამის შესახებ ცოცხლად გვახსენებს დიდი მარხვის შუაში, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში. როგორც უფალმა ჩვენი ცხონებისთვის ზიდა ჯვარი, ასევე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ზიდოს „თავისი ჯვარი”, რომ უფლის მიერ ჩვენთვის შემზადებული ცხონება მოვიხვეჭოთ.

 

 

скачать dle 11.3