კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაასრულა „მოღვაწეობა”, იუდასავით სულგაყიდულმა, კვაჭიმ ლიზა-ხანუმის ოცდაათქალიან ბორდელში

სქესობრივ ურთიერთობათა სფეროში, ბოზობა ერთ-ერთი საჭირბოროტო თემათაგანია. ამ საკმაოდ საჩოთირო თემაზე მსჯელობენ ხოლმე სამართალმცოდნეებიც და სასულიერო პირებიც, სექსოლოგებიც და პედაგოგებიც... ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, პიროვნების ფსიქოლოგიის ამოსავალ, უმთავრეს ცნებაზე – მოტივაციაზე დაყრდნობითა და ქართული მწერლობის კლასიკოსთა ლიტერატურული პერსონაჟების მოშველიებით, საკუთარ მოსაზრებებს გაგვიზიარებს. 

 

გელა გარაყანიძე: სიტყვებს – „ბოზი”, „ბოზობა”, „ბოზური”, ბევრი სინონიმი აქვს... ამასთან, არცთუ იშვიათია ჩვენს ყოველდღიურობაში – „ბოზური სიცილი”, „ბოზური გამოხედვა”, „ბოზური ჩაცმულობა”, „ნაბოზარი”, „ბოზიშვილი ვიყო”... და არა – „როსკიპული სიცილი”, „მრუშული გამოხედვა”, „მეძავური ჩაცმულობა”, „ნაკახპარი”, „ქუჩის ქალის შვილი ვიყო”... 

სამწუხაროდ, ზოგიერთ ცნობილ ენათმეცნიერს სიტყვა – „ბოზი” თავის ლექსიკონში არც შეჰქონდა ხოლმე... თუმცა სინონიმებსაც ტენდენციურად განმარტავდა... 

– ბატონო გელა, რომელი ენათმეცნიერი გყავთ მხედველობაში და რა სახის ტენდენციურობას გულისხმობთ?

– ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში, რომლის მთავარი რედაქტორია ღვაწლმოსილი მეცნიერი არნოლდ ჩიქობავა, ვკითხულობთ: „მეძავი – ქალი, რომელიც საარსებო სახსრების საშოვნელად თავისი სხეულით ვაჭრობს – როსკიპი”. და იქვე: „მეძავობა – მეძავის საქმიანობა”. 

ამ განმარტებაში მეძავთა რიცხვიც შემცირებულია და სქესიც. რა, მარტო „საარსებო სახსრების” გამო მეძავობენ და თანაც, მარტო ქალები? კაცები ანგელოზები არიან? თუ მათ გადაცდომას და ანგარებას „გულაობა” და „ცხოვრების შნო” ჰქვია? ეკატერინე მეორე „საარსებო სახსრების” საშოვნელად იღვწოდა? პირიქით. თავის კუროებს უხვად ასაჩუქრებდა.

– რადგან ფიქრობთ, რომ „მეძავთა რიცხვი შემცირებულია”, მაშინ ისიც გვითხარით, ვინ არის გამოტოვებული?

– ენათმეცნიერის ვერსიაში მხოლოდ იმ ქალებს ვხედავ, რომელთა ტიპურ წარმომადგენლად დიდი ილიასეული თამრო მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველას ეხსომება ეს მხატვრული სახე მოთხრობიდან „გლახის ნაამბობი” – „ის თამრო აღარა ვარ. მე ახლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და დამიტირე, მე ბედშავი”... ხაზგასმით ვამბობ, თავად ილია არ უწოდებს თამროს – უნამუსოს. თვითონ თამრო არის თავისი ცხოვრების წესზე ასეთი აზრის...

ამდაგვარი ბიოგრაფიის ქალები – ისეთები, რომლებიც მართლა უკიდურესი გაჭირვებისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო დაადგნენ ამ გზას, ალბათ, მართლა შესაბრალები არიან... ბარემ იმასაც ვიტყვი, მარტო ენათმეცნიერი არა, გარკვეული ჯგუფის ადამიანებიც არსებობენ, ასევე დარწმუნებული, რომ არიან მხოლოდ ამ ტიპის ქალებს შეიძლება, ვუწოდოთ მეძავები, კახპები, როსკიპები...

გაჭირვების გარდა, დალხინებაც არსებობს. ფატმან-ხათუნი გაჭირვების გამო იცვლიდა საყვარლებს? მას სხვა სახის „გაჭირვება” ჰქონდა. მისი კრედო ასეთია: „მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი”...

– მაშასადამე, ფატმან-ხათუნი ბოზად მიგაჩნიათ?

– ერთხელ და სამუდამოდ პიროვნება არც ბოზია და არც პატიოსანი... მისი ესა თუ ის საქციელია, ბოზური, ან პატიოსნური... მართალია, ქართულ ენაში არ გვაქვს სიტყვა „პატიოსნური”, მაგრამ მის სინონიმად შეიძლება გარკვეული პირობით ჩავთვალოთ სიტყვა – „გაბოზდა”. ამ ზმნაში ჩანს ადამიანის პატიოსნური წარსული! ეს ერთი... მეორეც, მეც და თქვენი ჟურნალის მკითხველთა ფართო მასებსაც კარგად მოგვეხსენება იმ დიდი ვნებათაღელვისა და აზრთა სხვადასხვაობის შესახებ, რაც ფატმანის სახის ირგვლივ არსებობს. ვერავინ უარყოფს ფატმანის ღირსებებსაც – მის სიკეთეს, დიდსულოვნებას, ქველმოქმედებას... მაგრამ, ვინმემ დაადგინა, რომ თუ ადამიანი კეთილია, შეჭირვებულის ქომაგი, გამჭრიახი და თუნდაც ნესტანისთვის „დედის მჯობი დედა”, მაშინ მასზე პატიოსნის ინდულგენცია გაიცემა? პეტრე დიდი უდიდესი ფიგურაა რუსეთის ისტორიაში, მაგრამ დედამისს – ნატალია ნარიშკინას თავისი ქმრისთვის რომ არ ეღალატა და ქართველ უფლისწულთან არ გაეყო სარეცელი, პეტრე მოევლინებოდა ამ ქვეყანას? რადგან ნატალიას ნაშიერმა ასე რადიკალურად შეცვალა რუსეთის ისტორია, მრუშობაზე თვალი დავხუჭოთ და უპატიოსნესის სახელწოდებით მოვიხსენიოთ?

მესამეც, რადგან „ვეფხისტყაოსანი”, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბეჭდური ვერსია ზუსტად 300 წელს ითვლის, ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელია... და მკვლევრები, მხოლოდ ფატმანზე კი არა, სხვა პერსონაჟებზეც განსხვავებული თვალსაზრისის არიან... ერთი სიტყვით, ფატმანი იქით იყოს და ამჯერად ფშავის ლეგენდა ვაჟა მინდა, შევაწუხო...

– ჩემს დასმულ შეკითხვაზე, პირდაპირ პასუხს თავს არიდებთ?

– ადამიანთა ქცევის შეფასებისასაც, ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს! ჭაშნაგირის საახლობლოდან ფატმანი სხვა შეფასებას მიიღებს და ტარიელისაგან – სხვას, რადგანაც ნესტანის მიმართ ფატმანის ამაგი თვალსაჩინოა.

რაც შემეხება მე, ჩემი მიზანია თამროსგან განსხვავებული ისეთი ტიპის მოწოდება ქართული მწერლობიდან, რომელიც ბოზობის მოტივად ფულის შოვნას არ ისახავდა. ასეთად კი მივიჩნევ ვაჟასეულ კატო ზანდუკელს პოემიდან „ცოლი ანუ ჩემი თავგადასავალი”. 

ეს ნაწარმოები ნაწილს ექნება წაკითხული, ნაწილს – არა. წაიკითხონ, არ წააგებენ! აქაური კატო, სწორედაც რომ ისეთი პერსონაა, რომელსაც „სხვა ხელს უსვამდა გავაზე”, თანაც ისე, რომ „ხელის მსმელი” არც მასაჟისტი იყო და არც მატერიალურად დაზარალებულა.

მოკლედ ვიტყვი, ვისესხებ ყოფაში გავრცელებულ ფრაზას: კატო ზანდუკელი გახლავთ – „სისხლით ბოზი” ანდა „ხორცით ბოზი”.

– მაგრამ ფსიქოლოგია ხომ სულისმცოდნეობაა?

– „სულით ბოზობამდეც მივალთ”... ახლა კი, ისევ სადავო თემას მივადექი. ამჯერად უნდა შევეხო სიყვარულის ნიადაგზე გაბოზებულებს... შეიძლება, ცალმხრივ სიყვარულთანაც გვქონდეს საქმე და – ორმხრივთანაც.

გაიხსენეთ, თუნდაც ლეონიძისეული „ნატვრის ხე”, მარიტა და გედია... მარიტა ხომ თავისი სიყვარულისა და ციციკორესეული სამართლის მსხვერპლი გახდა.

– იმედია, მარიტას ბოზად არ მიიჩნევთ?

– მე, რასაკვირველია არა. თუმცა, ციციკორესი  რა მოგახსენოთ – პატიოსნებს ვირზე უკუღმა არ სვამდნენ. ფაქტია, ციციკორემ გადაამლაშა და მარიტას ცოდვა კისერზე დაიდო, მაგრამ ვერც იმას უარვყოფთ, რომ მას შემდეგ რაც მარიტა შეთეზე გათხოვდა, ბიჭი ეყოლა და ნათლიად გედია მიიყვანა... „გედია და მარიტა ცალ-ცალკე, უჩუმრად ებრძოდნენ გრძნობას და ვერ მორეოდნენ.” ასე – ციციკორე არ ფიქრობდა, ასე – გიორგი ლეონიძეს მიაჩნია. 

ახლა კი მინდა, მთავარ სათქმელზე გადავიდე. ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ყველაზე ცუდი, უხამსი საზიზღარი – „სულით ბოზობაა”.

– შეგაწყვეტინებთ... ცოცხალი კლასიკოსის, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას” გმირი, ბეჩუნი პერტია რომელ ჯგუფში გესახებათ?

– სწორედ ბეჩუნი პერტია მიმაჩნია სიყვარულის ნიადაგზე გაბოზებული ქალის ნიმუშად.  დასამახსოვრებელი ეპიზოდია, როდესაც ალყაშემორტყმულ სახლში  მყოფ ბეჩუნისა და დათას ნიკანდრო ქირია გასძახებს: „ბეჩუნია კახპა, გამოაგდე სახლიდან მაგ შენი კურო”. ბეჩუნი იმას კი არ შეიცხადებს – ვინ არის კახპა, რა ცილს მწამებენო, არამედ ფანჯარას გამოაღებს და გამოსძახებს: „ნიკანდრო ქირიავ, შე ქათმის ქურდო, შენ!.. დათა თუთაშხიასი კი არადა, ბარდღუნია შტერის საყვარლობა სჯობია შენისთანა ღორის ცოლობას. ამაზე თუ გიფიქრია, უბედურო, შენ! ჰკითხე, სახლში რომ ბატი გიზის მას და გეტყვის სიმართლეს!..”

... იქ შევჩერდი, როცა ბოზობის ყველაზე მძიმე გამოვლინებად კვაჭის ქმედებანი და თავგადასავალი მივიჩნიე. 

– ჩემი აზრით, მიხეილ ჯავახიშვილს მახვილი უფრო კვაჭის ავანტიურისტობაზე, გაქნილობაზე, თაღლითობაზე აქვს დასმული...

– საქმეც ისაა, კვაჭი და მისნაირები, სწორედ საკუთარ, კარიერულ წინსვლას აქცევენ მთავარ ყურადღებას. მათთვის უცხოა ჭეშმარიტი სიყვარულიც და დიდი ვნებათაღელვაც. მათი სიძვის მოტივაციის  დედააზრი მატერიალური კეთილდღეობაც არის და მუდმივი სწრაფვაც, იტივტივონ საზოგადოების ზედაპირზე. უფრო სწორად, ზედაპირზე კი არა, მათ მხრებზე, რომ ყველანი თავისებურად გამოიყენონ, ყველა გასვარონ, გახრწნან.

 მათნაირებს წმინდა არაფერი სწამთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, გაიმეტებენ და არ დაინდობენ თავიანთ ახლობლებსაც, მეუღლესაც, შვილსაც... მათ მე „კანონიერ ბოზებს” დავარქმევდი.

– „კანონიერი ქურდი” გაგვიგია, „კანონიერი ბოზი” რაღას ნიშნავს? საქართველოში კანონიერი ქურდობის ინსტიტუტი სულს ღაფავს, ან უფრო მეტიც... თუმცა, ის გავლენის სფერო – კვაჭის არ იყოს – „ცხვრის დუმასავით” მოსათლელი, სხვა პატრონის ხელში გადადის...

– „კანონიერი ბოზი”, ჩემი თვალთახედვით,  ბოზების ასოციაციის პრეზიდიუმის წევრია...

– ერთი დრო ხომ არც კვაჭის შერჩა. აკი ბოლოს ლიზა ხანუმის ოცდაათქალიან ბორდელში ამთავრებს თავის „მოღვაწეობას”.

– კვაჭის ფინალიც კარგად არის შერჩეული ჯავახიშვილის მიერ და ეს რიცხვიც – 30. იქნებ 29 იყო, ან 31? არა, ზუსტად 30! მკითხველმა უნდა გაავლოს პარალელი, – სულგაყიდულმა იუდამაც ხომ ოცდაათ ვერცხლად შეაფასა საკუთარი სულის საფასური. 

თანაც, კვაჭი რომ მხოლოდ გაიძვერა, თაღლითი და გარეწარი ყოფილიყო, ჯავახიშვილს შეიძლება მისი თავგადასავლის სხვა დასასრული მოეგონებინა. აქ კი მინიშნება აშკარაა, კაცმა „ბოლოს და ბოლოს თავის ღირსეულს და ნამდვილ საქმეს მიაგნო.”

– დღევანდელ ინტერვიუში ბევრი „იმნაირი” გავიხსენეთ. მკითხველი, რომ  შეგედავოთ, მათ გარდა ქართველი მწერლები პატიოსნებასა და პატიოსნებზე არ წერდნენო, რას მიუგებთ?

– როგორ არ წერდნენ. პატიოსნები უფრო მეტნი იყვნენ, თორემ კვაჭების ხელში ქვეყანა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცლებოდა. თუნდაც ოთარაანთ ქვრივი გაიხსენეთ. კვაჭებისგან გაყიდული სამშობლო, ოთარაანთ ქვრივისნაირებმა მოიტანეს დღევანდლამდე. „კანონიერი ბოზი” კი შემთხვევით არ შემირჩევია. შეგახსენებთ. „ქურდისა” და „ბოზის”  ანტონიმი „პატიოსანია”. 

 

 

скачать dle 11.3