კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა მიშა ანდღულაძე „ქალების რისხვა“ და რაში აგებს ის ცოლთან ათით ორს

მიშა ანდღულაძემ ცოტა ხნის წინ იმიჯი შეიცვალა – მან ვასო ფხაკაძესთან ერთად „ჰეალაინ ინტერნეიშენალში“ თმა გადაინერგა და ვარცხნილობაც გადაისხვაფერა, რითაც ფრიად კმაყოფილიც დარჩა. ჯალაბზე და იუმორზე საუბარზე მიშა სიამოვნებით დაგვთანხმდა.

 

– მიშა, რომ დაგირეკე, მითხარი, მე აღარ ვარ აქტუალურიო... 

– არა, ეგ იცი, რატომ ვიხუმრე? შენგან რომ კომპლიმენტი მომესმინა, გამოგიწვიე, რა, რომ გეთქვა: „როგორ არა ხარ, მიშა!..“ ხომ ხვდები, ბედნიერდები ადამიანი მერე. ოჯახში რომ დაიწყებენ ხოლმე მოთქმას: „მე არავის არ ვუყვარვარ, მოვკვდები...“ – და მერე პასუხები მოჰყვება: „რას ამბობ, შენ გარეშე რა გვეშველება“ – იმატებს მერე თვითშეფასება, პიარხრიკია, რა, ეგეთი (იცინის).

– მახსოვს, ჯგუფი გყავდა როგორ უთავსებ „რუსთავი 2-სა“ და მუსიკას?

– რა ვიცი, რთულია, მაგრამ, შეიძლება. თანამშრომლები რომ მოსაწევად გადიან, მე მაშინ მუსიკის ტექსტებს ვსწავლობ, აკორდებს ვარჩევ... რა ვქნა, სახლში ბავშვის გამო ვერ ვუკრავ, იმიტომ რომ, როგორც კი ამოვიღებ ინსტრუმენტს, ეგრევე რაღაცეებს აცლის – ქვევით რომ ჩახვალ აკორდის ასაღებად, შეიძლება, ზევით აღარ დაგხვდეს ნაწილი. (იცინის) მამას ჰგავს. ჩემი გიტარა ძალიან ძვირფასია და ჩაკეტილი მაქვს.

– ამბობენ, იუმორისტებს ცხოვრებაში მძიმე ხასიათი აქვთო. შენც ასეთი ხარ?

– ჰო, გამიგია მსახიობებზე, მაგრამ, მე – პირიქით, არ ვარ უჟმური, მხოლოდ ხანდახან, როცა ძალიან დაღლილი და „გადაგრუზული“ ვარ. საორგანიზაციო საკითხებზე უფრო დიდი დრო მიდის, ვიდრე ხუმრობების წერაზე. სამსახურებრივი ამბები შინ არ მიმაქვს, ცოლს არ ვეჩხუბები და არც ვყვები სამსახურის ამბებს სახლში. ცოლს სკეტჩს ვაბეჭდვინებ ხოლმე ხანდახან, გავნაგლდი (იცინის). ბავშვს რომ მივუსწრო და არ დაიძინოს, სახლში მიმაქვს ხოლმე სკეტჩი ასაწყობად. მე ბავშვს ვეთამაშები და მარი ბეჭდავს. ნიჭიერი გამოდგა, სხვათა შორის, ფულსაც არ მთხოვს მაგაში. იუმორის გრძნობა კარგი აქვს, მეუბნება ხოლმე – ეს ხუმრობა ვარგა, ეს არა, ამოვაგდოთო. ისეთ ხუმრობებს იგებს, კარგი „კავეენშჩიკი“ რომ გაიგებს. ხელს მიმართავს მაქსიმალურად.

– რატომ არ დაგვთანხმდა ინტერვიუზე?

– იცი რა, თავში აუვარდა ქმრის პოპულარობა, გენაცვალე (იცინის). ინტერვიუები მაინცდამაინც არ უყვარს. თან, რაც უფრო მეტ უარს ამბობ, უფრო ფასდები! ძალიან მიუწვდომელი გახდა ჩემი მეუღლე. მე – პირიქით, არასდროს არ ვამბობ უარს ინტერვიუზე.

– შენ ქალების „ობრაზში“ მაგრად შეხვედი, ხომ იცი! გყავდა მაგ ქალების პროტოტიპები?

– ერთი-ორი ქალი – კი, ნანულის პროტოტიპები. ნანული საშინლად გამაღიზიანებელი ტიპია. ჯულისნაირ ქალს კონკრეტულს არ ვიცნობ, საშინელი ქალია. მხედრიონელია ჯული.

– დოდო გუგეშაშვილია?

– (იცინის) დოდო გუგეშაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჯული. ეს როგორი ქალია, იცი? ხუთ ქმარს რომ გამოიცვლის, რომ დახოცავს და მეექვსესაც რომ უძლებს. ეგეთი ქალები სპეციალურად „ჩმორ“ კაცებზე თხოვდებიან და ის კაცები მალე მიდიან ამქვეყნიდან რა ვიცი... გამიგია ეგეთები.

– ნანულის პირველი ხალათი სად არის?

– უფ, რა დროს ეგ ხალათია! ეგ იყო ბაზრობის ბესტსელერი ხალათი. ერთხელ დაგვირეკეს და გვითხრეს: ცნობილი ადამიანების ნივთების საქველმოქმედო აუქციონს ვაწყობთ და რამეს ხომ არ გამოიტანთო. რა უნდა გაგვეტანა? დიდხანს ვმსჯელობდით და ბოლოს ხალათზე ვიფიქრეთ, გავიტანოთო. მაგ ხალათს, იცი, რა მოუვიდა? დათო გოგიჩაიშვილი „რუსთვი 2-დან“ რომ წავიდა, თან წაიღო – ხელს გააყოლეს. სად არის ორიგინალი ხალათი, დღემდე არ ვიცი. რეკვიზიტებში რომ შევიხედე – აღარ იყო და მოგვიწია ახლის ყიდვა. „იმედის“ რომელიმე კომედიურ სერიალში თუ გამოჩნდა ეგ ხალათი, იცოდეთ, რომ ჩვენია. მერე აღარ გაგრძელებულა ჩვენი ურთიერთობა ეგრე: „ჩემი ხალათი სად წაიღე, დამიბრუნე!..“ – ეჰ, შვიდი წლის წინ მეცვა პირველად. სხვათა შორის, ვანოს სპორტულებიც დათომ წაიღო. გაზიდეს, გენაცვალე, თურქეთში ყველაფერი!

– ნანულის ხმით ლაპარაკს კიდევ გთხოვენ?

– კი. არსებობენ უტაქტო ადამიანები, ცდილობენ, რომ გაგაღიზიანონ. ერთხელ, თურქეთში მივდიოდით მე, ვანო და ვასო ფხაკაძე. ბავშვების ცეკვის ავტობუსი იყო გვერდზე, ბულგარეთში მიდიოდნენ. ერთი თორმეტი წლის ღლაპი ბიჭი დგას და გვიყურებს. „აუ, ის ნანული მაგრად მევასება, მიდი, რა, გააკეთეო“, – მეუბნება. მერე ვასოს მიუბრუნდა: „საღოლ, ძმაო, მაგრები ხართ, ნახე, ნახე რა როჟაა, მაგრად მევასება, ჩემი...“ გაგვეცინა. რა უნდა გვეთქვა, ადრე დაკაცებული ყმაწვილკაცი იყო.

– გურული გყავს ერთი მაგარი პერსონაჟი კიდევ.

– ბიძაჩემია ეგ, პირდაპირ გეტყვი (იცინის). დიდი ნაწილი მისგან მაქვს აღებული. რაღაც პერიოდი რომ გადის და ვერ ვნახულობ, მიჭირს მერე უკვე გაგება, დრო მჭირდება იმის საუბართან ადაპტირებისთვის. ნერვიულობის დროს მაქვს გურული ხასიათი, ისე ვნერვიულობ, ვჩქარობ და ყველაფერს ვაფუჭებ ხოლმე. სხვა მხრივ, დიდად სწრაფი გურული არ ვარ. სწრაფად ვიტეხდი ხოლმე ენას, რომ ჩავდიოდი. ერთადერთი, ქუთაისურს ვერ „ვამუღამებ“, ძნელია. ეტყობა, მაინც გურულზე ვარ მიჩვეული. ყველაზე ხშირად ქუთაისში ჩავდივარ სტუმრად. ქუთაისსა და თბილისს ხომ ყველაფერში ჭიდილი აქვთ. მაგალითად, თურმე, მესხიშვილის თეატრი „სსრკ-ში“ მეორეა და თბილისის ოპერასა და რუსთაველის თეატრს სჯობია არქიტექტურულად. დასი არ ვიცი, ეგრე ღრმად აღარ შევსულვარ დებატებში. ახლა გავიგე, რომ ტყიბულის კინოთეატრისა თუ კლუბის ხრუსტალის ჭაღი „ესესესერში“ მეორეა... რა ვიცი, ეს ძველი სტატისტიკაა, მე მგონი (იცინის). არქიტექტორს კი ვკითხეთ, მაგრამ, თბილისელი იყო ის არქიტექტორი და არ ჩაგვეთვალა. აქაც, გუნდშიც, შიგნით მიდის კამათი, ძირითადად – კილოზე.

– მიშა, შენს პაროდიას თუ აკეთებს ვინმე?

– ჩემი პაროდიის პაროდია გაუკეთებიათ, რომელიღაც გმირის. ქუჩაში მოსულან, სპექტაკლები დაუდგამთ და წასულან მერე. ძირითადად ბავშვები ლაპარაკობენ ჩემი გმირების ფრაზებით. ხანდახან შვილები მოჰყავთ ხოლმე: „მიდი ერთი, ნახე, რა! არ ჰგავს იმას? მიდი, მამა, გააკეთე, აბა, ერთი“ – მამოწმებინებენ, არტისტული ნიჭი აქვს თუ არა. სხვათა შორის, დათუნა რომ ვიპოვეთ, ვანოს ორეული, მეორე დღეს ატყდა ჩვენთან ორეულების მოყვანა. მარიო ჩიმაროების კონკურსივით იყო. ძირითადად, არაბიძის ორეულები მოჰყავდათ. ერთი იყო, უბრალოდ, პუტკუნა ბავშვი და მამამისი ამტკიცებდა, გინდა თუ არა, ჰგავსო. მარტო ჩემი ორეული არ მოუყვანიათ, მე, რაღაცნაირად, განუმეორებელი და ერთადერთი ვარ (იცინის). არა, ერთხელ მეტროში ვნახე ჩემი ორეული – ისე მგავდა, ცოტა შემეშინდა. ეგ ადრე იყო, არ ვიყავი მაშინ პოპულარული.

– შენს შვილზე გვითხარი რამე, შენ გგავს?

– არა, დედამისს. ვაგებ აშკარად. მამას ჰგავს ქცევაში, გაფუჭებაში, ემოციურობაში – ნამდვილი გურულია! გარეგნულად – ფერი ვერ დავსვი, რომ იტყვიან! პირველი, რასაც ამბობენ – დედას ჰგავსო. ვაგებ, რა, ათით ორს დედასთან. გენები მაინც ჩემი აქვს და გარეგნული სიტურფე – დედის (იცინის). გავანაწილე რა, საუკეთესო გავეცი, რაც მქონდა.

– ქალები აღარ გაწუხებენ?

– არა, ცოლი რომ მოვიყვანე, დამთავრდა ეგ ამბავი. კარგი მეოჯახე კაცი დავდექი, ქალების რისხვა არ ვარ, სხვა ფაზაში გადავედი. ფილარმონიაში საახალწლო კონცერტის მერე ვიღაც „დამა ქალი“ მოვიდა ჩემთან, ბეჭდებით ასხმული – სხვათა შორის, თქვენ გამო ჩამოვედი საბერძნეთიდანო. ნომერი დამიტოვა – დამირეკეო. ქალების მუსუსი რომც ვიყო, დრო სად მაქვს მაგისი? მაგას ცალკე „შტატი“ უნდა, დრო და განწყობა (იცინის). აზრი არა აქვს ჩემზე „ჩალიჩს“. ერთხელ გოგომ ხატი მაჩუქა და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ, რა შუაში იყო. ერთი გოგო „მისადკავებდა“ სადარბაზოსთან, დამხვდა და წერილი გადმომცა. არა, არ ვუცემივარ იმ გოგოს, მე კი ვერ ვუპასუხე გრძნობით. პატარა რომანი იყო წერილში თავისი ეპილოგ-პროლოგით და სიუჟეტური განვითარებით. არ მაქვს შენახული.

– ცოლს საოჯახო საქმეებში არ ეხმარები?

– კი, როგორ არა. ჭურჭელსაც ვრეცხავ, ბავშვსაც ვართობ, „პოლის“ ტილოს ვუსვამ. სანამ დამლაგებელს ვნახავდით, ეგრე იყო. სადილებიც ვიცი. ხინკალი, ხაჭაპური არ გამიკეთებია, ბისკვიტი მივარდება, არ გამომდის ხოლმე (იცინის), მაგრამ მწვადს ვწვავ ძალიან მაგრად. ჩემი სიმამრი ძალიან განათლებული კაცია ჩემთან შედარებით და, რომ შევატყვე, უფრო ფილოსოფოსი სიძე უნდოდა, მწვადით მოვაწონე თავი.

 

 

скачать dle 11.3