კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიცნეს ერთმანეთი დარია ჟუკოვამ და რომან აბრამოვიჩმა და რამდენი მილიონი დაუჯდა განქორწინება ვლადისლავ დორონინს

 

როგორი ქალები მოსწონთ მილიარდერებს? ეს თემა სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ყოველთვის აქტუალურია. მათ აინტერესებთ, როგორი გარეგნობის, იმიჯის, შეხედულების ქალებს ანიჭებენ უპირატესობას მილიარდერი მამაკაცები – ქერებს თუ შავგვრემნებს, მოდელებს თუ მსახიობებს. „თბილისელების“ ამ ნომერში შევეცდებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და შემოგთავაზებთ „ფორბსის” რეიტინგით ათ რჩეულ ქალბატონს.

ჭკვიანი „გერლფრენდი“

„ფეისბუქის” ავტორმა და პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, 17,5-მილიარდდოლარიანი კაპიტალის მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, რომ მოინდომოს ნებისმიერ სუპერმოდელს, მსახიობს ან ჩვეულებრივ ლამაზ ქალს გააბედნიერებს, თუმცა, მისი რჩეული ბოლო რამდენიმე წელია, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული, შეუხედავი და უბრალო – პრისცილა ჩანია, რომელთან ერთადაც ის ჰარვარდში სწავლობდა. პრისცილა არაფრით განსხვავდება ვიეტნამის რომელიმე სოფელში მცხოვრები გლეხის ქალისგან. ის ნაკლებად აქცევს ყურადღებას ჩაცმას, ისევე როგორც, მისი მილიარდერი „ბოიფრენდი“. ერთადერთი, რითაც მან მოახერხა ცუკერბერგის მოხიბვლა, ინტელექტია. ამბობენ, პრისცილა მეტისმეტად ჭკვიანიაო.

რომანტიკული კოლეგა

მსოფლიოს ნომერ მეორე მილიარდერმა, 59 მილიარდი დოლარის მფლობელმა ბილ გეითსმა, მომავალი მეუღლე – მელინდა სამსახურში გაიცნო. ეს იყო ტიპური სამსახურებრივი რომანი, ნაკლები რომანტიკით. ბოსი რომ ენახა, მელინდა მაგიდის მწვანე ლამპარს ანთებდა. ეს იყო სიყვარულის საიდუმლო ნიშანი. ბილმა ის თავისი საყვარელი წიგნიდან, ფიცჯერალდის „დიადი გეთსბიდან” გადმოიღო. ბილი და მელინდა თითქმის 20 წელია, ერთად ცხოვრობენ და გარდა ცოლქმრობისა, ისინი საქმიანი პარტნიორებიც არიან. ამბობენ, მელინდამ ბილი იმით მოხიბლა, რომ იგივე წიგნების კითხვა უყვარდა, რასაც „მაიკროსოფტის” შეფი კითხულობდა.

ბრაზილიელი ლამაზმანი

ბრაზილიელი მილიარდერის, ეიკე ბატისტას მეგობარი ქალი, ულამაზესი მოდელი ფლავია სამპაიოა. მილიარდერს ზურგს 30-მილიარდიანი კაპიტალი უმაგრებს და ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ რით მოხიბლა ფლავია ასაკოვანმა მილიარდერმა. საინტერესოა, რომ 2004 წლამდე, სანამ ეიკე ბატისტა „ფორბსის” რეიტინგის წევრი გახდებოდა, მისი მეუღლე სამბას დედოფალი და „ფლეიბოის” მოდელი – ლუმა დე ოლივეირა იყო, რომელმაც მაშინ, როცა ბატისტა ჯერ კიდევ არ იყო მილიარდერი, ქმარი ვიღაც მეხანძრეზე გაცვალა. ამბობენ, ეიკეს „ფორბსის” რეიტინგში გამოჩენის შემდეგ, ლუმა დეპრესიაში ჩავარდა.

„ცირკაჩის” ქალი

„ცირკ დიუ სოლეის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მილიარდერი გი ლალიბერტე წარსულში ოჩოფეხებზე დამდგარი შოულობდა კაპიკებს, ახლა კი 2,5-მილიარდიან კაპიტალს ფლობს და მისი ცირკით მსოფლიოა აღფრთოვანებული. 2009 წელს ლალიბერტემ კოსმოსში იმოგზაურა, მერვე კოსმიური ტურისტის სახელით. დედამიწაზე მას საყვარელი ქალი, კლაუდია ბერილი ელოდებოდა, წარსულში ბერილი მოდელობდა და საცურაო კოსტიუმებს უკეთებდა რეკლამირებას, ახლა კი მსოფლიოს ნომერ პირველი „ცირკაჩის” „გერლფრენდია“. 

ფეხბურთის ფანი

28 წლის დიზაინერმა დარია ჟუკოვამ და ჩუკოტკის ექსგუბერნატორმა 45 წლის რომან აბრამოვიჩმა ერთი ვერსიით ერთმანეთი, 2005 წელს ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გაიცნეს, ხოლო მეორე ვერსიით – 2006 წელს ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე. ფაქტია, რომ იმ პერიოდში ჟუკოვა ჩოგბურთელ მარატ საფინს ხვდებოდა, თუმცა რომანის იახტებმა, თვითმფრინავებმა, „ჩელსიმ” და გავლენამ, ყველაფერი გადაწონა. ამჟამად წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს ერთად, 2009 წელს დარიამ ვაჟიშვილი – აარონ ალეკსანდერი აჩუქა რომანს. მან კი საპასუხოდ სამთო კურორტ ასპენში სახლი და 120 მილიონ დოლარად ღირებული რანჩო აჩუქა დაშას კოლორადოს შტატში. ამბობენ, დარია ფეხბურთზე რომანზე მეტად არის შეყვარებული და ძალიან განიცდის „ჩელსის” წარუმატებლობასო.

თანაკლასელი

რუსი ოლიგარქი ვლადიმირ პოტანინი, რომლის ქონება „ფორბსის” 2011 წლის მონაცემებით, 17,8 მილიარდი დოლარია, თანაკლასელ, ნატალიაზე მრავალი წლის წინათ დაქორწინდა. ის დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავს. ამბობენ, ვლადიმირსა და ნატალიას დღემდე ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც სკოლაში უყვარდათ. თუმცა, ერთი ფაქტი მეუღლისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ვლადიმირ პოტანინს გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი მილიარდები ოჯახს კი არა, ქველმოქმედებას მოახმაროს. თუმცა, როდის მოხდება ეს ჯერ უცნობია.

ტოპ-მოდელი

ტოპ-მოდელმა ნაომი ქემპბელმა და მილიარდერმა ვლადისლავ დორონინმა ერთმანეთი კანის კინოსფესტივალზე გაიცნეს. მათ სიყვარულს დორონინის 21-წლიანმა ქორწინებამაც ვერ შეუშალა ხელი. გავრცელებული ცნობით, განქორწინება მილიარდერს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა, ხოლო სიყვარულის ნიშნად, დორონინმა ნაომის ძვირფასი საჩუქრები – პენტჰაუსი ბრაზილიაში, სამკაული 142 ბრილიანტით და 200 000 ევროდ ღირებული ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. სიყვარულის გამო ნაომი დათოვლილ მოსკოვში ცხოვრებასაც კი დათანხმდა.

პრეზიდენტის შვილიშვილი

ოლიგარქმა ოლეგ დერიპასკამ 2001 წელს პრეზიდენტ ელცინის „სპიჩრაიტერზე“ – პოლინა იუმაშევზე იქორწინა, რომელიც რომან აბრამოვიჩის სახლში გაიცნო. იმავე პერიოდში კი, პოლინას მამამ ელცინის შვილზე იქორწინა და დერიპასკას ცოლი, ავტომატურად ბორის ნიკოლაევიჩის შვილიშვილი გახდა. სხვათა შორის, თავად პოლინაც საკმაოდ შეძლებულია, მისი ხელმძღვანელობით რუსეთში რამდენიმე პრიალა ჟურნალი გამოიცემა.

პატიმრის ცოლი

რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონის, იური ლუჟკოვის ცოლის, ელენა ბატურინას ძმა – ვიქტორ ბატურინი ამჟამად დაპატიმრებულია და მას სხვადასხვა დანაშაულში ედება ბრალი, მათ შორის, თაღლითობასა და ფულის გამოძალვაში. დაპატიმრებამდე, ლუჟკოვის მერობის დროს ის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდს შეადგენდა. ბატურინის გახმაურებული განქორწინების შესახებ რუსული მედია ხშირად ავრცელებდა ცნობებს. მისი ექსმეუღლე – იანა რუდკოვსკაია, ბავშვების თავისთან დატოვებას ითხოვდა. თუმცა, ბატურინმა სასწრაფო წესით მოიყვანა ცოლი და სასამართლოსგან ბავშვების ზრუნვის უფლება, ლუჟკოვის დახმარებით, მიიღო. მისი ცოლი 23 წლის მოცეკვავე, ფილიპ კირკოროვის კორდებალეტის წევრი, ილონა ობრაზცოვა გახლდათ, რომელიც ასაკით მას  შვილად შეეფერებოდა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამჟამად ბატურინი ციხეშია. ილონა მისგან მილიონების მიღებას ცდილობს, ხოლო ბავშვები, სავარაუდოდ, იანა რუდკოვსკაიას დაუბრუნდებიან.

სილამაზის დედოფალი

„მის უკრაინა 2001“ – ალექსანდრა ნიკოლაენკო 72 წლის მილიარდერს, ფილ რუფინს კონკურსის პრეზიდენტის, ასევე მილიარდერის, დონალდ ტრამპის დახმარებით შეხვდა. გრანდიოზულ ქორწილს საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა მოჰყვა და გასულ წელს ლამაზმანმა 75 წლის მილიარდერს შვილი გაუჩინა. ამ ფაქტმა ასაკოვან რუფინს ანდერძის გადაწერისკენ უბიძგა. ალბათ, მალე მოვა ის დრო, როცა ახალგაზრდა მომხიბლავი საშა ნიკოლაენკო მეუღლის იმპერიას ჩაუდგება სათავეში და „ფორბსის” რეიტინგშიც მის ადგილს დაიკავებს.

 

 

скачать dle 11.3