კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფრთიანი ფრაზით გაითქვა სახელი ნიკოლა სარკოზიმ გაპრეზიდენტებამდე და ჰქონდა თუ არა მას რომანი ჟაკ შირაკის უმცროს ქალიშვილთან

 

საფრანგეთის რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტის სახელის ხსენება, არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს. ნიკოლა სარკოზის წარმატებულ და ამავე დროს, წარუმატებელ პრეზიდენტს უწოდებენ. მას ჰყავს მხარდამჭერების დიდი არმია და ასევე, მისი პოლიტიკით უკმაყოფილოთა მთელი ჯარი, რომელიც იმედოვნებს, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი გაუძღვება უახლოესი 5 წლის განმავლობაში. თავად სარკოზი კი, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, მშვიდად ხვდება. პრეზიდენტის ცხოვრებისეული დევიზია – არ ეშლება მხოლოდ იმას, ვინც არაფერს აკეთებს. ჟურნალ „თბილისელების” ტრადიციულ რუბრიკაში გთავაზობთ ნიკოლა სარკოზის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს.

* საფრანგეთის პრეზიდენტის სრული სახელი და გვარი – ნიკოლა პალ სტეფან დე ნად-ბოჩა შარკეჟია. ის უნგრელი არისტოკრატის შვილია, რომელიც 1944 წელს ემიგრირდა საფრანგეთში. ვინაიდან ფრანგებს უჭირდათ მისი გვარის უნგრულად გამოთქმა, ფრანგულად – ნიკოლა პოლ სარკოზი გახდა. ნიკოლა და მისი ორი უფროსი ძმა – ფრანსუა და გიიომი მამამ მაშინ მიატოვა, როცა მათ შორის უმცროსი ორი წლის იყო.

* ნიკოლა სარკოზი პროფესიით ადვოკატია – დედის მსგავსად, ისიც უძრავი ქონების სფეროშია კომერციული სამართლის სპეციალისტი. თუმცა საადვოკატო პრაქტიკა სარკოზის ნაკლებად იზიდავდა. სწავლის პერიოდში, მას საშუალო ნიშნები ჰქონდა სამართალში. 22 წლის ასაკში სარკოზი მშობლიური ქალაქის ნეი-სიურ-სენის საკრებულოს წევრი გახდა, 28 წლისა კი, ამ რესპექტაბელური და კონსერვატიული ქალაქის მერად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე  მან 20 წელი დაჰყო – 2002 წლის ზაფხულამდე. 

* 1993 წელს ნიკოლა სარკოზიმ, მაშინ ჯერ კიდევ ქალაქის მერმა, მთელ საფრანგეთში იმით გაითქვა სახელი, რომ პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტერორისტებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავდათ აყვანილი ნეი-სიურ-სენის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები. სარკოზიმ პირადად გასცა სკოლის შტურმით აღების ოპერაცია და ერთ-ერთი პირველი შევიდა შენობაში, როცა სკოლაში სროლები ისმოდა. სარკოზიმ ერთ-ერთი ბავშვი, ხელში აყვანილი თვითონვე გამოიყვანა სკოლიდან და ამ ფოტომ წამყვანი ფრანგული გაზეთების პირველი გვერდები მოიარა. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციის შედეგად, ყველა ბავშვი გადარჩა. 

* ნიკოლა სარკოზის სიმაღლე 165 სანტიმეტრია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ საფრანგეთის ყველაზე მრავალცოლიანი პრეზიდენტი გამხდარიყო. მისი პირველი მეუღლე, კორსიკელი მერი-დომენიკ კიულიოლი გახლდათ, რომელთანაც ნიკოლას ორი ვაჟი ჰყავს – პიერი და ჟანი. ქორწილიდან ორ წელიწადში სარკოზიმ სკანდალური ადიულტერი გააბა ნეი-სიურ-სენის ტელევიზიის მფლობელის ცოლთან. სიტუაციის პიკანტურობა ის იყო, რომ ნეი-სიურ-სენის მერი თავის საყვარელს მეუღლედ ასაღებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ საყვარელი მერმა ქორწილში გაიცნო, როცა ის ტელევიზიის მფლობელს მიჰყვებოდა ცოლად. აღსანიშნავია, რომ მთელი საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, სარკოზის მხარს უჭერდა ტელევიზიის „რქიანი” მფლობელი. 14-წლიანი რომანის შემდეგ ნიკოლა და სესილია დაქორწინდნენ. სარკოზის კიდევ ერთი ვაჟი – ლუი ეყოლა. გარდა ამისა, ნიკოლა სესილიას პირველი ქორწინებიდან მოყოლილი ორი ქალიშვილის მამობილიც გახდა. ამბობენ, სესილიას უდიდესი გავლენა ჰქონდა ნიკოლაზე, და ერთი ხანობა, მის ადმინისტრაციასაც კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსო.

* ყველა ცნობილ პოლიტიკოსს უთქვამს ისეთი რამ, რაც მერე ფრთიან ფრაზად რჩება, პუტინს უხსენებენ გამონათქვამს: „საპირფარეშოშიც კი დავბრიდავთ”, რომელიც ტერორისტების ლიკვიდაციას ეხებოდა; ჩერჩილი ავტორია იდიომის – „რკინის ფარდა”; ხოლო სარკოზიმ სახელი გაითქვა ფრაზით: „კერხერით გავწმენდთ”, რომელიც 2005 წელს, პარიზის არაბული გარეუბნის ტერიტორიაზე მოსახლეობის ვნებათაღელვასა და დემონსტრაციებს ეხებოდა. „კერხერის” წყლის ჭავლით ადამიანებისგან ქუჩის გაწმენდის იდეას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ფრანგულ საზოგადოებაში.

* ამბობენ, თითქოს ნიკოლა სარკოზის მამამ უთხრა, ვერასდროს გახდები საფრანგეთის პრეზიდენტი, რადგან ემიგრანტების შვილები, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდებიან პრეზიდენტებიო. ამის მიუხედავად, სარკოზის ინაუგურაციაზე უფროსი სარკოზი მაინც მოვიდა. მანამდე, მას თითქმის 50 წელს არ ჰყავდა ნანახი მეუღლე და სამი შვილი. ფრანგი ფსიქოანალიტიკოსების თქმით, სარკოზის აგრესიული პოლიტიკა უმამოდ გაზრდის ბრალია. სწორედ იმის გამო, რომ მამა არასდროს ინტერესდებოდა შვილით. სარკოზის ქცევებში შეიმჩნევა არასრულფასოვნების კომპლექსი, ხოლო ბუნებისგან მას ნაპოლეონის კომპლექსი ერგო.

* ნიკოლა სარკოზი ჟაკ შირაკის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო წლების განმავლობაში. ის ხელმძღვანელობდა შირაკის ახალგაზრდულ პროგრამას, იყო მისი მინისტრთა კაბინეტის წევრი და ერთხანს  შირაკის უმცროს ქალიშვილს, კლოდსაც კი ხვდებოდა. შირაკის მეორე საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დაბალი რეიტინგის გამო, სარკოზი, კონკურენტების ბანაკში, ბალადიურის შტაბში გადაბარგდა, თუმცა, წარუმატებლად. ჟაკ შირაკმა მეორედ მოახერხა გაპრეზიდენტება. ამ ფაქტის გამო, შირაკი პრეზიდენტობის ბოლო წლებში სარკოზის „გამყიდველს” უწოდებდა და მოფიქრებულიც კი ჰქონდა ლოზუნგი: „ნებისმიერი, ოღონდ არა – სარკოზი”.

* ერთ-ერთი პირველი დადგენილება, რომელიც ნიკოლა სარკოზიმ მიიღო, ითვალისწინებდა მისთვის 140 პროცენტით ხელფასის გაზრდას და ასევე, გადასახადების შემცირებას. სარკოზის  ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულად ითვლება ფრანგებში.

* ნიკოლა სარკოზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა აქსესუარისა და ტანსაცმლის შეძენა პრეზიდენტის გამოსახულებით, მისი ყველაზე ცნობილი გამონათქვამების წარწერებით. მაგალითად, ტევადი ყავისფერი ჩანთის ფასი 38 ევროა, ხოლო მაისურის – 15 ევრო.

* მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლას დედა ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ დაიღალა რძლების ხშირი ცვლით, 2008 წლის თებერვალში ნიკოლა სარკოზი ყოფილ ტოპ-მოდელსა და მომღერალზე, კარლა ბრუნზე დაქორწინდა, რომელიც სხვადასხვა დროს, დონალდ ტრამპისა და მიკ ჯაგერის საყვარელი იყო. ცნობისთვის, კარლა 17 სანტიმეტრით მაღალია ნიკოლაზე. სარკოზიმ კარლას ვაჟი – ორელიანი  იშვილა, ხოლო საერთო შვილი მათ 2011 წლის ოქტომბერში შეეძინათ. ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს განქორწინდა, ხელახლა იქორწინა და შვილიც შეეძინა.

* ნიკოლა სარკოზის ერთი დღის სადილი საფრანგეთის ბიუჯეტს 15 ათასი დოლარი უჯდება. ამ მხრივ ელისეს სასახლე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ერთ დღეში. სარკოზი არ გამოირჩევა გასტრონომიული მრავალფეროვნებით და თითქმის არ მოიხმარს ალკოჰოლს. ის გულგრილია ძვირფასი ფრანგული ღვინოების მიმართ. თუმცა, უყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი. გარდა ამისა, პრეზიდენტის ავტოფარეხში 121 ავტომობილი დგას, რომელთა შენახვასა და ბენზინის ხარჯებს თვეში 400 ათასი ევრო სჭირდება. სარკოზისთვის გამოწერილი ყოველდღიური ჟურნალ-გაზეთების ხარჯი ათას ხუთას დოლარს შეადგენს. 

* სომხეთის ქალაქ გიუმრიში მცხოვრებმა, ცოლ-ქმარმა ავეტისიანებმა თავიანთ ახალშობილ ვაჟს, საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, სარკოზი დაარქვეს. ამ ქმედებით სომხურმა წყვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხარის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს – სომხების გენოციდის უარყოფის შემთხვევაში, ერთ წლამდე პატიმრობას ან 45-ათასევროიანი ჯარიმის დაწესებას. ორიგინალური სახელის შერჩევისთვის, სარკოზი ავეტისიანის მშობლებმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიისგან საჩუქრის სახით 200 ამერიკული დოლარი მიიღეს.

 

 

скачать dle 11.3