კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

ჩავესი კუბაში დაბრუნდა

ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი კუბაში გაემგზავრა, რათა კიბოსთან ბრძოლა განაგრძოს. 21 თებერვალს პრეზიდენტს ახალი სიმსივნე აღმოუჩინეს. ჩავესმა სატელევიზიო ეთერში პირადად განაცხადა, რომ მენჯის არეში ორსანტიმეტრიანი კარცინომა აღმოაჩნდა. თუმცა, მეტასტაზებამდე საქმე ჯერ არ მისულა და სავარაუდოდ, ახლო მომავალში, ის თავისი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება. აეროპორტამდე მიმავალ გზაზე  ჩავესს კარაკასის ათასობით მცხოვრები აცილებდა. ისინი პრეზიდენტს გამოჯანმრთელებასა და ჰავანიდან მალე დაბრუნებას უსურვებდნენ. გასულ წელს უგო ჩავესს ვენესუელელმა ექიმებმა კიბოს მეტასტაზები აღმოუჩინეს და ის თავისი მეგობრის, ფიდელ კასტროს რჩევით, მკურნალობისთვის კუბაში ჩავიდა, სადაც ოპერაცია გაუკეთდა და ქიმიოთერაპიის ოთხჯერადი კურსი გაიარა.

 

ნელსონ მანდელა ბანკნოტებს დაამშვენებს

სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტისა და აპარტეიდთან მებრძოლი ლეგენდის,  93 წლის ნელსონ მანდელას პორტრეტი ქვეყნის აბსოლუტურად ყველა ფულად ბანკნოტს დაამშვენებს. მანდელას გამოსახულებიანი 10, 20, 50, 100 და 200-იანი რანდის კუპიურები 2012 წლის ბოლოსკენ შევა მიმოქცევაში. მანდელა სამხრეთ აფრიკის ცოცხალი ლეგენდაა. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო 1994-1999 წლებში, ხოლო მსოფლიოში სახელი მან აპარტეიდის რეჟიმთან ბრძოლით გაითქვა, რის გამოც 27 წელი ციხეში გაატარა. ბოლო დროს მანდელა იშვიათად ჩნდება მედიის წინაშე. უკანასკნელად იგი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს გამოჩნდა კამერებთან.

 

გიგანტური ბარელიეფი კიმ ჩენ ირს

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ კიმ ჩენ ირის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით უზარმაზარი 120-მეტრიანი ბარელიეფი გახსნა. ბარელიეფის წარწერა კლდეზეა ამოტვიფრული და ასეთი ფრაზა „უბადლო პატრიოტი გენერალი კიმ ჩენ ირი. 16 თებერვალი, ჩუჩხეს ერა 101-ე წელიწადი (2012 წელი)”. ფრაზა სოკდას მთაზე ამოიკვეთა და თითო ასო სიმაღლეში 10 – მეტრი და სიგრძეში 0,5 მეტრია. გარდა ამისა, იუბილესთან დაკავშირებით, კიმ ჩენ ირს გენერალისიმუსის წოდება მიენიჭა სიკვდილის შემდეგ და ის ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში მეორე გენერალისიმუსი გახდა მამის, კიმ ირ სენის შემდეგ. 

 

კარლა ბრუნის ქანდაკება

პარიზის გარეუბნის ნოჟან-სიურ-მარნის მერმა, ჟაკ მარტენმა მოქანდაკეებს საფრანგეთის პირველი ლედის, ყოფილი ტოპ-მოდელის, კარლა ბრუნის ძეგლი დაუკვეთა. მერის მოსაზრებით, კარლა ბრუნის ქანდაკება მეფრინველეობის ფაბრიკაში მომუშავე იტალიელი ქალების განსახიერება უნდა იყოს. უკვე ცნობილია, რომ კარლა ბრუნი ერთ-ერთი მოქანდაკისთვის პოზირებდა, თუმცა, არ იცოდა, რომ ეს ფაქტი ფართო მასებისთვის გახდებოდა ცნობილი. ქანდაკების დადგმა 82 ათასი ევრო ჯდება და ამ თანხას მთლიანად ქალაქის ბიუჯეტი დაფარავს. ჟაკ მარტენი ნიკოლა სარკოზის პარტიის წევრია  და მის ამ ინიციატივას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ.

 

შვედეთის პრინცესას სახელი მოუფიქრეს

შვედეთის კრონპრინცესის, ვიქტორიასა და მისი მეუღლის, დანიელ ვესტლინგის ახალშობილ ქალიშვილს სახელი შეურჩიეს. შვედეთის მეფის კარლ გუსტავის განცხადებით, პრინცესას ესტელ სილვია ევა მარია ეწოდა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ახალშობილის ტიტულიც – ესტერგეტლანდის ჰერცოგინია. ესტელ სილვია 23 თებერვალს დაიბადა და ის მეფის, კარლ მეთექვსმეტე გუსტავისა და დედოფალ სილვიას პირველი შვილიშვილია. ახალშობილი პრინცესა შვედეთის ტახტის მემკვიდრეების სიაში მეორეა, დედის, კრონპრინცესა ვიქტორიას შემდეგ.

 

 

скачать dle 11.3