შტატის „ტერმინატორი“
ბატონი „ტერმინატორი“, კალიფორნიის შტატის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი საკმაოდ პეწიანი მამაკაცია. მან ერთნაირად მოიხდინა როგორც რობოტი-მკვლელის, ისე სოლიდური, რესპექტაბელური მამაკაცის იმიჯი. ეკონომიკურ კრიზისსაც გაგებით მოეკიდა და ყველას მოუწოდა, ნაკლები დაეხარჯათ საკუთარ სიამოვნებაზე. მაგალითად, სამფენიანი ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, ორფერიანი შეეძინათ. თავად ბატონი გუბერნატორი ვერ შეელია პატარ-პატარა სისუსტეებს. მისი ერთ-ერთი სისუსტეა სიგარები. ეწევა „მონტე კრისტოს“ მარკის სიგარებს. მაჯაზე „როლექსის“ ფირმის საათი უკეთია.
რუჯი გუბერნატორისთვის მთავარია. ის მისი იმიჯის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მიაჩნია, რომ ნამზეური მზისგან უნდა იყოს და არა სოლარიუმისგან.
არნოლდს არ უყვარს ჯინსი. მართალია, ზოგჯერ იცვამს, მაგრამ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში. უყვარს კარგად დაუთოებული, წინ ზოლით – შარვლები.
ბეჭედი გუბერნატორის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტია. მარჯვენა ხელს „ვერსაჩეს“ ექსკლუზიური, ბრილიანტებიანი ბეჭედი უმშვენებს. მარჯვენას – საქორწინო. ცნობილი ფაქტია, რომ არნოლდ შვარცენეგერმა უარი თქვა გუბერნატორის ხელფასზე და ყოველთვიურად 175 ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს.
არნოლდის საათების კოლექციაში არის „ინვიქტას“ ფირმის, 1950 წლებში ცნობილი საათი „რუსიან დივერი“ და „როლექსის“ საათი.
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არნოლდის ყველაზე დიდი სისუსტე მოტოციკლია, მის „პარლეი დავიდსონს“ კალიფორნიაში ყველა იცნობს. მით უმეტეს, იმ სკანდალის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ გუბერნატორი მას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა. „ტერმინატორის“ ავტოფარეხში ასევე ნახავთ „ჰამერს“ და „პორშეს“ კაბრიოლეტს.