კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აძვრა ქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ამწეკრანით და რა ხდება დილის 4 საათზე გოგიჩაიშვილების სახლში

ნანუკა გოგიჩაიშვილი, ისევე, როგორც მისი ოჯახის დანარჩენი წევრები, საკმაოდ ხალისიანი, ენერგიული ადამიანია. რაც მთავარია, ხალასი იუმორის ნიჭითაა დაჯილდოებული, რაც მასთან ურთიერთობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ინტერვიუ ჩაწერილია რუსთაველის ¹34-ში წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“.

ნანუკა გოგიჩაიშვილი: ძალიან მომწონს ის რიტმი, რაც ტელევიზიაში მაქვს. ამასთან, დამემატა კიდევ ერთი სამსახური კომპანია „ნიუ არტში“ – ივენთმენეჯერი ვარ. როგორც მეუბნებოდნენ, სულ მქონდა კრეატიული, უცნაური იდეები, მიყვარს რაღაცეების დაგეგმვა – იქნება ეს ვინმეს დაბადების დღე თუ რაიმე თარიღის მილოცვა. ახალ სამსახურში ერთი-ორი იდეა მქონდა, რომელიც მოიწონეს და დამტკიცდა. მგონი, მივაგენი იმ ადგილს, სადაც მომწონს და მიყვარს ყოფნა. რაც შეეხება სამოდელო საქმიანობას, ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ არის რაღაც შემოთავაზება, ჯერჯერობით პასუხს ველოდები. ადრეც მქონდა ძალიან კარგი შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან სამწლიანი იყო. რომ იყოს ევროპაში ერთთვიანი კონტრაქტი, რაც წარმოუდგენელია, წავიდოდი. მაგრამ, ხომ იცი – არასოდეს თქვა – არასოდესო.
– ახალ სამსახურში რა შედის შენს მოვალეობაში?
– კონცერტები, საქველმოქმედო, მხარდასაჭერი აქციები, უნივერსიტეტის დღეები, ყველაფერი ჩვენ გვაბარია. ბევრი კონკურენტი გვყავს, მაგრამ მერიაში შეგვაქვს პროექტი, იმართება ტენდერი და თუ გავიმარჯვებთ, მერე ჩვენ ვაკეთებთ ღონისძიების ორგანიზებას. ზუსტად ისეთი სამსახურია, როგორიც მინდოდა, იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს და მაინტერესებს.
– მეგობრებისთვისაც ხომ არ მოგიწყვია ივენთები?
– ბიჭი მეგობრები ბანალურ რაღაცეებს რომ ამბობდნენ, ვითმენდი, ვითმენდი და ბოლოს ვამბობდი: არ შეგიძლიათ, რამე ნორმალური მოიფიქროთ? მაგალითად – ეს, და ძალიან მოსწონდათ: რა მაგარი იდეააო. თან, ზუზუნებდნენ: არაფერი არ მოსწონთ ამ გოგონებსო, მე ვეუბნებოდი: რა მარტივია, გააკეთე ეს-მეთქი და უცებ გაუნათდებოდათ თვალები – გოგოს რჩევა მაინც რას ნიშნავსო. იმ წამს ისეთი მოწადინებულები იყვნენ, ზუსტად ვიცოდი, 100 პროცენტით დახარჯავდნენ ენერგიას და შედეგსაც მიაღწევდნენ. ბოლო დროს ბიჭებმა კრეატიულობა დაკარგეს. არადა, ელემენტარულია გოგოსთვის სიამოვნების მინიჭება. ფილმებს რომ ვუყურებდი, ძალიან მინდოდა ქორწილების დაგეგმვა. კარგი იდეებიც მაქვს, მაგრამ საქართველოში ეს ნაკლებად არის, უფრო ამერიკაზე მქონდა გათვლა.
– ალბათ, ძნელია, შენ გაგიკეთონ ისეთი რამ, რაც ძალიან მოგეწონება.
– ჩემი ბიჭი მეგობრები მწერენ ხოლმე: ისეთი სახით დადიხარ, ვერ გეკარებიანო. მართლაც, მე ვისაც მოვწონვარ ან ვუყვარვარ, ყველა ჩემგან შორსაა, ვიღაცეების მხრიდან მოდიან, ვერ შემოდიან პირდაპირ ურთიერთობაში. მერე, რომ გამიცნობენ, ამბობენ – ვაიმე, რა სხვანაირი ხარ?! ჩაკეტილი, რთული ხასიათის მეგონეო. ეს, რაღაც მხრივ,  მომწონს კიდეც, ჩემთვის ვარ, თავისუფლად. თუ ვინმეს რამე უნდა, ვიღაცის ვიღაცით გამოდის კონტაქტზე. აი, ადრე, ფოსტით რომ მოჰქონდათ წერილები, ისე. თუმცა, სხვა კატეგორიაც არის, რომელიც პირდაპირ გადმოდის შეტევაზე, ან წყნარად მოგმართავს.
– შენი მეგობრებიდან ჯერ მაშო გაგუა გათხოვდა, ახლა ანუკი ქორქია, შენ და ლიკუნა ქორქია დარჩით გასათხოვრები.
– ბავშვობის ოცნება იყო და ოთხივეს გვინდოდა: მე, ანუკას, მაშოსა და ლიკას, როცა გავთხოვდებოდით, დუპლექსის ტიპის სახლი გვქონოდა და ჩვენი ქმრებიც ძმაკაცები ყოფილიყვნენ. მოკლედ, ზღაპარი მოვიწყვეთ, ოჯახი და ცოლქმრობა კი არა, გართობა. მაშო გათხოვდა, ახლა ანუკა, მე და ლიკა დავრჩით.
– ვერ წარმომიდგენია, ამ საშინელ ზამთარში დილით ძალიან ადრე ადგომა, თან სიცივეში, ქუჩაში მუშაობა. არ გიჭირს?
– „მის საქართველოზე“ რომ გავედი, მაშინ ვიყავი პირველად დილის გადაცემაში. მახსოვს, ღამე იყო და ვთქვი: ძალიან მომწონს ისეთი სამსახური, ყველას რომ სძინავს და შენ ხარ „მაღვიძარა“-მეთქი. ვიღაცამ მითხრა: შორიდან ასე ჩანს, მაგრამ ძალიან რთულიაო. მოკლედ, მშვენივრად ვუმკლავდები, სანამ დარეკავს მაღვიძარა, მე ვიღვიძებ. უკვე შევეგუე ამ რეჟიმს. ჯამში, 3 საათი რომ მეძინოს და ვიცი, გადაღება მაქვს, არასდროს ჩამომეძინება. მოკლედ, ენერგია სულ მაქვს. ხან იმდენი ენერგია მაქვს, არ ვიცი, სად დავხარჯო. სახლში რომ მივდივარ, მერე ყველას ვღლი. რომ მოვდივარ – ისვენებენ და მერე რომ ვბრუნდები, ისევ ვღლი. ზეაქტიური ვარ. ამინდს რომ ვაცხადებ, მაშინაც მინდა, ენერგია ბოლომდე დავხარჯო – ხან ხეზე ვძვრები, ხან კიდევ რას ვაკეთებ და ხან – რას. აღმაშენებლის გამზირზე ამწეკრანით ავედი, ქუსლიანი ფეხსაცმლით, გამოწკეპილი ვიყავი და მეოთხე სართულის თაღი მე და ერთმა მუშამ დავამთავრეთ. 15 წუთი ვაკეთებდით. სულ ვამბობ, რომ გართობაში ყველაზე მეტად ატრაქციონები მიყვარს. ამერიკაში რომ ვიყავი, მსოფლიოში ყველაზე საშიშ ხუთ ატრაქციონზე ვიჯექი. კლუბებში სიარულზე მეტად ასეთ ადგილებში ვხარჯავ დიდ ენერგიას.
– მას შემდეგ, რაც ნათია პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა, ალბათ, საერთოდ აღარ სცალია ოჯახისთვის.
– გადაწყდა, რომ ნათია ჩვენი შორეული ნათესავია. წელიწადში ერთხელ გვნახულობს და მერე ხან სად მიემგზავრება, ხან კიდევ – სად. ტელევიზიაშიც რომ მუშაობდა, დილით 10 საათზე გავიდოდა სახლიდან და, ღამე 12-ზე შემოდიოდა. ანუ, სადაც არის, ყველგან ბოლომდე იხარჯება. ყოველთვის ვერ ვნახულობთ და მოკლედ, გადაწყდა, რომ შორეული ნათესავია. როცა ვნახავთ, ვეკითხებით: როგორ ხარ, რა ჩამოგვიტანე. ახლა საავადმყოფოებს რომ ხსნიან, მთელი საქართველო მოიარა. სამაგიეროდ, ჩემთვის ახალი ამბები ჩამოაქვს და მერე „ამინდში“ ვიყენებ მათ.
– მოსწონს ნათიას ახალი სტატუსი?
– კი და თან, რომ რეკავს, მოგვიკითხავს და გვეუბნება: მამამ ცოლი ხომ არ მოიყვანაო. ჩვენც ვპასუხობთ: არა, მაგრამ, თუ რამე იქნება, გაგაცნობთ, შენზე კარგად ვინ შეაფასებსო. არ ვიცი, ასეთი შეგნებული და გაგებული ადამიანი, როგორიც მამაჩემია, კიდევ თუ არსებობს. ორი ადამიანი ერთმანეთისთვის რომ არის შექმნილი, ზუსტად ასეა, სულ ცალ-ცალკე არიან, სხვანაირი ხასიათი აქვთ. ნათია როგორიც იყო, ისევ ისეთია. ალბათ, იქაც, როცა დრო აქვს, ისევ ცეკვავს. დედას მეგობრები რომ მხვდებიან, მეუბნებიან: ვაიმე, რა გიჟია დედაშენი, იმ დღეს იქ იცეკვა, აძვრა სადღაც...
– იმის გამო, რომ მშობლები თქვენთან დიდ დროს ვერ ატარებენ, არასდროს გქონია პროტესტის გრძნობა?
– მგონი, ისე შემომაპარეს, რომ ვერაფერი გავიგე და არც მახსოვს, ეს როდის მოხდა. ერთი პერიოდი, კვირა დღეს ყველას გვეცალა – ხან კინოში მივდიოდით, ხან სადმე. ახლა ეს კვირა ორშაბათი გახდა ყველასთვის. წლების განმავლობაში სულ ვგეგმავთ, სადმე წავიდეთ მთელი ოჯახი, მაგრამ ვერ ვახერხებთ. თუმცა, ზაფხულში რამდენიმე დღე ვყოფილვართ ერთად. ჩვენი გადაკვეთის ადგილი არის ჰოლი – შემოვდივარ, ვიღებ ჩანთას, ნათიაც გადის. ლიფტთან  საყვარლად ვეუბნები: ვა, ნათ, როგორ ხარ? იცი, როგორი სიტუაციაა ჰოლში?! გადაკოცნა, დამშვიდობება, პატარა საფრენი ბილიკი გვაქვს.
– ნათია და გოგიჩა კიდევ აწყობენ ვალსის ცეკვაში ჩემპიონატებს?
– მისაღებ ოთახში სავარძლებს გაწევენ და ვითომ ყინულზე სრიალებენ, წყვილები არიან: ნაირა ი გელა. გადაწყვიტეს, რომ ასე უნდა ერქვათ. თან, დილის 4 საათზე ცეკვავენ. სულ ვამბობ: ჩემს სახლში „რეალითი შოუ“ რომ იყოს, ხალხი მაგრად გაერთობოდა. ვიღაც ჭაღზე კიდია. გამოვა კოტე ბაბუ (სერიალიდან) და აჭარულს ცეკვავს. მოკლედ, ჩვეულებრივი საგიჟეთია. დილის 4 საათზე სულ რაღაც ხდება: ვცეკვავთ, ქორწილი გვაქვს... ბებოც ჩვენნაირია. უბრალოდ, მას ამხელა ოჯახი აბარია – უნდა გაგვიმკლავდეს, გვაჭამოს, გაგვიშვას სამსახურებში, დადგმული ნომრები შეაფასოს. ბოლოს გვეუბნება, სირცხვილია, ხალხი გაიღვიძებსო, მაგრამ, მგონი, ისინიც ერთობიან, ისეთი ხმები გადის ჩვენი სახლიდან. სულ ვამბობ: მამაჩემს რომ ვუყურებ, ჩემი იდეალია, ყველაფრით. რომ ვიპოვო ადამიანი, რომელსაც მამაჩემის თვისებების 15 პროცენტი ექნება, ხელებს ავწევ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჩემთვის მამა ყველაფერში ხუთოსანია.

скачать dle 11.3