კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მთვრალი მძღოლი, ხუმარა ავტოინსპექტორი და „ჯილდო“ ორიგინალური ნომრისთვის

ერთი საშინელი ჩვევა მაქვს – ნასვამი ვჯდები საჭესთან და მერე თავს ვეღარ ვაკონტროლებ. არც მაშინ ვარ აზრზე, როცა უგონოდ მთვრალი მივაქროლებ მანქანას და, რაც მთავარია, არც მეორე დღეს მახსოვს, რა მოვიმოქმედე.
რაიონში ვცხოვრობ. ორსართულიანი სახლი მაქვს დიდი ეზოთი და ავტოფარეხით. ისეთი სამსახური მაქვს, ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, აქედან კი თითქმის ყოველთვის ნასვამს მიწევს საჭესთან დაჯდომა. ერთხელ კი ისეთი რაღაც დამემართა, ვერაფრით ვერ დავარწმუნე პოლიციელი, რომ ეს სიმთვრალით მომივიდა და მახეხინეს ციხე რამდენიმე თვე, კარგა დიდი თანხაც გადამახდევინეს და მანქანის ტარების უფლებაც ჩამომართვეს სამი წლით.
მოკლედ, მივდივარ თბილისიდან სახლში ნაქეიფარი და ტეკს ისე ჩავუქროლე, არც კი შემიმჩნევია; სამაგიეროდ, იმათ შემამჩნიეს და ხუთი მანქანა ერთად დამედევნა (ეს მერე გავიგე, რომ ხუთი მანქანა მომდევდა, თორემ, საჭესთან რომ ვიჯექი, მაშინ მათი სირენების ხმა არც კი გამიგონია). ერთადერთი,  რაც სიმთვრალისას არ მავიწყდება, სახლამდე მისასვლელი გზაა. ორი-სამი კილომეტრიღა მქონდა დარჩენილი, რომ ამ ხუთმა მანქანამ ალყაში მომაქცია და იძულებული გავხდი, გავჩერებულიყავი. ძლივს გადავედი და „რვიანებით“ მივედი ავტოინსპექტორთან, შინაურულად გავუღიმე და ვკითხე, ხომ მშვიდობაა, ძმებო, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი.
– ჩვენ კი არა, შენ გჭირდება დახმარება და ახლა ჩვენი დახმარებით წამობრძანდები განყოფილებაშიო, – მითხრა, როგორც ჩანს, ჩინით უფროსმა, საბუთები მომთხოვა და ჩასასუნთქი მოწყობილობა მომიშვირა.
– ეს რა არის, მიკროფონია? – ვკითხე გაელმებულმა.
– ჰო, მიკროფონია. სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული მძღოლები უნდა აღმოვაჩინოთ, – ისეთი სერიოზული სახით მიპასუხა ინსპექტორმა, რომ დავიჯერე, გავსწორდი, ჩავახველე (ყელი ჩავიწმინდე) და ამაყად ვკითხე:
– რა გირჩევნიათ, ხალხური, კლასიკური თუ ესტრადა?
– ამ სიტუაციას ხალხური უფრო მოუხდება, – ისევ სერიოზულად მიპასუხა ინსპექტორმა.
– რა პრობლემაა, – ვთქვი და ისეთი ხმით შემოვძახე „მოხევის ქალო, თინაო“, რომ ახლომახლო ხეებიდან ერთიანად წამოიშალნენ გულგახეთქილი ყვავები და ცხრა მთას იქით გადაიკარგნენ.
– ყოჩაღ, პირდაპირ ფილარმონიაში ხარ მისაყვანი! – შემაქო ინსპექტორმა, თავისი მანქანისკენ გამიძღვა და, ის იყო, საბუთები უნდა ჩამოერთმია, რომ ჩვენგან დაახლოებით 40-50 მეტრში ისეთი ავარია მოხდა, ეს ჩემი ინსპექტორები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ იქითკენ. კარგა ხანს ველოდე, მაგრამ, არავინ რომ აღარ მომაკითხა, ჩავჯექი მანქანაში და სახლში წავედი. რის ვაივაგლახით დავაყენე ავტომობილი ფარეხში და ცოლს ვუთხარი, ვინც არ უნდა მოვიდეს და გკითხოს, სად ვიყავი, თავი მოიკალი და დაარწმუნე, სამი დღეა, ავად არის და სახლიდან არ გასულა-თქო. რატომო, – მკითხა გაოცებულმა ცოლმა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, მგონი, ფილარმონიაში გამოყვანას მიპირებენ და ახლა მაგისთვის არ მცალია-მეთქი. ცოლმა ქოქოლა მომაყარა – შე უბედურო, სულ გამოგათაყვანა ამ სასმელმაო, – და კარი  გაიჯახუნა. მე მაშინვე ტანსაცმლიანად შევწექი ლოგინში და ფშვინვა ამოვუშვი. ალბათ, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ცოლის ისტერიკულმა კივილმა გამაღვიძა:
– აეთრიე ზეზე, შე სასიკვდილე, ფილარმონიის დირექტორმა მოგაკითხა, კონცერტზე უნდა გამოგიყვანოს. დოლ-გარმონი აღარ დაგჭირდება, თვითონ შეგიტანია გარაჟში და თავისით უკრავსო.
თვალების ფშვნეტით წამოვდექი და ცოლს ვეკითხები, – რა ფილარმონია, რა დოლ-გარმონი-მეთქი.
თურმე ინსპექტორები რომ მოსულან და უკითხავთ, თქვენი ქმარი სად იყო წუხელო,  ცოლს მაინც შეუნახავს ნამუსი; დაუწყია მტკიცება, სამი დღეა, ავად არის, ლოგინიდან არ ამდგარაო. ამ დროს ინსპექტორებს ავტოფარეხიდან „მშობლიური მუსიკა“ გაუგონიათ, გამოუღიათ კარი და რას ხედავენ – საცოდავი მანქანა ლურჯ-წითელ „ბიბილოს“ გამალებით ატრიალებს და მშობიარე ქალივით გაჰკივის.
რომელ ფილარმონიაშიც წამაბრძანეს და რა კონცერტზეც გამომიყვანეს, ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის; „ჯილდო“ კი „ორიგინალური ნომრისთვის“ ის იყო, რომ, იმხელა თანხა გადამახდევინეს, ფილარმონიაში შესვლის ყველა მსურველის ბილეთს რომ ეყოფოდა, თანაც, კარგა ხნით ამიკრძალეს საჭე და სიმღერა – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

скачать dle 11.3