*** მოდის ტიპი ახალთახალი „მერსედესით“. გზად ერთი ბომჟი დაინახა. გაატკაცუნა ბომჟმა თითები და უეცრად მის წინ არყით სავსე ჭიქა გაჩნდა. გაუკვირდა ტიპს, მანქანა გააჩერა და უყურებს. გადაჰკრა ბომჟმა, კიდევ გაატკაცუნა თითები და ისევ გაჩნდა ჭიქა არყით. მესამედაც
ჭიჭიკიას ეუბნება მამამისი:
– ჭიჭიკია, ბიჭო, ჩიტებმა ამბავი მომიტანეს, რომ, თურმე, პლანს ეწევი!..
– მამი, ჩიტებს შენ ელაპარაკები და პლანს მე ვეწევი?!.
***
გასვენებააა. კუბო ოთხ კაცს მიაქვს და არავინ ეხმარება. ოთხივე დაიღალა და ის, რომელიც წინ დგას, ეკითხება მეორეს:
– დაწერე?
– კი, დავწერე.
– აბა, უკანებს ჰკითხე, თუ დაწერეს?
უკან მომავლებმა დაადასტურეს, რომ ორივეს ჰქონდა დაწერილი.
– კი, დაუწერიათ, – უპასუხა მეორემ.
– აბა, მოუყიდიათ ეს მკვდარი და ესაა!..
***
– მარო‚ შეგიძლია‚ 100 დოლარად უცხო კაცთან დაწვე?
– იმნაირი ხომ არა ვარ‚ მიხო‚ რეებ მეკითხები? – გაბრაზდა მარო.
– ათას დოლარად?
– მაგაი‚ რა კითხვა უნდა‚ სულელი გგონივარ? – ისევ გაბრაზდა მარო.
***
ჩვენი ფეხბურთის დონის ამაღლებისა და ფეხბურთელების პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით‚ წინადადება შემომაქვს, მაისურზე‚ ნომრის ქვემოთ‚ დაიწეროს ფეხბურთელის მობილურის ნომერი‚ რათა თითოეულ გულშემატკივარს ყოველი თამაშის შემდეგ შეეძლოს‚ დაურეკოს სპორტსმენს და უთხრას ყველაფერი‚ რასაც მის თამაშზე ფიქრობს.
***
ახალი ფიზიკური ერთეული – კილოვატნაგავი.
***
სვანმა კაცი სცემა და პოლიციაში მოხვდა.
– რატომ სცემეთ? არ უნდა დაფიქრებულიყავით‚ სანამ ამას იზამდით?
– აბა არ დავფიქრდი? მაგრამ, სულ ცუდი მეფიქრებოდა...
***
ალცჰეიმერის დაავადებას თავისი კარგი მხარეც აქვს – ყოველდღე ახალ-ახალი ამბები და სულ ახალი ნაცნობები.
***
– რავა ხარ, ჭიჭიკია?
– რავა ვიქნები ამ ყინვაში და ქარში! გარედან ფანჯარაზე თერმომეტრი მაქვს მიკრული‚ წუხელ მომიკაკუნა და მითხრა‚ შემომიშვი‚ თუ კაცი ხარო...
***
ქალი მოხეტიალე ცირკის მომთვინიერებელს ეკითხება:
– ამბობენ‚ თქვენი ძაღლი ლაპარაკობსო...
– დიახ‚ ქალბატონო‚ მხოლოდ ორი ლარი და, შეგიძლიათ‚ თავად მოისმინოთ. აბა‚ ჯეკა‚ უთხარი ქალბატონს რამე!
– ჰამ-ჰამ!
– მეტი არაფერი? აი‚ კიდევ ორი ლარი და რამე სხვა თქვას.
– ჰამ-ჰამ!
– აფერისტი და მატყუარა ხარ. შენი ძაღლი სულ ერთსა და იმავეს ლაპარაკობს‚ მაგასაც თუ ლაპარაკი ჰქვია!..
– დარწმუნებული ვარ‚ ქალბატონო, თქვენს ქმარს ყოველ საღამოს სულ ერთსა და იმავეს ელაპარაკებით‚ მაგრამ, ეს არ გიშლით ხელს‚ აიღოთ მისგან გაცილებით მეტი ფული...
***
ცნობილი საავტომობილო ფირმები გაზაფხულიდან, სპეციალურად ქალებისთვის, უახლესი მანქანების გამოშვებას გეგმავენ: სარკეს თან ახლავს ყუთი მაღალხარისხიანი მაკიაჟით‚ გასაღებს – პომადა‚ ხოლო ცეცხლმაქრს – დეზოდორი...
***
თუ ფულს „გორებად“ გაზომავენ, მე ორმო მაქვს.
***
მეთევზეები ერთმანეთს შეხვდნენ:
– მითხრეს‚ დიდი თევზი დაგიჭერია‚ აბა‚ მაჩვენე‚ რამხელა იყო...
– ნუ გადმომიყვან ახლა მანქანიდან, თვალების ზომას გაჩვენებ და თვითონ მიხვდები...
***
ტიპმა ოქროს თევზი დაიჭირა და, როგორც ხდება ხოლმე, სამი სურვილი უნდა უთხრას:
– მაგარი მანქანა მინდა‚ ძვირფასი ტყავის სალონით‚ ტელევიზორით...
ოპა! – და მანქანაში ზის‚ ტელევიზორიც ჩართულია‚ „მისტერ და მისის სმიტებს“ აჩვენებენ. შეხედა ანჯელინა ჯოლის და – ეს ჩემ გვერდით იყოსო... მოიხედა და, ანჯელინა ჯოლი გვერდით არ უზის?!
– ოხ‚ ნეტავ 35 წლის ვიყო ახლა! – გაფიქრება არ დაემთავრებინა და... კამერაში ზის და ხელში ჯამი უჭირავს‚ ბალანდით...
***
– დალევ რამეს?
– თუ ეს, უბრალოდ, კითხვაა‚ არა... მაგრამ‚ თუ სერიოზულად მთავაზობ – კი.
***
მიხო მამას ეკითხება:
– მამი‚ ბიჭებში სქესობრივი მომწიფება როდის ხდება?
– ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში... რატომ მეკითხები?
– არა‚ ისე‚ მაინტერესებს, რამდენ ხანს შემიძლია პრეზერვატივის გარეშე და, თან, გოგოებიც რომ არ დაფრთხნენ...