კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ყიდულობს ალბერტ მანელოვისგან „ჯადოსნურ“, მწვანე კვერცხს ათ ლარად და რატომ წაიყვანეს თერჯოლის წმინდა სამების ტაძარში მისგან შეძენილი ძვირად ღირებული შავი გედი

ვინც ალბერტ მანელოვის ეზოს ეწვევა, თავი სხვა სამყაროში ეგონება. იქ, ნამდვილი ეგზოტიკური გარემო დაგხვდებათ. ალბათ, ვერსად ნახავთ, იმდენ ლამაზ ფრინველს, მის ეზო-ყურეში რომ დანავარდობს. ალბერტი წლების წინ დაინტერესდა მათი მოშენებით და ისეთი უნიკალური ფარშევანგები, გედები, მტრედები, ხოხბები და ქათმები შეიძინა უცხოეთში, იშვიათად რომ სადმე შეხვდეთ და საკმაოდ სოლიდური თანხაც ღირს. ხელოვნურად გამოყვანილი, იმდენად ლამაზი და საინტერესოა, რომ მას ქართველი ოლიგარქებიც ყიდულობენ და როგორც თავად ალბერტი ამბობს, ფულსაც არ ზოგავენ.

ალბერტ მანელოვი: ბავშვობაში დავინტერესდი ფრინველებით და ჩვეულებრივი, გარეული მტრედები ჩამოვიყვანე სოფლიდან. დღეს კი, 80-მდე მტრედი მყავს და ისეთი იშვიათი სახეობის, მართლაც რომ უნიკალურია. ადრე, დეკორაციის, სილამაზისთვის მოვაშენე მტრედები, ახლა კი კომერციული  დატვირთვა მივეცი და 20 სახეობის მტრედი მყავს. ახლახან, 500 ევრო გადავიხადე წყვილ მტრედში, იტალიიდან ჩამომიყვანეს. ეს არის უნიკალური, ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში, რომელიც სპეციალურად, თურქი სულთნისთვის გამოიყვანეს. უნიკალური კი იმითაა, რომ თუთიყუშის თავის ფორმა აქვს, მაგრამ ნისკარტი იმდენად პატარა, რომ თუ კარგად არ დააკვირდი, ვერც კი შეამჩნევ. ულამაზესები არიან. მთლიანად ჩემი კოლექცია – თავისი მტრედებით, ფარშევანგებით, ხოხბებითა და ასე შემდეგ, მარტო შეუფასებელი განძი კი არა, უნიკალურია, რომლითაც მართლაც ვამაყობ. თან, ჯანმრთელი და, ძლიერები არიან, სიცივე ვერაფერს აკლებთ. მთავარია, ქარმა არ შეაწუხოს. ადრე, უნიკალური თუთიყუშებიც მყავდა, მაგრამ მოვიშორე.
– რატომ?
– მოგეხსენებათ გასული საუკუნის 90-იანი წლები  როგორი იყო. მასიურად მიდიოდა დაყაჩაღება და შარის თავი მქონდა? რუსეთში გავყიდე და შემდეგ უცხოეთშიც გაიყვანეს. სამი კაკადუ მყავდა. თითოს ფასი იმ წლებში 3 ათასი დოლარი იყო. მოსკოვში გავყიდე, მან კი გერმანიაში გადაიყვანა და ახალთახალ „მერსედესში” გადაცვალა. ახლა,  სამი სახეობის 50 ფრთა ფარშევანგი მყავს, კერძოდ, ჩვეულებრივი ფარშევანგი, თეთრი – სპეციალურად, ხელოვნურად გამოყვანილი და შავფრთა. ბუნებაში არ არსებობს არც თეთრი და არც შავფრთა ფარშევანგი, ისინი ხელოვნურადაა გამოყვანილი. ჩემი ძმები ცხოვრობენ საბერძნეთში და ძირითადად ისინი მიგზავნიან ფრინველებს.
– საქართველოში, თქვენ გარდა, კიდევ ვინმეს ჰყავს მსგავსი უნიკალური ფარშევანგები?
– სხვათა შორის, ბევრი ყიდულობს ჩემგან ფარშევანგებს. ისინი აქ, 5 ათასი დოლარი ღირს. მაგალითად, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს ჰყავდათ ჩემგან შეძენილი ფარშევანგები. ძირითადად, ფარშევანგებს ყიდულობენ ჩემგან, რადგან მათ, ხოხბებისგან განსხვავებით, არ სჭირდება ვოლიერი. პირადად ივანიშვილი არ მოსულა, მაგრამ ხალხი გამოგზავნა და შეიძინა. ასე რომ, მას ჩემი გამოყვანილი ფარშევანგები ჰყავს. ისინი, შეგიძლიათ, თავისუფლად გაუშვათ ეზოში და დაცულიც იყოთ. კახეთში, სოფელ შილდაში, მეგობარს ვაჩუქე ერთი ფარშევანგი. ისე გათამამადა, მთელი დღე სოფელში დადიოდა შარა-შარა. ყველა ცნობდა. უცხოები კი გაოგნებულები უყურებდნენ, საიდან მოვიდა აქ ეს ეგზოტიკური ფრინველიო. უნდა გენახათ, სადმე თუ ქეიფობდნენ, დაადებდა თავს და ეგრევე შედიოდა. მოქეიფე კახელების რეაქცია ხომ წარმოგიდგენიათ, მის დანახვაზე? (იცინის). ისე გრძნობდა თავს მთელ სოფელში, როგორც საკუთარ სახლში. მთელი საღამო ხომ აქეთ-იქით დასეირნობდა, საღამოს, მაინც სახლში ბრუნდებოდა. მერე, რაღაცამ შეჭამა. სხვათა შორის, ფარშევანგი, გარდა სილამაზისა, ერთგვარი დამცველი და გამაფრთხილებელია პატრონისთვის. მიწისძვრა რომ მოხდა, რამდენიმე წუთით ადრე, ყველა ერთად აიფოფრა და ისეთ საშინელ ხმაზე დაიწყეს კივილი, გეგონებოდათ, სამყაროს აღსასრული დგებოდა. ეზოში მღრღნელებს, ქვეწარმავლებს, ხვლიკებსა და სხვა სახის მავნებლებს, საერთოდ არ აჭაჭანებენ და თუ ვინმე ქურდულად აპირებს კარ-მიდამოში შემოღწევას, ამაზეც რეაგირებენ – სირენის ხმაზე გაჰკივიან. ყველა ერთად რომ დაიწყებს კივილს, ესე იგი, რაღაც საშინელება მოხდება. შავი გედი ჩემგან წაიყვანეს, თერჯოლის სამების ტაძარში გაუშვეს აუზში და მის ეზოს ალამაზებს. შავი გედიც უნიკალურია. საკმაოდ ძვირად ღირებულია და 6 ათასი დოლარი ღირს წყვილი. ხშირად, როცა პრობლემა ჩნდება, დასახმარებლად მეძახიან. მეც მივდივარ ჩემი ფრთოსანი მეგობრების დასახმარებლად. ყოველთვის ვხვდები, რა სტკივათ, რა უნდათ და რატომ არიან მოწყენილები. მათიც მესმის და მათაც გადასარევად ესმით ჩემი (იცინის). მაგალითად, იხვი „მანდალინკა” ველური სახეობაა და ძალიან ფრთხილია. ერთ დილით რომ ავდექი, ვიფიქრე არ შემცივდეს-მეთქი და ქუდი დავიხურე. ასე შევედი მათთან მოსანახულებლად და რომ დამინახეს, ვერ მიცნეს. აბა, იქ უნდა გენახათ, რა ხდებოდა. აყაყანდნენ, შეშფოთდნენ, დაიწყეს აქეთ-იქეთ სირბილი  და, მივხვდი, ვერ მიცნეს. მოვიხადე ქუდი და დაწყნარდნენ. თავზე თმა არ მაქვს და ქუდით „შეიარაღებული” ვეღარ აღმიქვეს პატრონად.
– სულ რამდენი სახეობის უნიკალური ფრინველი გყავთ?
– მყავს 8 სახეობის ხოხობი, 3 სახეობის ფარშევანგი, 20 სახეობის მტრედი, ასევე, უნიკალური ქათმები, იხვები და გედები. გეტყვით, რომ ამერიკულად, ხელოვნური წესით  გამოყვანილი ქათმები, მწვანე კვერცხს დებენ. ეს ჯიშია „ალაუკანი”. ჩვეულებრივ, გლეხურ ქათამს ჰგავს გარეგნულად. მათი მწვანე კვერცხი კი იმითაა გამორჩეული, რომ სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულება აქვე და ძალიან სასარგებლოა კვებითი ღირებულების თვალსაზრისით. მისი შემადგენლობა ძალიან საინტერესოა, კალორიებით კი მწყრის კვერცხს აღემატება. მისი ღირებულება 10 ლარია. მაგრამ ჩემგან რამდენიმე მიაქვთ, ჩვეულებრივ კრუხს აჩეკინებენ და ასე ამრავლებენ მსურველები სახლში. ის განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის – არ შეიცავს ქოლესტერინს. ასე რომ, ის კალორიულია და თან, დიეტურიც. კალორიები ადამიანს სჭირდება, ქოლესტერინი კი მავნეა. ამ ჯადოსნური კვერცხის მიღებით კი, საფრთხე და გვერდითი მოვლენები, საერთოდ გამორიცხულია.

скачать dle 11.3