კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური ისტორია


უილიამ კონდომი – ინგლისის მეფის, კარლოს მეორე სტიუარტის კარის ექიმი (მეჩვიდმეტე საუკუნე). მისმა გვარმა რა გაგახსენათ?! – დიახ, საუბარი თავის დაცვის საშუალებაზე, პრეზერვატივსა და მისი წარმოშობის ისტორიაზე გვექნება. როცა კარლოს სტიუარტი ინგლისიდან გაიქცა, ემიგრაციაში მყოფი თავს ქალებით იმშვიდებდა. ჩვიდმეტი საყვარელი ჰყავდა და მეფისთვის მთავარი პრობლემა მათი ხშირი ორსულობა იყო. მალე კარლი რვა უკანონო ბავშვის მამა გახდა. 1660 წელს, როცა საყვარლების რიცხვმა ოცდაათს მიაღწია, მეფე მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა. მარტო ლედი კასლმეინმა ოთხი შვილი გააჩინა. გაღარიბება რომ თავიდან აეცილებინა – ამდენ ბავშვს ჭამა ხომ უნდოდა? მეფემ თავის ექიმს და ბავშვობის მეგობარს, უილიამ კონდომს მიმართა დახმარებისთვის. ექიმს სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა. მანამდე არსებული თავის დაცვის საშუალება „ფალოპის ტომსიკა“, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში გამოიგონა იტალიელმა ექიმმა ფალოპიმ, რაც იყო ხახვის წვენში დამბალი პატარა ტომსიკა. მას კაცები წვრილი თოკებით იმაგრებდნენ წელზე შებმულ სპეციალურ ქამარზე. ის მხოლოდ პენისის თავს ფარავდა და, ფაქტობრივად, არაფრად ვარგოდა, თანაც ძალიან მოუხერხებელი იყო.

მაშინ რეზინი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი. კონდომი მიხვდა, რომ საჭირო იყო პენისის მთლიანად დაფარვა. მან მოიგონა და დაამზადა „პრეზერვები“. ცხვრის და ღორის შარდის ბუშტისგან შეკერა სპეციალური ტომსიკები. სახელიც მანვე უწოდა. პირველი „პრეზერვები“ საგანგებოდ მისი უდიდებულესობისთვის დამზადდა მისივე პენისის ზომის მიხედვით. ახალი დამცავი საშუალების აპრობაცია მეფის ქალაქგარეთ რეზიდენციაში, ჰემპტონ-კორტში მოხდა. ექსპერიმენტში კარლოსის ხუთი, განსაკუთრებით საყვარელი ქალბატონი იღებდა მონაწილეობას. არც ერთი „პრეზერვი“ არ გაიხა, კარლოსი აღფრთოვანებული იყო. მან გამოგონებას სასწაული უწოდა. მისი საყვარლები აღარ ორსულდებოდნენ. მეფე ისეთი ბედნიერი იყო, რომ კონდომს გრაფის ტიტული, სტრატფორდის მამული და პრეზერვატივის წარმოებაზე პატენტი უბოძა. ოცი წლის განმავლობაში კარლოსს პრეზერვატივმა მხოლოდ ორჯერ უმტყუნა. მას სამას საყვარელზე მეტი ჰყავდა. 1690 წელს ინგლისურმა პარლამენტმა კონდომის გამოყენება აკრძალა. გრაფი კონდომი მდიდარი, მაგრამ ყველასგან დავიწყებული მოკვდა. ინგლისელებს მისი გამოგონება მაშინ გაახსენდათ, როცა პირველი ომის შემდეგ 400 ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი სახლში სიფილისით დაბრუნდა.


скачать dle 11.3