კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია “გალფი„ რაგბის კავშირის სპონსორი გახდა


24 თებერვალს კომპანია „გალფი”, რომელიც  „ოილ ინტერნეშენალის” ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში, რაგბის კავშირის სპონსორი გახდა. რადგან კომპანია „გალფი”  მნიშვნელოვნად მიიჩნევს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის აქტიურ მხარდაჭერას,  ამ შემთხვევაში მან თავისი არჩევანი რაგბის სპონსორობაზე შეაჩერა, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტია. „დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია, შენი ქვეყნის საამაყო გუნდს ფინანსური დახმარება გაუწიო და ამით მეტი შესაძლებლობა მისცე წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღეიდან ჩვენი მორაგბეების მკლავებზე „გალფის” ლოგო იქნება გამოსახული”, – აღნიშნა კომპანია „გალფის” ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა ოთარ ქათამაძემ. კომპანია „გალფისა” და რაგბის კავშირს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო გიორგი ნიჟარაძემ „გალფის” ვიცე-პრეზიდენტს ნაკრების მაისურები გადასცა საჩუქრად.

скачать dle 11.3