თბილისური საღამოები ათენში
14-19 თებერვალს ათენში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისური საღამოები გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება თბილისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მონაწილეობას იღებდნენ: ნეკა სებისკვერაძე, დავით არჩვაძე და თეატრალური კვარტეტი. კონცერტი ათენის თეატრ „ვეაკში“ 19 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში ირაკლი თავართქილაძე და საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.