კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამუნა ხელაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია “კინოს სახლში„ მოეწყო


თავდაპირველად მისი ლექსები სოციალურ ქსელში გამოჩნდა – ლამაზი, სევდიანი, რომანტიკული, არავის მსგავსი და თაყვანისმცემელთა არმიაც ნელ-ნელა შემოიკრიბა... თამუნა ხელაძე თავის გარეგნობას ლექსებში „ფუთავს“ და მომაჯადოებელ ხიბლს ანიჭებს. მისი პირველი კრებულიც ასეთი გამოვიდა... „ხიბლიანი და სულში ჩამწვდომი აღსასრულამდე...“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია „კინოს სახლში“ გაიმართა და, გარდა საზოგადოებისთვის უაღრესად ქალური პოეზიის გაცნობისა, ერთი სერიოზული „დატვირთვაც“ ჰქონდა: სოციალური ქსელის მეგობრები „ლაივში“ შეახვედრა ერთმანეთს.
ლექსებს, ავტორთან ერთად, მსახიობი მაკა შალიკაშვილი და ნიკო მიქაია კითხულობდნენ, გია ნიკოლაძე („ნიკოლშოუ“) კი სიმღერებით ახმატკბილებდა პოეზიის საღამოდ ქცეულ პრეზენტაციას, რომელიც „კინოს სახლის“ ორგანიზატორების: გიორგი ლილუაშვილისა და ირინა თურქიას თაოსნობით შედგა და დიდი ტორტით, წითელი ვარდებითა და წითელი ღვინით დასრულდა...

скачать dle 11.3