ნათია დუმბაძე “მის საქართველოსა„ და “ჯეოსტარის„ შემდეგ, საკალათბურთო გუნდ “ოლიმპის„ ფიარ-მენეჯერი გახდა
დაახლოებით ერთი თვის წინ, მოდელი და ჯეოსტარელი ნათია დუმბაძე საკალათბურთო გუნდ „ოლიმპის” ფიარ-მენეჯერი გახდა და ამჟამად მთლიანად ამ საქმით არის დაკავებული. ნათიას აქამდე კალათბურთთან არ ჰქონია შეხება, თუმცა, საქართველოს ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდა „კლაიპედაში“ და მას ისე მოეწონა სპორტის ეს სახეობა, რომ ფიარ-მენეჯერის თანამდებობაზე მაშინვე დათანხმდა. ნათიას „ოლიმპის” კალათბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მათ აქტიურად გულშემატკივრობს და ისინიც საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას მომხიბლავ ფიარ-მენეჯერთან ათანხმებენ.