1 მარტიდან – ყარაბაღის ტრილოგიის დასასრული
ცოტა ხნის წინ „სანგუკომ” პოპულარული ფილმის – „გასეირნება ყარაბაღში” ბოლო ნაწილის გადაღება დაასრულა, რითაც ყარაბაღის ტრილოგია დასრულდა. გადაღებები დაახლოებით თვე-ნახევარის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე ამბობს, ახალ გუნდთან მუშაობა ძალიან საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა. ფილმის მესამე ნაწილს „ბოლო გასეირნება” ჰქვია და მას მაყურებელი კინოთეატრებში 1 მარტს ნახავს. ფილმში ძველ მსახიობებთან ერთად, „ახალი“ მსახიობებიც თამაშობენ: მიშა მესხი, კაბუ, თაზო ცხაკაია (მისთვის ეს როლი დებიუტია, რასაც თავი შესანიშნავად გაართვა), თინა დალაქიშვილი, ნინი ბადურაშვილი... ასე რომ, წინ ერთი კარგი და საინტერესო ფილმის ნახვა გველოდება.