კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე – „ჯე” კლასის „მერსედესს“ თუ „ტოიოტას ჯიპს“ „ლენდ კრუიზერი 200-ს“. ორივე მათგანს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმებით.
პასუხი: ორივე ავტომობილი ისე გამძლეა და ამართლებს „ჯიპს“, რომ მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ ორივეს აქვს თავისი, განსაკუთრებული ღირსებები, – რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში – მეორე. პირადად, მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას, თუ რომლის შენახვა უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვთ. უბრალოდ, სამომავლოდ, „ტოიოტას” შენახვა გაცილებით იოლია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივი და თან, ცოტა დეტალებითაა აწყობილი, განსაკუთრებით სავალ ნაწილში. ამასთანავე, მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. კიდევ ის, რომ „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, თუ ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მისი გაფუჭება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ანუ, ისეა მოწყობილი, თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, თუნდაც, სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში” ის სწორკუთხოვნად არის განთავსებული და მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გატეხასაც შუა ნაწილში ცდილობთ. ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაში ეს ჯოხი ისეა გადებული, მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა, შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად აღიქვამთ სიტუაციას – „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული, ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგანაა აწყობილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად აქცევს, თორემ როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.

скачать dle 11.3