რა მოხდა ამ დღეს
27 თებერვალი
1900 – შეიქმნა ინგლისის ლეიბორისტული პარტია.
1932 – ჯეიმს რედვილმა აღმოაჩინა ნეიტრონი.
1974 – ნიუ-იორკში გამოვიდა ჟურნალ Peaple-ის პირველი ნომერი.
28 თებერვალი
1066 – ლონდონში გაიხსნა ვესტმინსტერის სააბატო.
1904 – დაარსდა პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი „ბენფიკა“.
1919 – გამოცხადდა ავღანეთის დამოუკიდებლობა.
29 თებერვალი
1288 – ეს დღე შოტლანდიაში გამოცხადდა დღედ, როდესაც ქალები მამაკაცებს ქორწინებას სთავაზობდნენ. უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებოდა, თუ მამაკაცი დაამტკიცებდა, რომ ის სხვაზეა დაქორწინებული.
1880 – დამთავრდა ალპებში გამავალი რკინიგზის გვირაბის Gotthard-ის მშენებლობა, რომელიც იტალიას შვეიცარიასთან აკავშირებს.
1936 – ნილს ბორმა წარმოადგინა ატომის აგებულების პლანეტარული მოდელი.
1976 – იაპონური კოსმოდრომ „ტანეგასიმადან“ გაუშვეს სამეცნიერო-კვლევითი თანამგზავრი „Ume“.
1 მარტი
1780 – პენსილვანია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი შტატი, რომელმაც თავის ტერიტორიაზე მონობა აკრძალა.
1912 – სენტ-ლუისელი ალბერტ ბერი იყო პირველი, ვინც თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა.
1947 – დაიწყო მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
2001 – ინდოეთის მოსახლეობამ გადააჭარბა 1 მილიარდს.
2 მარტი
1067 – დაარსდა ქალაქი მინსკი.
1933 – ნიუ-იორკში შედგა პრემიერა პირველი ფილმისა კინგ-კონგზე.
1949 – თვითმფრინავმა პირველად შემოუფრინა დედამიწას დაუჯდომლად.
1983 – გაჩნდა პირველი კომპაქტ-დისკები.
3 მარტი
1613 – რუსეთში გამეფდა მიხეილ რომანოვი, დამკვიდრდა რომანოვების დინასტია.
1802 – ვენაში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“.
1804 – რუსეთის იმპერიაში გლეხებს მიეცათ დაქორწინების უფლება ბატონის ნებართვის გარეშე.
1875 – პარიზში შედგა ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა.
4 მარტი
1877 – შედგა პრემიერა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტისა „გედების ტბა“.
1878 – ამერიკელმა ემილ ბერლინერმა გამოიგონა მიკროფონი.