ჩაის დიეტა
ამ დიეტას არ აქვს მკაცრი წესები, მაგრამ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ერთი პრინციპი: ყოველდღე მიირთვით მწვანე ან ბალახეულის ჩაი.
რჩევა: მწვანე ჩაი არა მარტო ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, არამედ, ალამაზებს და აჯანსაღებს კანს.
თავისებურება: ამ დიეტის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი და კუჭის წყლული.
მოქმედების პრინციპი: დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 3 ჭიქა მწვანე ან ბალახეულის ჩაი (საკვების მიღების წინ, 10-15 წუთით ადრე).
მოსალოდნელი შედეგი: 2 კვირის განმავლობაში იკლებთ 5-დან 7 კილოგრამამდე.
ჩაის დიეტის ხანგრძლივობა 14 დღეა, კვების გრაფიკი კი – საკმაოდ მკაცრი.
1) პირველ და ბოლო (მეთოთხმეტე) დღეებში:
საუზმეზე მიირთვით 1 ჭიქა ჩაი და 150 გრამი უცხიმო ხაჭო;
სადილზე – 1 ჭიქა ჩაი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 300 გრამი მოშუშული ბოსტნეული და 1 ჭიქა ვაშლის ფრეში.
ვახშამზე – ჩაი, მოხარშული თევზი (200 გრამი) და ბოსტნეულის სალათა (100 გრამი);
2) მე-2 და მე-13 დღეებში:
საუზმეზე მირთვით 1 ჭიქა ჩაი, მაგარი ყველის 2 პატარა ნაჭერი და 2 ნაჭერი ტოსტერი;
სადილზე – ჩაი, ორთქლზე მოხარშული თევზი (200 გრამი), უმი ბოსტნეულის სალათა (200 გრამი);
ვახშამზე – ჩაი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გრამი მოხარშული ხბოს ხორცი, 200 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა.
3) მე-3 და მე-12 დღეებში:
საუზმე – ჩაი, 2 ცალი უშაქრო „პეჩენია“;
სადილი – ჩაი, 200 გრამი ყვავილოვანი კომბოსტოსა და 200 გრამი ყაბაყისგან მომზადებული რაგუ, 1 ცალი ვაშლი;
ვახშამი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გრამი მოხარშული უცხიმო საქონლის ხორცი, 100 გრამი მწვანე და ყვითელი ბოსტნეულის სალათა.
4) მე-4 და მე-11 დღეებში:
საუზმე – ჩაი, 150 გრამი უცხიმო ხაჭო;
სადილი და ვახშამი – ჩაი, თითო ცალი მოხარშული კვერცხი და 200-200 გრამი მოხარშული სტაფილო 50 გრამი არაჟნით.
3) მე-5; მე-10; მე-6; მე-9 და მე-7; მე-8 დღეებში:
საუზმეზე ჩაი და 2 ნაჭერი ორცხობილა;
სადილზე – ჩაი, 200 გრამი მოხარშული თევზი ან ამდენივე კანგაცლილი მოხარშული ქათამი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათა;
ვახშამი – ჩაი, 300 გრამი ხილი.
შეეცადეთ, რომ თითოეული ულუფის რაოდენობა (ჩაის გარდა) არ აღემატებოდეს 300 გრამს.