კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვიმუშაოთ საკუთარი თავის პატივისცემა

ცნობილია, რომ, თუ ქალი (სხვათა შორის, მამაკაციც) საკუთარ თავს პატივს სცემს, აუცილებლად უნდა იზრუნოს გარეგნობაზე. ხოლო იმისთვის, რომ ჩვენი თვითშეფასება მუდმივად ტონუსში იყოს, აუცილებელია, სათუთად მოვუაროთ იმ ბუნებრივ მშვენიერებას, რითაც ღმერთმა დაგვაჯილდოვა და ხელოვნურად დავიმატოთ ის სილამაზე, რაც ასე საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა გარეგნულმა ბრწყინვალებამ „შიგნიდანაც“ გამოანათოს. ეს კი უაღრესად დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.
მართალია, გარეგნული სილამაზე ქალისთვის მნიშვნელოვანი კოზირია, მაგრამ, ყოველთვის „ჯეკპოტი“ ვერ იქნება. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ შემდეგი „კანონები“:
1. საკუთარი თავის მიმართ კარგი ურთიერთობის კანონი – ჩვენ უფრო მეტად გვიყვარს საკუთარი თავი, როცა კარგად გამოვიყურებით და უფრო მეტად ვცემთ თავს პატივს, როცა ვახერხებთ, საუკეთესო „ხედით“ წარვუდგეთ  საზოგადოებას.
2. ყურადღების მიზიდვის კანონი – როცა ვცდილობთ, მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი გარეგნობა, ამით გარშემო მყოფთა აღიარებას (აღფრთოვანებას) ვეძებთ და, როგორც კი ვაღწევთ ამ მიზანს, ჩვენში იზრდება ღირსებისა და სიამაყის შეგრძნება.
3. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის შენარჩუნების კანონი – მოვლილი გარეგნობა ოსტატურად ფარავს ჩვენს გარეგან თუ შინაგან ხარვეზს (ავადმყოფობას, ცუდ ხასიათს, დაღლილობას). ამისთვის კი, გარეგნობის მოვლასთან ერთად, აუცილებელია შინაგანი მზადყოფნაც – არ დავკარგოთ თავის ფლობის უნარი ნებისმიერ სიტუაციაში. ამიტომ, ხანდახან საჭიროა, გულთან არ მივიტანოთ არასასიამოვნო ინფორმაცია. სულ უნდა გვახსოვდეს ორი „თეზა“:
ა) ამაზე უარესებიც ხდება;
ბ) არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც აღარ ეშველება (ან, პირიქით – რასაც ადვილად ეშველება).
4. პოზიტიური ანარეკლის კანონი – ჩვენი მორთვა-მოკაზმვის კვალდაკვალ თვითშეფასების კოეფიციენტი, რაც, საბოლოოდ, სარკეში ჩახედვის შემდეგ, უცბად გადაიზრდება სამყაროს ნათელ ფერებში აღქმაში.
5. პირდაპირი რესპექტ-დამოკიდებულების კანონი – თუ რეგულარულად, მონდომებითა და სიამოვნებით უვლით გარეგნობას, პარალელურ რეჟიმში იმატებს პატივისცემა და მოწიწება საკუთარი თავის მიმართ. და კიდევ: რაც უფრო ძვირფასი პარფიუმერიით, კოსმეტიკითა თუ აქსესუარებით გაანებივრებთ თავს, მით მეტად დააფასებთ თქვენს ღირსებებს.
დაიმახსოვრეთ ეს კანონები და შეეცადეთ, ჯერ თვითონ დარწმუნდეთ, რომ თავად სრულყოფილება ხართ, ნამდვილი ქალღმერთი. თუ ეს შეძელით, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საზოგადოებაც და, რაც მთავარია, თქვენი ერთადერთიც, ასეთად აღგიქვამთ და მიგიღებთ.

скачать dle 11.3