ჯოკოვიჩის კიდევ ერთი აღიარება
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთის უმაღლესი ჯილდოს – კარაჯორჯევის მედლის მფლობელი გახდა. ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი სერბეთის სახელმწიფოებრიობის დღეს შედგა და სპორტსმენს, თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა გადასცა პრიზი. იანვარში ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა და შარშანდელი ტიტული დაიცვა. ამას გარდა, მან დიდი სლემის ბოლო 5 ტურნირიდან, – ოთხში მოახერხა გამარჯვება და სერბეთმაც სწორედ სპორტული მიღწევები დაუფასა ნოვაკს უმაღლესი ჯილდოს გადაცემით.