ნადალის სიშიშვლე
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მორიგი საჩუქარი გაუკეთა თავის მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებს და ცნობილი ამერიკული ჟურნალის „სპორტს ილუსტრეიდის” გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ნადალის პარტნიორი გადასაღებ მოედანზე ლეონარდო დიკაპრიოს „ექსგერლფრენდი“, მოდელი ბერ რაფაელი გახლდათ. სპორტსმენმა და მოდელმა ღია საცურაო კოსტიუმებსა და საკმაოდ ვნებიან პოზებში იპოზიორეს ფოტოკამერის წინ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ნადალის ფოტოსესიაზე მის დიდი ხნის „გერლფრენდს“, ხისკო პერელიას.