კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველი აღსარება და როგორ მოვამზადოთ ის ამისთვის?
პასუხი: ეკლესია პატარებს ჩვილობის ასაკშიც აზიარებს. პირველი აღსარება კი, ბავშვმა 7 წლის ასაკში უნდა თქვას. მას უნდა ვესაუბროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის საჭირო, მოძღვარს გაანდოს ყველაფერი; რა დიდი სიხარულია ზიარება და რომ უფალი დაასაჩუქრებს მას, თუ კარგად მოიქცევა. სიყვარულისა და სიკეთის მაგალითებს ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს, რომ გაარჩიოს, რა არის კარგი და რა – ცუდი.
კითხვა: როგორ უნდა შევიტყო, სწორად ვადგავარ თუ არა საუკუნო ცხონების გზას?
პასუხი: ამ კითხვაზე დაბეჯითებით დედამიწაზე მცხოვრები ვერც ერთი ადამიანი ვერ გიპასუხებთ მანამ, სანამ მათი სულები სხეულს არ გაეყრება. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ვიქონიოთ წარმოდგენა, სწორად ვადგავართ თუ არა სასუფევლის გზას.  ამქვეყნიური, დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა მკასთან: ვინც აქ არ თესავს, იქ ვერ მოიმკის; ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებაში არ დაუდებს დასაბამს თავისი სულის ხსნაზე ზრუნვას, იმქვეყნადაც სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.
კითხვა: ცნობილია პავლე მოციქულის სიტყვები: „ღმერთთან არ არს მიკერძოება“. მაშინ, რატომ ამბობს თავად პავლე მოციქული: „წუთისოფლის მორწმუნეები ღმერთმა თავიდან ამოგვარჩია“?
პასუხი: ამის პასუხად დავიხმაროთ სიტყვები წმიდა წერილიდან: „მრავალნი არიან ჩინებულნი და მცირენი რჩეულნი“. უფალმა მთელი კაცობრიობა გამოისყიდა თავისი ჯვარცმით, ყველას მისცა ცხონების საშუალება, მაგრამ, ყველა არ მიჰყვება უფლის ძახილს. ვინც თვითონ ირჩევს უფალს და მასთან მიდის, სწორედ ის არის გამორჩეული. ასეთები კი ცოტანი არიან.
კითხვა: შეუძლია თუ არა შვილს, მონათლოს თავისი მშობელი, ანუ, იყოს მისი ნათლია?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში ნათლობას ექნება ფორმალური სახე. ნათლიის მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს ნათლულის სულიერ აღზრდაზე, შვილის რჩევებს კი უმეტესწილად ძნელად იზიარებენ მშობლები. ამიტომ, ისეთმა ადამიანმა უნდა მონათლოს თქვენი მშობლები, ვინც იზრუნებს მათ სულიერებაზე.

скачать dle 11.3