კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამბობენ‚ ვენერა მილოსელს ორი ღირსეული მამაკაცი სთხოვდა ხელსა და გულს, თუმცა, მან ვერაფრით გადაწყვიტა‚ გული ვისთვის მიეცა.

 

 

***

– რა არის რეინკარნაცია?

– ბუდისტების აზრით‚ ეს არის ერთი არსებიდან მეორეში გადასვლა... მაგალითად‚ თუ მოკლავ იხვს‚ მეორედ ამქვეყნად იხვად გაჩნდები‚ ძაღლს მოკლავ – ძაღლად‚ ძროხას მოკლავ – ძროხად...

– მართლა?! წავედი‚ ბილ გეითსი უნდა მოვკლა!

***

4 წლის ასაკში მიღწევაა – არ ჩაიფსა;

12 წლისას – გყავდეს მეგობრები;

20 წლისას – გქონდეს სექსი;

30 წლისას – გქონდეს ფული;

35 წლისას – გქონდეს კარგი ოჯახი;

45 წლისას – გქონდეს კარგი ოჯახი;

50 წლისას – გქონდეს ფული;

60 წლისას – გქონდეს სექსი;

80 წლისას – გყავდეს მეგობრები;

90 წლისამ – არ ჩაიფსა.

***

– თქვენი აზრით‚ რა ხანგრძლივობისაა სექსუალური აქტი?

– ალბათ‚ ასე‚ 35 მეგაბაიტი...

***

– თანამედროვე ქალებს მამაკაცებში სქესის უფრო მეორადი ნიშნები მოსწონთ: ფული‚ მანქანა‚ აგარაკი...

***

განცხადება სადარბაზოში:

„მიმდინარე სამუშაოების ჩასატარებლად თქვენს სადარბაზოს 3 დღით შეუწყდება წყლის მიწოდება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად გთავაზობთ: სულ რაღაც 20 ლარად წყალს გავუთიშავთ მეზობელ სადარბაზოსაც“.

***

სვანი ავეჯის მაღაზიაში შედის:

საწოლი მინდა ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის‚ ორადგილიანი‚ ოღონდ‚ დიდ ადგილს რომ არ იკავებდეს.

– შეგიძლიათ‚ ეს დივანი წაიღოთ: დღისით დასხდებით‚ ღამით კი დასაჯდომ ნაწილზე ერთი დაწვება‚ საზურგეზე – მეორე...

მესამე დღეს სვანმა უკან მიიტანა დივანი:

– დაიბრუნეთ ეს ეშმაკის მოგონილი! მე კი მძინავს‚ მაგრამ, გადაბრუნდება თუ არა ცოლი‚ საზურგიდან პირდაპირ მე დამეცემა ხოლმე.

***

მათემატიკოსს ეკითხებიან:

– წახვალთ არჩევნებზე?

– არა. რა საჭიროა? ალბათობის თეორიით‚ ჩემი ხმა არავითარ გავლენას არ მოახდენს შედეგებზე.

– მაგრამ‚ სხვებმაც თქვენსავით რომ იფიქრონ?

– ალბათობის თეორიით‚ ყველა ჭკვიანი ვერ აღმოჩნდება.

***

პრეზიდენტის პოსტზე პუტინის არჩევის კამპანიაში აქტიურად ჩაებნენ გერმანელები‚ ლოზუნგით: „პუტინი – ჩვენი რეზიდენტი“.

***

ავტობუსში ასული მთვრალი მამაკაცი მოხუც ქალს მიუჯდა.

– სად მივდივართ‚ ბებო? – ძლივს მოაბა თავი კითხვას.

– სასაფლაოზე...

– ესე იგი‚ სახლში... მეც...

***

შედის ცოლი სადარბაზოში‚ ხედავს, განცხადებაა გამოკრული‚ აშკარად თავისი ქმრის ნაწერია: „ვყიდი ცოლს‚ შეუფუთავ მდგომარეობაში. ფასი-360 ლარი“. ჩამოგლიჯა ქაღალდი‚ გამწარებული შევარდა სახლში და ქმარს ეცა:

– რას ჰქვია‚ ასე ცოტა დამაფასე! მეტი არ ვღირვარ?

ქმარმა სულ უბრალო არითმეტიკით ჩამოუყალიბა კალკულაცია:

– 85 კილო ხორცი – ეს შენი‚ ყველაზე მეტი‚ 160 ლარი‚ ნიშნობის ბეჭედიც – 200‚ სულ 360 ლარი გამოდის...

მეორე დღეს ქმარმა ზუსტად იმ ადგილას სხვა განცხადება დაინახა. ცოლს ლამაზი ასოებით გამოეყვანა: „ვყიდი ქმარს‚ შეფუთვის გარეშე. ფასი – 78 თეთრი“.

ახლა ქმარი გადაირია და ეცა ცოლს – შენ ლარებში შეგაფასე‚ მე კი თეთრები ვღირვარო?

მანაც მათემატიკურად გამყარებული კალკულაცია დაუდო წინ:

– ორი კვერცხი – 30+30‚ სულ 60 თეთრია; 1 პიპეტკა – 18 თეთრი‚ სულ 78 თეთრი გამოვიდა.

***

მიხომ ვანუას შესჩივლა: 

– რა ვაჩუქო მაყვალას სარვამარტოდ‚ მერე მთელი წელი ხელში შემიკლამს, კაცო‚ მაგი თავი არა მაქვს...

– რა ფიქრი უნდა... შარშანდელივით 8-ჯერ ასიამოვნე‚ უკეთესს რას მიართმევ?

– ო‚ არა ჯო‚ მაგდენსა ვერ გავქაჩამ...

– აქ არა ვარ‚ ჯო‚ მა ძმაკაცები რისთვინა ვართ‚ გაჭირვებაში თუ არ გამოგადექი...

***

სიახლე: „ორბიტ-კანაფი“ – ყველაზე მხიარული დაცვა კარიესისგან!“

***

ბებია არიგებს შვილიშვილს:

– მაგ ბარებსა და კაფეებში სიარულს, ჯობია, დაჯდე და რამე წაიკითხო კლასიკოსებიდან‚ ყველა კითხვაზე იპოვი პასუხს.

– მომე‚ აბა‚ წიგნი‚ ვნახოთ, რას მირჩევენ ეგ შენი კლასიკოსები‚ რა გავაკეთო, თუ კომპიუტერი „დაეკიდება“.

***

– აზრზე არა ვარ‚ რატომ არ აწერენ წამლებზე კალორიულობას...

***

– დააზუსტეთ‚ როდის გიწოდათ ბრალდებულმა „ბეჰემოთი“.

– შარშან‚ იანვარში.

– კი მაგრამ‚ სარჩელი ახლა რატომ შემოიტანეთ?

– ტელევიზორში ახლა ვნახე ბეჰემოთი...

***

სანდრო უყურებს‚ როგორ აკრავს მამა შპალერს.

– უყურე‚ შვილო‚ ისწავლე და‚ რომ გაიზრდები‚ მამას მიეხმარები, უთხრა დედამ.

– მანამდე‚ რა‚ მამა გაკვრას ვერ დაამთავრებს?!

***

– ვისია ეს მანქანა?

– ჩემია... ნაწილობრივ!

– ეგ როგორ?

– ჩემს ცოლზეა გაფორმებული; ძირითადად‚ ჩემი ბიჭი დადის; ხანდახან გოგოც „გაიმარიაჟებს“ ხოლმე დაქალებთან... როცა შესაკეთებელია‚ მაშინ ჩემია.

***

სინამდვილეში, მხატვარ მალევიჩს შავი კვადრატი უნდა დაეხატა‚ მაგრამ, შუაგულის შეღებვა ვეღარ მოასწრო.

***

„ძვირფასო მგზავრებო! გთხოვთ, შეიკრათ ქამრები, რაც შეიძლება მჭიდროდ – ფრენის დამთავრებამდე ჩვენი ეკიპაჟი თქვენს გამოკვებას არ აპირებს“!

***

ყოველთვის ვფიქრობ‚ ღამის კლუბში „ფეისკონტროლზე“ რატომ დგანან ადამიანები‚ რომლებიც მას ვერასდროს გაივლიან.

 

скачать dle 11.3