შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 5 მარტს. მინდა უცხოეთში გამგზავრება. რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის ნეიტრალურია. ქვეყნებიდან კი შედარებით კარგია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილო ნაწილი, არგენტინა, ისრაელი, ჩრდილო კავკასიის ქვეყნები, ინდოეთის აღმოსავლეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთისა და ვიეტნამის ცენტრალური მხარე, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, კორეა, ბანგლადეში, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები მომავალში წარმატების ადვილად მისაღწევად?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე.
კითხვა: დავიბადე 1970 წლის 25 იანვარს. ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ვიქნები ბედნიერი?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა მერწყულის, სასწორის, ტყუპების, ვერძის, მშვილდოსნის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უფრთხილდით კუროს.
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 13 თებერვალს. უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს, რომელი პროფესიებია წარმატების მომტანი და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ ბედნიერი საოჯახო ურთიერთობა მქონდეს?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის ნეიტრალურია. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთი აფრიკა, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, კანადა, ფინეთი. რაც შეეხება სასურველ ზოდიაქოს ნიშანს, თქვენთვის მისაღებია მშვილდოსნის ან ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ბედის დაკავშირება. ერიდეთ თხის რქას.
პროფესიებიდან კი წარმატებებს მოგიტანთ: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, ასტროლოგია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო საქმე, ჟურნალისტიკა, სამრეწველო ტექნოლოგია, კომპიუტერული ტექნოლოგია, აუდიო-ვიდეო სისტემების ბიზნესი, არქიტექტურა, ისტორია, პედიატრია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია.