კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ძმამ და და დისშვილები უკრაინიდან საქართველოში

 

61 წლის ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ზოლინი ეძებდა 59 წლის ელეონორა ნიკოლოზის ასულ ზოლინას, დაახლოებით 30 წლის ელა ბადრის ასულ ნებიერიძეს და 33 წლის დავით ბადრის ძე ნებიერიძეს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ იანვრის ბოლო ნომერში გამოქვეყნდა. ჩემმა რესპონდენტმა თავისი ისტორია იმეილით გამომიგზავნა. ის ამჟამადაც ლუგანსკში იმყოფება. საბედნიეროდ, ვლადიმირის დასა და დისშვილებს მივაგენით. ამჟამად მათ შორის კავშირი უკვე აღდგენილია და ისინი ახლო მომავალში ერთმანეთთან შეხვედრასაც გეგმავენ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი კვლავ ვლადიმირ ზოლინია, რომელიც თავად გვიამბობს თავისი სიხარულის შესახებ.

– ფიქრობდით თუ არა, რომ დასა და დისშვილებს თქვენი ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?

– სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი გამიჩნდა, როდესაც თქვენ ჩემს ისტორიას გამოეხმაურეთ და გავიგე, რომ, შეიძლებოდა ის  თქვენს რუბრიკაში დაბეჭდილიყო. როგორც გითხარით, მე და ელეონორას შორის კავშირი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა და მე სერიოზულად განვიცდიდი ამას. ძალიან რთულია, როდესაც შენს ნათესავებს ტერიტორიული სიშორის გამო ვერ უკავშირდები. მე და ჩემი და დავიბადეთ უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკში. მოხდა ისე, რომ ჩემი და ქართველს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად ლუგანსკიდან საქართველოში გადავიდა. ნორასთან კავშირი მხოლოდ წერილებით და ტელეფონის საშუალებით მქონდა. ჩემი და 26 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. თბილისში ნორას შეეძინა ორი შვილი: უფროსი – დავითი, ამჟამად 33 წლის არის, და ელა კი – 30 წლის. მე ჩემი დისშვილები მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, ეს იყო 1995 წელს, როდესაც ისინი ჩვენთან იმყოფებოდნენ სტუმრად. ბოლო წერილი კი ნორასგან 1999 წელს მივიღე. დღესდღეობით მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მათთან კავშირი აღდგენილია და ახლო მომავალში ჩვენ პირადადაც შევხვდებით ერთმანეთს. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე მოკლე დროში მე მათ ვიპოვიდი, თუმცა, ამის იმედი ყოველთვის მქონდა.

– ცამეტი წელია თქვენ შორის კავშირი, არ ყოფილა. მაინც, რა იყო ამის მიზეზი?

– დიახ, სწორედ ცამეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ნორასგან ბოლო წერილი მქონდა მიღებული. ბევრს ვცდილობდი, დავკავშირებოდი მას, მაგრამ, უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ ნორასაც არაერთხელ უცდია ჩემი პოვნა, მაგრამ, ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებოდით, რადგან, ნორას ოჯახმაც შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და, ამავე პერიოდში, ლუგანსკში  ჩემს ქუჩასაც შეეცვალა სახელწოდება. ამის გამო ნორას მიერ გამოგზავნილ წერილებს ვერ ვიღებდი. სულ ვფიქრობდი და მიკვირდა, რატომ არ მირეკავდა და არ მწერდა ნორა. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ და, დიდი იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ჩემს დასთან სტუმრად ჩამოვალ.

– ვინ გგულშემატკივრობდათ დის მოძებნაში?

– მთელი ჩემი ოჯახი მგულშემატკივრობდა ნორასა და მისი შვილების მოძებნაში. ჩემი შვილები ინტერნეტით ცდილობდნენ მამიდაშვილების პოვნას, ჩემმა მეუღლემ კი თქვენთან დაკავშირება მირჩია, რადგან, გაგებული ჰქონდა, რომ თქვენ დაეხმარეთ მის თანამშრომელს ნათესავების პოვნაში. ამჟამად მთელი ჩემი ოჯახი კმაყოფილი და ბედნიერია ამ ამბით და, იმედი გვაქვს, რომ თქვენ კიდევ ბევრ ადამიანს დაეხმარებით.

– საქართველოში ჩამოსვლას და დასთან შეხვედრას როდისთვის გეგმავთ?

– დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ამ საკითხს მოვაგვარებ და აუცილებლად ჩამოვალ. ნორამ უკვე დამპატიჟა სტუმრად. თავად ის ვერ ახერხებს ჩამოსვლას, მე კი კიდევ ერთი მიზეზი გამომიჩნდა, რომ თბილისში ჩამოვიდე. ყოველთვის მაინტერესებდა თქვენი ქვეყანა და მოხიბლული ვიყავი ნორას მიერ მოყოლილი ამბებით. მისი თქმით ქართველები საოცრად თბილი და კეთილი ხალხია. მე ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ, გაგონილს ნანახი ჯობია. ჩემს შვილებსაც უნდათ ჩამოსვლა. არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებთ ამ ზაფხულს, მაგრამ თუ მატერიალურმა მხარემ ხელი შეგვიწყო, შეიძლება, ოჯახითაც ჩამოვიდე საქართველოში, ნათესავების სანახავად.

 

скачать dle 11.3