კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავრჩეთ მეგობრებად


არსებობენ ქალები, რომლებმაც არაჩვეულებრივად იციან, როგორ დაშორდნენ მამაკაცს ისე, რომ ის მის მეგობრად დარჩეს, კიდევ ძალიან დიდხანს და როცა გაუჭირდება, მისი დახმარების იმედი ჰქონდეს. რა არის ეს – ჭკუა, დიპლომატია თუ განსაკუთრებული ქალური მომხიბვლელობა. ყველაფერი ერთად! ყველაზე ნაკლები წვლილი კი ქალურ მომხიბვლელობას მიუძღვის. ანუ, თუ ჭკვიანად იქნებით, თქვენც შესძლებთ, შეყვარებული მამაკაცი, რომელიც თქვენ არაფრად მიგაჩნიათ, მტრად კი არ გადაიქციოთ, მეგობრად გაიხადოთ.

1. თქმა იმისა, რომ უკვე დაკავებული ხართ, სისულელეა, ბანალური მიზეზი, რომლისაც არც ერთ მამაკაცს არ სჯერა. სამაგიეროდ, მათ სჯერათ ზღაპრების. რა გიშლით ხელს, რომ შეთხზათ მშვენიერი ამბავი რომანტიკულ სიყვარულზე და უთხრათ, რომ მშვენიერი რაინდი, რომელსაც ერთგულება შეჰფიცეთ, ცრემლმორეულმა გაისტუმრეთ უცხოეთში სასწავლებლად (ან სამუშაოდ თქვენი ბედნიერი მომავლისთვის). ერთგულებას მამაკაცები აფასებენ, ანუ ეს ვარიანტი გაჭრის.

2. არავითარი ფლირტი. ნუ ეთამაშებით ცეცხლს. არ არის საჭირო მისი პროვოცირება. გრძნობებით გართობა არ შეიძლება. ეს თამაში, შესაძლოა, ძალიან ცუდად დამთავრდეს. მამაკაცების უმრავლესობა იმაზე მგრძნობიარეა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ ღირსება და პატივი ეცით მის პიროვნებას. ნუ შეურაცხყოფთ მამაკაცს. ნუ ეცდებით მის გაღიზიანებას, გამოწვევას. რატომ უნდა დასცინოთ მამაკაცს, რომელსაც უყვარხართ. ნუ მიახლით, რომ ის თქვენს ფრჩხილადაც არ ღირს, რომ წარუმატებელი ადამიანია და ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს. უბრალოდ, გაუღიმეთ და უთხარით, რომ თქვენს გულს მისი გულის არ ესმის. აი, მეგობრობა კი ყოველთვის შეიძლება.


скачать dle 11.3