კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა ვალდებულებები აქვს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს?

პასუხი: მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, რეალიზებულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე გამოწერს პირველად საგადასახადო დოკუმენტს. დოკუმენტის გამოწერისას სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, დოკუმენტში მიუთითოს მისი სტატუსი და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია, მისთვის ან მის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს დადგენილი წესით. ის, ასევე, ვალდებულია, უზრუნველყოს  საგადასახადო დოკუმენტების 6 წლის ვადით შენახვა.

კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა საქართველოში  რაიმე სახის კანონი, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ორგანოების გადანერგვის საკითხებს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ არსებობს საქართველოს კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო დაწესებულებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან ერთზე მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ნებაყოფლობით გაცემის, მათი აღების, შენახვის, განაწილებისა და სხვა ადამიანისთვის გადანერგვის მიზნით საკითხებს და ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, არსებობს თუ არა იურიდიულად ტერმინის  – „გენეტიკური ნათესავის“ განმარტება?

პასუხი: ტერმინი „გენეტიკური ნათესავი” განიმარტება და მასში იგულისხმება დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, ბაბუა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი. 

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რა ძირითადი მოვალეობები აქვთ საქართველოში იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ პირობითი სასჯელი? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, პირობით მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია, დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება მსჯავრდებულის კონკრეტულ მოვალეობებს, სასჯელის სახიდან გამომდინარე, განისაზღვრება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 

კითხვა: მაინტერესებს, საქართველოში რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ შეძლოს პრობაციის ოფიცრად მუშაობის დაწყება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პრობაციის ოფიცერი შეიძლება, იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს უმაღლესი განათლება. პრობაციის ოფიცერი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში – გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს, რომლის დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას, რის შემდეგაც, პრობაციის ეროვნული სააგენტო პრობაციის ოფიცერს დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

კითხვა: ვცხოვრობ პრივატიზებულ კორპუსში. უკვე 36 წელია, სახლთან გაჩერებული მყავს ავტომანქანა, რომელიც ხელს არ უშლის მოსახლეობას და არც პრეტენზია აქვს ვინმეს. ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა ერთ-ერთ მეზობელთან, რომელსაც მიწის იგივე მონაკვეთი სჭირდება იმავე მიზნისთვის. მაინტერესებს, კანონის მიხედვით, მაქვს თუ არა რაიმე პრიორიტეტი მასთან შედარებით, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ხანია, სადავო ადგილი ჩემი ავტოსადგომია?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოცემული საკითხი უნდა მოწესრიგდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების შესაბამისად. ზოგადად, მესაკუთრეს შეუძლია, ისარგებლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებით. მოცემულ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს და მოითხოვოთ გარკვეული ფორმით უფლების მოპოვება იმ ადგილზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მეზობელი, რომელიც, ალბათ, ასევე ამხანაგობის წევრია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს იჯარით გასცეს, გააქირაოს, გაასხვისოს ან დროებით სარგებლობაში გასცეს ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება; შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს, უპირატესად მოგანიჭოთ სადავო ადგილი როგორც სარგებლობაში, ასევე, საკუთრებაში.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა სახის ქონება შეიძლება ჩაითვალოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებად?

პასუხი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ არის ინდივიდუალურ საკუთრებაში.

კითხვა: სასამართლოს მიერ შეფარდებული მაქვს პირობითი მსჯავრი და ყოველ კვირას დავდივარ განსაზღვრულ დღეს პრობაციის სამსახურში, სადაც ვაფიქსირებ ჩემს გამოცხადებას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვინაიდან ჩემი ოჯახი იცვლის საცხოვრებელ ადგილს, მეც მიწევს საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლა. გთხოვთ, მაცნობოთ, შემიძლია თუ არა, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადასვლის შემდეგ, შევიცვალო პრობაციის ბიუროში გამოცხადების ადგილიც?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს,  საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, შეუძლია, შეიცვალოს პრობაციის აღსრულების ადგილიც. კერძოდ, თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა აღნიშნული მოვალეობა, ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ ახორციელებს კონტროლს იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მსჯავრდებულს ამ სახის სასჯელის დარღვევისათვის? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ იმ მსჯავრდებულთა კონტროლს, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ახორციელებს პრობაციის ბიურო. პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წესებისა და პირობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.

 

скачать dle 11.3