კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მორალური დანაშაული

 

ალბათ, ყველა ქალაქს ჰყავს თავისი მის კასელსი – მოქალაქე, რომელმაც საკუთარ თავს ქალაქის მორალის სადარაჯოზე დგომა დააკისრა. ამიტომ, ყველას ამათრახებს, ვინც, მისი აზრით, მორალის ჩარჩოებში არ ჯდება. მის კასელსი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა, ბალზაკის ასაკის ქალებს რომ უწოდებენ. მთელი წელი იგი მკაცრი, გულდახურული კაბებით, გახამებული ქათქათა საყელოებითა და წვეტიანი ფეხსაცმელებით დადიოდა. 

მას შემდეგ, რაც ქალაქმა თავის მთავარი ღირსშესანიშნაობა – მის კასელსი დაკარგა, ხალხმა ძალიან მოიწყინა. ეს არც იყო გასაკვირი.  მორალის დამცველის „დამსახურებებში”, მინიმუმ, თერთმეტი გაყრა, სამი თვითმკვლელობა და ის სამი მღვდელი შედიოდა, რომელთაც ქალაქიდან გადაყვანა ითხოვეს. კიდევ, თუ არ ჩავთვლით, ყველა ინსტანციაში გაგზავნილ ასეულობით წერილს, რომლებმაც ბევრს გაუფუჭეს რეპუტაცია. 

ეს უნიკუმი, ანუ მის კასელსი  შვიდი წლის წინ დაიღუპა. ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი იყო. იმდენად ცხელი და ჩახუთული დღე გახლდათ, მარტო ამ მიზეზითაც დაგამახსოვრდებოდა. ქალაქი ზეიმისთვის ემზადებოდა. როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი გამოცოცხლება ქალაქის სამხრეთ ნაწილში იგრძნობოდა. სწორედ იქ იპოვეს პირველი გვამი. 

ეს ქალაქი იმითაც იყო  გამორჩეული, რომ პირდაპირ ცენტრში მდებარეობდა საგიჟეთი. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა, ქალაქის მცხოვრებნი მზერას, გასაგები მიზეზების გამო,  უპირველესად,  ამ დაწესებულებისკენ მიმართავდნენ ხოლმე.  ამჯერადაც ასე მოხდა და პოლიციამ გაარკვია, რომ საგიჟეთიდან ერთ-ერთი ყველაზე საშიში ავადმყოფი გაიქცა.

გარდაცვლილი ჯო დიკსი აღმოჩნდა – უწყინარი მათხოვარი. ჯოს კისერზე წინდა ჰქონდა შემოხვეული საავადმყოფოს დამღით. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ მკვლელი გაქცეული გიჟი იყო, ისიც დარწმუნდა ამაში.  ახალი ამბავი ქალაქს ელვის უსწრაფესად მოედო და უკვე დილის ცხრა საათისთვის გარეთ ვეღარავის ნახავდით. ყველა სახლში ჩაიკეტა. ქუჩაში მარტო პოლიციელები და მოხალისეთა ის ჯგუფი თუ შეგხვდებოდათ, რომლებიც გაქცეულს ეძებდნენ. 

ნაშუადღევს ხმა გავრცელდა, რომ გიჟმა მკვლელმა ქალაქი, ალბათ, უკვე დატოვაო. ზოგმა ფანჯრის გაღება გაბედა. ემელინ ლორინგი – სისულელის ეტალონი კი, საერთოდ, ეზოშიც გამოვიდა, ქათმებისთვის რომ ეჭმია. ეს წინდაუხედავი ნაბიჯი კი მის ცხოვრებაში ბოლო აღმოჩნდა. იგი საქათმეში გაჩეჩქვილი თავით იპოვეს. მეორე გვამის აღმოჩენის შემდეგ, მოხალისეების დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთ მოვალეობას, როგორც გასართობს ისე უყურებდნენ, აორთქლდა. ერთი იყო მათხოვრის მკვლელობა, ღამით, სადღაც ნაგავსაყრელზე და სხვა – დღისით, მზისით, სულელი, მაგრამ კეთილი ქალბატონის განადგურება.  

იმ დროისთვის ქალაქის ყველა გასასვლელი უკვე ჩაკეტეს. მოქალაქეები იმ თაგვებად იქცნენ, უჩინარ კატასთან ერთად რომ ჩაკეტეს. ისინი კი საკუთარ თავს ეკითხებოდნენ: სად არის ეს კატა, ნეტავი, დაიკმაყოფილა შიმშილი, თუ არაო?..  

დრო გადიოდა. სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად, ქალაქი შიშმა მოიცვა. ოთხი საათისთვის მხოლოდ ტემპერატურა შეიცვალა და ქალაქის არსებობის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამიტომ, მხოლოდ ერთეულებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა სახლიდან მის კასელსი და ვითომც აქ არაფერიაო, ეკლესიისკენ გაემართა. სურათი მართლაც დასამახსოვრებელი იყო. თერმომეტრი ორმოც გრადუსს უჩვენებდა, ქალაქში მანიაკი დაძრწოდა, ხოლო მის კასელსი, ისე იყო გამოწყობილი, თითქოს მასკარადზე მიდისო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის, მინიმუმ, ექვსმა მოქალაქემ დაინახა. თავიდან საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს, როცა მარტო მიმავალი ქალი დაინახეს. თუმცა, რომ დააკვირდნენ და მის კასელსი იცნეს, გაკვირვებამაც გაუარათ. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ არც ერთ მანიაკს, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულს, აზრად არ მოუვიდოდა ამ ბებერ კუდიანს თავს დასხმოდა. მის კასელსი ყოველდღე, ხუთის ნახევარზე, ეკლესიაში ორღანზე უკრავდა და არ აპირებდა, ვიღაც მანიაკის გამო, ჩვეულებისთვის ეღალატა. 

ერთ-ერთმა მოხალისემ, ჯონ პირდმა, მიუხედავად მის კასელსის მცდელობისა, თავიდან მოეშორებინა, ქალი ეკლესიამდე მაინც მიაცილა. მოგვიანებით, მან აღიარა, რომ ეკლესიაშიც შეჰყვებოდა, მის კასელსის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო. 

იმავე საღამოს მის კასელსიმ პოლიციელებს უამბო, რა მოხდა მას შემდეგ, რაც  ის ეკლესიაში შევიდა. ისე რომ, შუქი არ აუნთია, მეორე სართულზე ავიდა, სადაც ორღანი იდგა. გასავარჯიშებლად, ბახის პრელუდია დაუკრა, რის შემდეგაც, იმ მუსიკალური ნაწარმოების დაკვრა დაიწყო, რომელიც მომავალ კვირას უნდა შეესრულებინა. დაკვრის დროს მის კასელსი დროდადრო, ორღანის კიდეზე მიკრულ სარკეში იხედებოდა და  ხედავდა, ქორო, ან პატარძალი გასასვლელში როდის გამოდიოდა. ამით ხვდებოდა, როდის უნდა დაეწყო დაკვრა. თუმცა, ჩვენი მორალისტი ამ სარკეს სხვა მიზნებისთვისაც იყენებდა – მაგალითად, გაერკვია, ვინ მოვიდა ეკლესიაში და ვინ არა. შემდეგ კი ეს ინფორმაცია ქალაქში ზნეობის დაცემის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა. იმ დღეს მის კასელსი ორღანზე უკრავდა და ჩვეულებისამებრ, დროდადრო, სარკეში იყურებოდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში და მოულოდნელად,  საკურთხეველთან მამაკაცი დაინახა.

მოგვიანებით, პოლიცია მივიდა დასკვნამდე, რომ გიჟი, ალბათ, ეკლესიაში სარდაფის ღია ფანჯრიდან ჩაძვრა და დაიძინა. რამდენიმე საათში კი, ის ორღანის ხმამ გამოაღვიძა. ასე რომ, მის კასელსი ყველაფერში თავად გახლდათ დამნაშავე – მჯდარიყო სახლში და ცოცხალი იქნებოდა. 

თავიდან მის კასელსი ისე უკრავდა, თითქოს აქ არაფერიაო და სარკეს თვალს არ აშორებდა. გიჟი თავაწეული იდგა, თითქოს მუსიკისკენ მიისწრაფისო. სახეზე იმ გაბუტული ბავშვის გამომეტყველება შეყინვოდა, რომელიც უდროო დროს გააღვიძეს. ალბათ, მის კასელსმა იფიქრა, თუ დაკვრას გააგრძელებდა, გიჟი ცოტა ხანში თავად წავიდოდა, მაგრამ მანიაკმა ფეხი მოინაცვლა და ქალმა მარჯვენა ხელში დანა დაუნახა. კასელსი ფრთხილად ადგა და უხმაუროდ გაემართა მარცხენა კიბისკენ, მაგრამ იქამდე რომ მივიდა, კაცი უკვე კიბის ძირში იდგა და ელოდებოდა. თან, თავდახრილი, იატაკს დასცქეროდა. მაშინ მის კასელსი შემობრუნდა, მარჯვენა კიბისკენ წასასვლელად, მაგრამ გიჟიც იქით შებრუნდა. ეს უაზრო თამაში შეიძლებოდა, დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. მკვლელი თავდახრილი იდგა და ქალს არ უყურებდა, მაგრამ რომელიღაც მეექვსე გრძნობით, მის ყველა ნაბიჯს ხვდებოდა. გიჟი დაქოქილი ავტომატივით მოძრაობდა. მე იმ ადამიანებზე ვიფიქრე, – ყვებოდა საღამოს მის კასელსი, – ვის სინდისზეც ჩემი სისხლი იქნებოდა. ვიფიქრე, საგიჟეთის უპასუხისმგებლო ექიმებზე... იმედი მაქვს, ახლა მაინც მიხვდებიან, რა გადავიტანე... ასევე იმათზე, ვინც დერეფანი ჩახერგა...

მოკლე, ვიწრო დერეფანი, რომელზეც მის კასელსი ლაპარაკობდა, ზედა სართულიდან კიბეების გარეშე გასვლის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, რადგან  არავინ სარგებლობდა, ბოლო რემონტის დროს, კარს პანელი ააფარეს. თავად დერეფანი კი, საწყობად გადააქციეს. რაღაც დროის განმავლობაში მის კასელსი და გიჟი ამ საშინელ თამაშში იყვნენ ჩართული. შემდეგ ქალს მხსნელი დერეფანი გაახსენდა. ბებერმა კუდიანმა, ალბათ, გაიფიქრა, რომ ხსნის გზა მას ღმერთმა უმწიკვლო ცხოვრების სანაცვლოდ უჩვენა. ის კედელთან მივიდა და რამდენიმე წუთში, ის პანელიც იპოვა, რომელიც კარზე იყო აფარებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიჟი იატაკს დასჩერებოდა.  მის კასელსმა კარი გააღო და შევიდა. მას დერეფანი ციდან მოვლენილ ხსნად მიაჩნდა, ვიდრე რაღაც მაგარს არ დაეჯახა. დაფიქრდა და გაახსენდა ის დღე, როცა დერეფანში ჭერამდე ჰიმნებისა და ნოტების კრებულები დაალაგეს... მიხვდა, ხაფანგში მოყვა. 

– მაშინ ლოცვა დავიწყე, – უყვებოდა მის კასელსი პოლიციელებს, – ვლოცულობდი, რათა ღმერთს ჩემი უმწიკვლო ცხოვრება გაეხსენებინა და ჩემთვის სწრაფი სიკვდილი ეჩუქებინა. ჩემს სიკვდილში დამნაშავეებიც დაესაჯა. 

როდესაც კარი გაიღო და ზღურბლზე თეთრ პიჟამაში გამოწყობილი გიჟი გამოჩნდა, მის კასელსმა შიშისგან კინაღამ გრძნობა დაკარგა. ქალი მუხლებზე დაეშვა და მხურვალე ლოცვას მოჰყვა. თან, დანას თვალს არ აცილებდა. მკვლელიც დანას უყურებდა, თითქოს ტკბება მისი ცქერითო. შემდეგ რაღაცამ მისი ყურადღება მიიპყრო. მან უკან მიიხედა, დანა დააგდო და დერეფნიდან სასწრაფოდ გავიდა. მის კასელსმა გაიგონა, როგორ დაეშვა ის კიბეებზე და ეკლესიიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ვიღაცის ყვირილი გაისმა. მერე ისევ  ფეხის ხმა... ამის მერე მას აღარაფერი ახსოვდა, სიბნელემ დაისადგურა...

მანიაკი მაშინ დაიჭირეს, როდესაც მოედანზე წყნარად მიდიოდა. ხუთი წუთის შემდეგ, ედ ბერნსი და ტომ ნიკოლსი ეკლესიაში შევიდნენ და მის კასელსი იპოვეს. მას ორჯერ ჰქონდა დანა ჩარტყმული და ბევრი სისხლი დაიკარგა. რა თქმა უნდა, ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე საათი ექიმებს კიდევ ჰქონდათ სასწაულის იმედი და ამბობდნენ,  გადარჩენის შანსი აქვსო. ამ დროს ის გონზე მოვიდა და პოლიციელებს უამბო იმის შესახებ, რაც ეკლესიაში მოხდა.

– თქვენ აუცილებლად უნდა იპოვოთ ის ნაძირალა, ვინც დანა დამარტყა, – მოითხოვა მან, – თუ არ დაიჭერთ, თავს დააბრალეთ! 

მკვლელმა წინდახედულობა გამოიჩინა და დანიდან ანაბეჭდები წაშალა. დამნაშავის ძებნა გართულდა. თითქმის ყველა მცხოვრებს ჰქონდა შესაძლებლობა, სახლიდან გამოსულიყო, ან მოხალისეთა რაზმი დაეტოვებინა და რამდენიმე წუთით ეკლესიაში შესულიყო. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ბებერი კუდიანი ყოველდღე, ხუთის ნახევრიდან ექვსის ნახევრამდე, ეკლესიაში მუზიცირებდა. ნამდვილად ვიღაცამ გადაწყვიტა, სიტუაციით ესარგებლა და მასთან ანგარიში გაესწორებინა. თან, ყველაფერი გიჟს დაბრალდებოდა. მკვლელობისთვის მოტივები საკმარისი იყო. მის კასელსმა საკუთარი პერნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3