კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ალიხანაშვილი

სპარსული ტერმინი, ტიტული ალიხანი საქართველოში მამაკაცის საკუთარ სახელად იქცა და მისგან ნაწარმოებია გვარი ალიხანაშვილი.

ზემოაღნიშნულს ადასტურებს შუა საუკუნეების ქართლ-კახეთის მეფეების სახელები, მაგალითად: ერეკლე პირველი ნაზარალი-ხანი (1688-1703 წლები), იესე ალიყული-ხანი (1711-1716 და 1724-1727 წლები), ალი-ხანი (1743 წელი).

იოანე ბაგრატიონი წიგნში – „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა,” წერს: „ხოლო ოდეს დაიპყრეს თურქმენთა საქართველო და ერთგულობდნენ ერისთავნი უმეტეს თურქმენთა და დროსა ამას შინა. რა მიიღო ტახტი სპარსეთისა ნადირშამ და გარეკა ყოვლის მხრითგან ოსმალნი და მისცა არაგვი მეფესა თეიმურაზსა ჯილდოდ ერთგულებისთვის, მისისა ქრისტეს აქეთ 1742-სა. ხოლო უკანასკნელ მეორემან ირაკლი მეფემან თეიმურაზის ძემან შეაერთა საქართველო და კახეთი. მაშინ განასხნა დანაშთნი არაგვის ერისთვის ძენი კახეთსა შინა და მიუბოძა მუნ ადგილნი და სოფელნი, რომელნიც პირველნი იწოდებოდნენ სარიდანის შვილებად, ხოლო მეორე ლალიხანის შვილებად.”

შემდგომში ლ ამოვარდა და დარჩა ალიხანაშვილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ლალიხანიშვილები და ალიხანაშვილები ერთნი არიან. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ალიხანაშვილები და მისი ფუძისგან ნაწარმოები გვარები გვხვდება კახეთის თითქმის ყველა რაიონში.

ამას გარდა, გვარი ალიხანაშვილი 1840 წლის აღწერით, გვხვდება რაჭის სოფელ ღარში.

როგორც გაირკვა, ალიხანაშვილები ლალიხანიშვილებიდან მოდიან, თუმცა, ეს ამ გვარის ერთადერთი წარმომავლობა არ არის. ალიხანაშვილი ქართული სამართლის ძეგლებში გვხვდება 1535-1538 წლებში. ეს გვარ-სახელი მოიხსენიება სოფლებში: ტბისში, ნახშირგორში, ენაგეთში და სხვაგანაც. აზნაურ ალიხანაშვილთა ადრინდელი გვარი იაგულაშვილი ყოფილა, რომლებიც მებატონე-მემამულეები იყვნენ. მეფის მიერ ქაიხოსრო ორბელიშვილისთვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნში, 1695 წელს, მოწმედ მოიხსენიება აზნაურიშვილი გოდერძა ალიხანაშვილი. აქვე აღნიშნულია იაგულაშვილი (იაგულაანთ-ალიხანაშვილი). ქვემო ქართლის აზნაურიშვილი, 1697 წელს, მეფის დარბაზის გამგებელი ყოფილა და ჰყოლია მამა – ალიხანა იაგულაშვილი.

იაგულაშვილის მრავალრიცხოვანი ვაჟიშვილები გაყრილან და მათი სახელებიდან წარმოქმნილია ახალი გვარები: ალავერდიდან – ალავერდაშვილი; ალიხანიდან – ალიხანაშვილი; ასლამაზადან – ასლამაზაშვილი; ბეჟანიდან – ბეჟანიშვილი; დემურიდან – დემურაშვილი; ნადირადან – ნადირაშვილი. ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილთა საგვარეულოდან წარმოშობილია აზნაურიშვილთა გვარები: ალავერდაშვილი, ალიხანაშვილი, ასლამაზაშვილი, ბერუაშვილი, ნადირაშვილი, ბეჟანიშვილი. დღეს, თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ენაგეთში,  მცხოვრები ბეჟანიშვილები, ალიხანაშვილები და სოფელ კუმისში გადასული ასლამაზიშვილები ძმათა შვილები არიან, აზნაურები და ეს გვარები იაგულაშვილებიდან მომდინარეობენ.

რუსიფიკაცია ბევრ ქართულ გვარს შეეხო. გვარის დაბოლოებას „შვილი,” ფორმანტი „ოვი” მიაბეს და ასეთნაირად აქციეს ასლამაზიშვილი ასლამაზოვად, ალიხანაშვილი – ალიხანოვად, ალავერდაშვილი – ალავერდოვად, ბერუაშვილი – ბეროევად, ბეჟანიშვილი – ბეჟანოვად, ბარათაშვილი – ბარათოვად.

აზნაურ ალიხანაშვილებს აქვთ საკუთარი გერბი და სიგელი.

საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრი წყაროში – 62, მცხეთაში – 53. არიან სხვაგანაც.

269 ალიხანოვი: თბილისში – 144, საგარეჯოში – 31, ყვარელში – 28. არიან სხვაგანაც.

ფარცვანია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარცვანი.

ფარცვანია ფრიად გავრცელებული გვარ-სახელია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული 1 000 გვარს შორის, ფარცვანია 370-ე ადგილზეა.

ასევე, გვხვდება ტოპონიმები: უბნები რუხში, საჯანაშოსა და ქვემო სათოდუოს შორის, ოდიშში, ჯუმის მარჯვენა მხარეს, ორულუში ერგეტალღის სათავესთან, ურთის მთის ძირში, უფალი კარში სახუბლასა და საფარღალას შორის.

საქართველოს 2 204 ფარცვანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 230, თბილისში – 242, ხობში – 186. არიან სხვაგანაც.

ხორნაული-ზარიძე

სოფელ ხორნაულთაში ცხოვრობდნენ ზარიძეები, რომლებიც მეორე გვარად ხორნაულსაც ატარებდნენ.

პროფესორი თოფჩიშვილი წერს: „ხორნაულების წინაპარი წიკლაურებს ბარში ლაშქრობის დროს, ნაალაფევში ტყვედ მოუყვანიათ. 1873 წელს აქ 16 კომლი ცხოვრობდა. ამავე დროს, ზარიძე-ხორნაულის ნაწილი ფშავსა და ხევსურეთში, მოსაზღვრე სოფელ პაწალხევში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა მეცხრამეტე საუკუნისთვის მთისწინეთსა და ბარში იყო გადასახლებული, რომლებიც გარდა საკუთრივ თავიანთი გვარისა, ახალ გვარ-სახელებსაც ატარებდნენ, მაგალითად: ხორნაულებიდან მომდინარეობს ფშაველი ხვლეურების გვარიც, რომლებიც ივრის ხეობაში, სოფელ ყვარაში სახლობდნენ. მათ წინაპარს ხევსურეთში კაცი მოუკლეს და გაბიდაურებს შეუპყრიათ ფშავის სოფელ ხოშარაში.”

საქართველოში 301 ხორნაული ცხოვრობს: თბილისში – 127, თიანეთში – 62, დუშეთში – 23. არიან სხვაგანაც.

2 007 ზარიძე: თბილისში – 800, თიანეთში – 167, რუსთავში – 136. არიან სხვაგანაც.

ლონდარიძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ლონდრე.

„სოფელ თიანეთში მცხოვრებ სახაზინო გლეხს, ნინია ლონდარიძესა და მის ცოლს, 1832 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ. სახელად დაარქვეს ბერი.” ამავე ძირისაა გვარები: ლომდარიძე და ლონდარიშვილი.

საქართველოში 1 159 ლონდარიძე ცხოვრობს: თბილისში – 364, ასპინძაში – 317, თეთრი წყაროში – 103. არიან სხვაგანაც.

ზანკალიანი-ზანკალი-ზალკალიანი

ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ლეჩხუმის რაიონის სოფელ ცაგერში. ისინი ადრე ძველი სვანეთის სოფელ კალაში სახლობდნენ, შემდეგ კი იქიდან ცაგერში გადასულან. ამ სოფელში გადასახლებამდე ისინი გვარად ზანკალს ატარებდნენ, იქ კი გვარი შეიცვალეს.

გვარის წარმომადგენლებმა იციან, რომ ეს ორი გვარი ერთი და იგივეა და განაყოფები არიან.

დღეისთვის სვანეთში ზანკალიანის გვარის წარმომადგენლები აღარ გვხვდებიან.

საქართველოში 41 ზანკალიანი ცხოვრობს: თბილისში – 6, თერჯოლაში – 6, ბოლნისში – 4. არიან სხვაგანაც.

86 ზალკანიანი: ქუთაისში – 32, ცაგერში – 20, რუსთავში – 12. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3